კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა დაკარგული მეგობარი კრასნოდარში მცხოვრებმა 30 წლის ქალმა

30 წლის ალინა ოლეგის ასული ვოლკოვა ეძებდა 33 წლის ნანა ვარლამის ასულ მამუკიშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, 33 წლის ნანა ვარლამის ასულ მამუკიშვილს. მე და ნანამ ერთმანეთი რუსეთში, კრასნოდარში 1997 წელს გავიცანით, სადაც ნანა ბებიასთან დასასვენებლად იყო ჩამოსული და დავმეგობრდით. დაახლოებით 15 წელია, ნანასთან კავშირი აღარ მქონია. დიდი იმედი მაქვს, რომ მას ვიპოვი და ჩვენი ურთიერთობა აღდგება. სამწუხაროდ, ნანას ფოტო არ გამაჩნია, მაგრამ მისი პოვნის იმედს არ ვკარგავ.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჟურნალ „თბილისელების“ ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა. ჩემი რესპონდენტი სამძებრო საიტის, www.poisk.people.com-ის საშუალებით დამიკავშირდა. კრასნოდარში მცხოვრები ალინა ოლეგის ასული ვოლკოვას მეგობარი, ნანა მამუკიშვილი ნაპოვნია. დღევანდელი რუბრიკის რესპონდენტი კი კვლავ ალინაა, რომელიც თავად უამბობს მკითხველს თავისი დიდი სიხარულის შესახებ.
– ალინა, რას ფიქრობთ მეგობრის ასეთ მოკლე დროში პოვნასა და მასთან დაკავშირებაზე?
– ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, რადგან, ამდენი წლის შემდეგ შევძელი და აღვადგინე დაკარგულ მეგობართან კავშირი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელ თქვენს რედაქციას და პირადად თქვენ, რომ ასეთ მოკლე დროში მაპოვნინეთ ჩემი ქართველი მეგობარი, რომელთანაც კავშირი 1997 წლის შემდეგ არ მქონია. ბოლოს, როგორც წინა ინტერვიუში გითხარით, ნანა კრასნოდარში ვნახე, სადაც ის ბებიასთან და ბაბუასთან იყო ჩამოსული. მართალია, მეც და ნანაც მაშინ პატარები ვიყავით, მაგრამ, არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი მეგობრობა გვქონდა. ნანას შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ, არც მისი ძველი მისამართი, არც ტელეფონის ნომერი, არც რაიმე ინფორმაცია მასზე არ მქონია. როდესაც დაგიკავშირდით და მეგობრის მოძებნაში დახმარება გთხოვეთ, მისი პოვნის იმედიც კი არ მქონდა, მით უმეტეს, ასეთ მოკლე დროში. ამ დღეებში სრულიად შემთხვევით შევამოწმე ჩემი იმეილი და აღფრთოვანებული დავრჩი თქვენი შეტყობინებით. დღეს უკვე ვესაუბრე ჩემს მეგობარს ტელეფონით, ისიც ჩემსავით გახარებული და გაკვირვებულია. მან, თურმე, არც კი იცოდა თქვენი რუბრიკის შესახებ და სრულიად შემთხვევით გაუგია მეზობლისგან, რომელმაც წაიკითხა თქვენი სტატია, რომ მე მას ვეძებ. ეს დიდი ბედნიერება და უზომო სიხარულია.
– თავად ნანას თუ უცდია თქვენი მოძებნა?
– ნანამ მითხრა, რომ სულ ვახსოვდი და იგონებდა ჩემთან ერთად კრასნოდარში გატარებულ დროს. ადამიანისთვის ყოველთვის ძვირფასია ბავშვური მოგონებები, ხოლო, როდესაც ცხოვრების განმავლობაში გახსოვს პიროვნება, ესე იგი, ის შენთვის ნამდვილად ძვირფასია. ნანას ჩემი მოძებნა არ უცდია, რადგან, არც კი იცოდა, თუ როგორ მოეხერხებინა ეს. მთავარი მაინც ის არის, რომ დღესდღეობით, ჩვენ შორის კავშირი აღდგენილია და, ახლო მომავალში, როგორც კი ამას მოვახერხებთ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. ნანა თბილისში ცხოვრობს, მას უკვე აქვს თავისი ოჯახი და მე ძალიან მინდა მისი ოჯახის გაცნობაც. იმედს ვიტოვებ, რომ ახლო მომავალში შევძლებ და ჩამოვალ საქართველოში. სამწუხაროდ, ნანა კრასნოდარში ჩამოსვლას ვერ ახერხებს, ვფიქრობ, მე უფრო შევძლებ თბილისში ჩამოსვლას და ნანას პირადად ნახვას.
– მაინც, როგორ  ფიქრობთ, რა იყო იმის მიზეზი, რომ მეგობრებმა ერთმანეთი დაკარგეთ?
– ცხოვრებაში ხშირად ხდება ისეთი რამ, რასაც წინასწარ ვერ გათვლი და ვერ წარმოიდგენ. მე და ნანამ ერთმანეთი ბავშვობაში გავიცანით და დავმეგობრდით. ნანას კრასნოდარში ჰყავდა ბებია და ბაბუა. მეგონა, რომ ის კვლავ ჩამოვიდოდა, მაგრამ, ეს აღარ მოხდა. სამწუხაროდ, მის ნათესავებთანაც არ მქონია კავშირი, რომ მათი საშუალებით მაინც გამეგო ნანას ამბავი. სულ მინდოდა მასთან დაკავშირება და ჩვენი მეგობრობის გაგრძელება. მაშინ, 1997 წელს, როდესაც ნანა ბოლოს ვნახე, ვერ ვიფიქრებდი, რომ გავიდოდა წლები და მე მისი პოვნის დიდი სურვილით დავრეგისტრირდებოდი სამძებრო საიტზე, მოვნახავდი „ჟდი მენიას“ ნებაყოფლობით დამხმარეს საქართველოში და ყველა ღონეს ვიხმარდი მის მოსაძებნად.

скачать dle 11.3