რა მოხდა ამ დღეს
14 მაისი
1643 – საფრანგეთის მეფე გახდა ლუი მეთოთხმეტე‚ რომელიც იმ დროს მხოლოდ 4 წლის იყო.
1948 – უკანასკნელმა ბრიტანულმა შენაერთებმა დატოვეს პალესტინა. ებრაელთა ეროვნულმა კრებამ ისრაელის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1988 – საბჭოთა კავშირმა დაიწყო ჯარების გამოყვანა ავღანეთიდან.
1996 – ლონდონში გაიმართა ანტონიო ბანდერასისა და მელანი გრიფიტის ქორწინების ცერემონიალი.
15 მაისი
1673 – კორნელიუს ი როზ-ბრალმა მიიღო პრემია საკუთარი მიღწევისთვის – მან გამოიყვანა შავი ტიტა.
1928 – კინოეკრანებზე პირველად გამოჩნდა „მიკი მაუსი“.
1940 – ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად, მაღაზიებმა‚ ყველამ ერთ დღეს‚ გასაყიდად გამოიტანა ნეილონის წინდები.
1942 – საბჭოთა კავშირმა პირველად გამოსცადა რეაქტიული თვითმფრინავი. საბჭოთა პროპაგანდა აცხადებდა‚ რომ ეს იყო მსოფლიოში პირველი რეაქტიული თვითმფრინავი, მაგრამ, აღმოჩნდა‚ რომ პირველები ამ საქმეში იყვნენ გერმანელები – 1939 წელს‚ შემდეგ – ინგლისელები.
16 მაისი
1898 – ავსტრალიის ქალაქ იდენს გადაუფრინა რეკორდული სიმაღლის ქარბორბალამ – 1 528 მეტრი.
1920 – კათოლიკურმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა ჟანა დ’არკი.
1938 – კონგოში მოკლულ იქნა მსოფლიოში უდიდესი გორილა – სიმაღლით 195 სანტიმეტრი და წონით 257 კილოგრამი.
1975 – იაპონელი უნიკო ტაბეი გახდა პირველი ქალი, რომელმაც დალაშქრა მთა ჯომოლუნგმა.
17 მაისი
1846 – ბელგიელმა ადოლფ საქსმა დააპატენტა საქსოფონი.
1963 – მონტრეტში (კალიფორნია) ჩატარდა მსოფლიოში პირველი როკ-ფესტივალი.
18 მაისი
1291 – ეგვიპტელმა მამლუქებმა აიღეს სენ ჟან დ-აკრი – ახლო აღმოსავლეთში დაეცა უკანასკნელი ჯვაროსნული სახელმწიფო.
1642 – დაარსდა ქალაქი მონრეალი (კანადა).
1721 – ესპანელი მარია კარილიო გახდა ინკვიზიციის ყველაზე ხანდაზმული მსხვერპლი – ის კოცონზე დაწვეს 96 წლის ასაკში.
1967 – „კაგებეს“ შეფი გახდა იური ანდროპოვი.
19 მაისი
1571 – დაარსდა ფილიპინების დედაქალაქი – მანილა.
1712 – რუსეთის დედაქალაქი მოსკოვიდან პეტერბურგში გადაიტანეს.
1802 – დაარსდა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო – „საპატიო ლეგიონის ორდენი“.
1995 – ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „კერკეტი კაკალი“ ბრიუს უილისის მონაწილეობით.
20 მაისი
1498 – ვასკო და გამას ექსპედიცია მიადგა ინდოეთის ნაპირებს (ქალაქ კალკუტის მიდამოებში).
1899 – ჯეიკობ ჯერმანი (ნიუ-იორკი) გახდა პირველი მძღოლი, რომელიც დააჯარიმეს სიჩქარის გადაჭარბებისთვის – მისი მანქანა მოძრაობდა საათში 25 კილომეტრზე ოდნავ უფრო სწრაფად.
1927 – ამერიკელმა მფრინავმა ჩარლზ ლინდბერგმა პირველმა გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს.