კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის სხვადასხვა ქვეყნის სამოდელო სააგენტოებიდან ანა კოვაჩზე დიდი მოთხოვნა და რის გამო გადაწყვიტა მან პარიზის შემდეგ შანხაიში მუშაობა

უკვე 2 წელია, რაც მოდელი ანა კოვაჩი წარმატებულად საქმიანობს პარიზში და დღეს ის უკვე ერთ-ერთი გამოცდილი მოდელია. ცნობილ ფოტოგრაფებსა და სტილისტებს კი ყველაზე მეტად მისი გარდასახვის უნარი აკვირვებთ, ვისაც უნახავს ანას ფოტოები, დამეთანხმება, რომ ის არც ერთზე საკუთარ თავს არ ჰგავს. მას ხშირად ცნობილ მოდელებსა და მსახიობებს ამსგავსებენ. პარიზში წარმატებული საქმიანობის შემდეგ ანამ კარიერის გაგრძელება შანხაიში გადაწყვიტა და შესაბამისად, გაემგზავრა კიდეც იქ.

ანა კოვაჩი: პარიზიდან თბილისში დასასვენებლად ჩამოვედი, თან ეს აღდგომას დავამთხვიე. შარშან არ ვყოფილვარ საქართველოში, ამიტომ მინდოდა, წელს აღდგომას ოჯახის წევრებთან ერთად შევხვედროდი. გადაღებები არ მქონია, მაგრამ მეგობრები მოვინახულე, ბევრი ხალხი და მაინც დავიღალე.
– თითქმის ორი წელია, პარიზში ცხოვრობ, იქაური ცხოვრების წესზე, სტილზე გადაერთე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაიბადე, გაიზარდე, აქ ჩამოსვლისას თუ არის რაღაცეები, რასთანაც შეგუება გიჭირს?
– საქართველოში ბევრ რამეს ვერ ვეგუები. თუმცა, ისევ ისე მიყვარს, როგორც მიყვარდა. უბრალოდ, ბევრი რამ იქ უფრო კარგად არის მოწყობილი, ვიდრე ჩვენთან. ხალხიც განსხვავდება, აქ, მაგალითად, მეზობლებს ყველაფერი აინტერესებთ, ყველაფერს ამჩნევენ, იქ არავინ გაქცევს ყურადღებას. თან, არ მიყვარს, როცა მაკონტროლებენ, განსაკუთრებით კი უცხო ხალხი. ყველაფერი აინტერესებთ, ყველაფერს გეკითხებიან. მათი საყვარელი კითხვაა. შვილო, როდის გათხოვდები? სულ მეკითხებიან და მე კი არასდროს მინდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. სულ სხვა პრიორიტეტები აქვთ – 20 წელი უკვე ბევრი ჰგონიათ, თან ჩემი ყველა დაქალი გათხოვილია, შვილები ჰყავთ. პარიზში რომ იგებენ, 20 წლის ხარ და თან, გათხოვილი, ყველას უკვირს – ეს მათთვის წარმოუდგენელია.
– ამ თემაზე გიფიქრია?
– რა თქმა უნდა, მეც მინდა ლამაზი ქორწილი, საქორწილო კაბა, ოჯახი, ბავშვები, ვგიჟდები ბავშვებზე. მომავალში ოთხი შვილი მინდა მყავდეს. ამ ყველაფერზე მიფიქრია, მაგრამ სერიოზულად არა. ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩენილა ისეთი ადამიანი, რომელზეც სერიოზულად ვიფიქრებდი და ვის გამოც კარიერას თავს დავანებებდი. დღეს ვერც წარმომიდგენია, რომ ჩემს საქმეს თავი დავანებო, სახლში დავჯდე ან საოფისე სამუშაო მქონდეს, გავთხოვდე, შვილები, ქვაბები და ასე შემდეგ. თუმცა, მომავალში, ანუ რამდენიმე წელიწადში, მივალ იმ დონემდე, რომ მომინდება სხვანაირი სამსახური. მოდელობას ბევრი რამ სჭირდება, შეუძლებელია, ოფისში იჯდე და თან იმოგზაურო, ოჯახს მიხედო, ისწავლო. ძალიან მინდა ვისწავლო, ლექციებზე ვიარო, თან საქართველოში. ალბათ, 4-5 წლის შემდეგ დავანებებ თავს მოდელობას,  მაგრამ ესეც არ ვიცი ზუსტად. რაღაცეების დაგეგმვა არ მიყვარს. ძირითადად, ყველაფერს სპონტანურად ვაკეთებ. ეს ჩემთვის უფრო კარგია და საინტერესო. თუმცა, სერიოზულ საქმეებს, ანუ, რა იქნება მომავალში, სად წავალ, ამას ქალბატონ იასთან ერთად ვგეგმავ. სხვა დანარჩენი უფრო სპონტანურად ხდება.
– ფრანგ ბიჭებთან ურთიერთობის შემდეგ, ქართველი ბიჭების მიმართ დამოკიდებულება ხომ არ შეგეცვალა?
– გააჩნია ბიჭს და შენს ურთიერთობას მასთან. მე მყავს ჩემი ტიპაჟი და მომწონს ასეთი ხასიათის. შესაბამისად, საფრანგეთშიც და საქართველოშიც მათ მიმართ დამოკიდებულება ერთნაირია, არ შემცვლია. მომწონს, როდესაც მამაკაცები თვითონ ამზადებენ კერძებს, ვახშამს. საქართველოში ასეთი რამ არ ხდება. ფიქრობენ, რომ გოგონამ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი. უცხოეთში 20 წლიდან ყველა ცალკე ცხოვრობს და საკუთარ თავს უნდა მიხედონ. ამიტომ, ამ ყველაფერს უკვე მიჩვეულები არიან. საფრანგეთშიც მამაკაცები საკმაოდ ყურადღებიანები არიან. მათაც იციან ყვავილების მორთმევა, პაემანი, შეხვედრა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყველანაირად ცდილობენ, თავი არ მოგაბეზრონ. როდესაც გირეკავენ, უპირველესად გეკითხებიან, დრო თუ გაქვს, რომ დამელაპარაკოო.
– პარიზში წარმატებული სამოდელო საქმიანობის შემდეგ, ახლა აზიაში აპირებ გამგზავრებას და მუშაობას?
– მე და ქალბატონმა იამ გადავწყვიტეთ, რომ უკვე დროა, აზიურ ბაზარს დავუბრუნდე. 2 წელზე მეტია, აზიაში არ ვყოფილვარ. ამ ხნის განმავლობაში ჩემი ბუქი კიდევ უფრო შეივსო. მეც ბევრად უფრო გამოცდილი  და უკეთესი ვარ. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ბაზარი ამ ეტაპზე საუკეთესო იქნება. იმედია, იქაც გამიმართლებს და ისევე დიდხანს დავრჩები, როგორც ევროპაში. ჩემი კარიერისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აზიური ბაზარი ევროპულისგან ბევრად განსხვავდება, ყველაფერი სხვანაირია, მუშაობის სტილიც. ამჟამად გარეგნობით, ჩაცმულობითაც მე ევროპელი მოდელი ვარ. ამიტომ, მინდა ვცადო აზიურ ბაზარზე მუშაობა – შევიცვალო სტილი, აზიელი გავხდე. შანხაიში მივდივარ, სადაც მოდელებს ძირითადად კომერციული სამუშაოები აქვთ, რაც ძალიან კარგია. თუ ჩემთვის კარგი იქნება, აზიაში დავრჩები, თუ არადა, ისევ ევროპაში დავბრუნდები.
– მახსოვს, ნიუ-იორკის ერთ-ერთი სააგენტოდან გქონდა შემოთავაზება, გამგზავრებასაც აპირებდი.
– ჯერჯერობით ნიუ-იორკში გამგზავრება გადავდე. მინდოდა აზიაში წავსულიყავი და იქ გამომეცადა თავი. შემდეგ წავალ ნიუ-იორკში, უკვე მაქვს ათწლიანი ვიზა და რამდენიმე შემოთავაზებაც. ასევე, მაქვს ევროპიდან და ავირჩევ იმას, რაც ჩემთვის უკეთესი იქნება. 4-წლიანი მუშაობის შემდეგ, ჩემი ბუქი საკმაოდ ძლიერია, გამოცდილი მოდელი ვარ, სულ ფორმაში ვარ. ეს კი თავისთავად, მნიშვნელოვანია და ამიტომაც არის ჩემზე მოთხოვნა. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ქალბატონ იას აქვს კონტაქტი, მოიძებნება ორი-სამი სააგენტო, რომელიც ამირჩევს და წამიყვანს.
– სამუშაოს წინ ნერვიულობ ხოლმე?
– გააჩნია სამუშაოს, ყოფილა, ისეთი შემთხვევა, როცა მინერვიულია და ღამე ვერ დამიძინია. ეს უფრო ადრე იყო, მაგრამ ახლა, მაინც სხვა ქვეყანაში მივდივარ და ცოტა ვღელავ მიუხედავად იმისა, რომ შანხაიში ადრეც ვარ ნამყოფი. თუმცა, მობილიზება არასდროს მიჭირს და ახლაც ადვილად მოვახერხებ.
– სანამ პარიზიდან წამოხვიდოდი, ალბათ, გქონდა საინტერესო სამუშაოები.
– ისევ და ისევ ვაკეთებდი ჩემს „ლანვინს“, უჩემოდ რა ეშველებათ, არ ვიცი. მქონდა 2013 წლის „შოუ-რუმი“, პრეზენტაცია და „ფიტინგი“. ასევე, მქონდა საინტერესო გადაღებები, ერთ-ერთი იყო გალიანოს კაბებში. სხვათა შორის, ოდრი ჰეპბერნს ვგავარ ამ ფოტოებში. რომ დავხედე, მეც გამიკვირდა, თან კი არ დამამსგავსეს, ისე გამოვიდა, სულ შემთხვევით. შავ-თეთრი კაბა მეცვა, ფოტოც შავ-თეთრი იყო. ჩემი პოზირებიდან და ექსპრესიიდან გამომდინარე, გამოვიდა ისე, რომ ოდრის დავემსგავსე ფოტოზე. კიდევ ერთი გადაღება მქონდა. „მეიქაფ“ ჟურნალისთვის შეგვარჩიეს გოგონები. ეს არის „ფეის პროჯექტ“, ანუ აარჩიეს განსხვავებული სახის ფორმის მოდელები და ყველას გადაგვიღეს. როდესაც დედაჩემმა ფოტოები ნახა, ძალიან გაუკვირდა, მიმტკიცებდა: არ არსებობს, შენ არ ხარ ამ ფოტოებზეო. ძირითადად, დედაჩემი ვერ მცნობს ფოტოებზე, ისევე, როგორც ჩემი ბუქერი. ალბათ, ამიტომაც მამსგავსებდნენ ხან კირა ნაითლს, ხან ქრისტიან სტიუარტს, კარლა ბრუნს, ნატალი პორტმანს, ქეით მოსს, ვის აღარ. სხვათა შორის, როდესაც გადაღებაზე მიყურებენ, ფიქრობენ: რა გაგიკეთოთო. მე ვეუბნები: გამიკეთეთ, ის რაც გინდათ და მაინც ის გამოვა, რაც გინდათ-მეთქი. ანუ, რომ მიყურებენ, ვერ ხვდებიან, რა გამიკეთონ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შედეგი ყველას მოსწონს. ფოტოები კარგი გამოდის, რადგან განსხვავებული ვარ.

скачать dle 11.3