კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფინანსისტები გაკოტრებული ბანკების აქტივებს ყიდულობენ


ბოლო პერიოდში ამერიკაში მკვეთრად გაიზარდა ინვესტორთა დაინტერესება გაკოტრებული ბანკების აქტივების მიმართ, რომლებიც ამ ქვეყნის ანაბრების დაზღვევის ფედერალურ კორპორაციას გამოაქვს გასაყიდად. ამერიკული პრესის მონაცემებით, იმ ფინანსისტებს შორის, რომლებიც თანხებს აგროვებენ გაკოტრებული ბანკების აქტივების შესასყიდად, იმავე ფინანსური სტრუქტურების საკრედიტო კრიზისის პერიოდში თანამდებობიდან წასული ხელმძღვანელებიც არიან. უოლ სტრიტის ცნობილ ფინანსისტებს შორის, რომლებმაც დაინტერესება გამოთქვეს დაზღვევის ფედერალური კორპორაციის მიერ მოწყობილი ვაჭრობების მიმართ, გაკოტრებული „მორგან ჩეიზის“ გენერალური დირექტორი უილიამ ჰარისონი, „ვეჩოვია კორპისა“ და „ჰაიბერია კორპის“ ხელმძღვანელები – რობერტ სტილი და ჰერბ ბოიდსტანიც ყოფილან. როგორც ცნობილი გახდა, გაკოტრებული ბანკების აქტივების შესყიდვის მოსურნე ფინანსისტებს ისეთი უსერიოზულესი საკრედიტო სტრუქტურების დახმარების იმედი შეიძლება ჰქონდეთ, როგორიც „გოლდმან საქს გრუპი“ და „დოიჩე ბანკი“ არიან. ანალიტიკოსები კერძო კაპიტალის გააქტიურებას საბანკო აქტივების შესყიდვის კუთხით, ფინანსური სექტორის გამოჯანმრთელების კიდევ ერთ ნიშნად აღიქვამენ. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეულობით ფინანსური სტრუქტურა გაკოტრდა, ბოლო პერიოდში სულ უფრო ნაკლებად ისმის მსგავსი სიახლეები. ამასთან, ამერიკის უდიდესი ბანკების მხრიდან დადებითი ინფორმაცია ხმაურდება – მათ 2009 წლის მესამე კვარტალში უფრო მეტი მოგება მიიღეს, ვიდრე მოელოდნენ.


скачать dle 11.3