კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კომპლექსების უარყოფას ცდილობს ლელა ელოშვილი და როდის გადიხარ ბეწვის ხიდზე ჩაცმულობაში

დიზაინერი – ლელა ელოშვილი მსოფლიო დონის სამოსს ქმნის და ის განსაკუთრებულად უხდება თბილისს, თავისი ფერებით, ფორმებით, ორიგინალობით, დამოკიდებულებით, იდეით... ეს „ინფორმალია” და ის თბილისის მოდის კვირეულისთვის სერიოზულად ემზადება ამჯერად შეცვლილი სახელითა და ერთი დიზაინერით. სულ ცოტა ხანში ის თავის მომხმარებელს ახალ, საზაფხულო კოლექციას აჩვენებს. რაც შეეხება ტენდენციებს, თუ როგორ შევიმოსოთ ისე, რომ გამორჩეულად გამოვიყურებოდეთ, ამაზე ლელა ელოშვილი საუბრობს.
 ლელა ელოშვილი: მსოფლიო ტენდენციებისამებ, გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე, ჩვენი კოლექციაც ძალიან ფერადი იქნება და გოგონებსაც ვურჩევ, რაც შეიძლება მეტი ფერი შეიტანონ საკუთარ გარდერობში. ამავე დროს, მთელი მსოფლიო გადასულია გრაფიკულ ნამუშევრებზე, პრინტებზე... საინტერესო გრაფიკა სამოსზე, რომელიც ასევე დიზაინერის ნაფიქრი და ნამუშევარია, მართლა ეფექტურია. თუ გასულ სეზონებზე აქცენტი მხოლოდ ფერებზე იყო, წელს ფერებს პრინტები, აპლიკაციები, თვლები და სხვა ელემენტები დაემატა.
– ამდენი ფერის ერთმანეთთან შეხამება ცოტა სარისკო ხომ არ არის?
– სარისკოა როგორც მომხმარებლისთვის, ისე დიზაინერისთვისაც. ფერადი არანაირ შეცდომას არ გაპატიებს, ყველაფერი საოცრად მკაფიოდ ჩანს. საკმაოდ რთული შესახამებელია წვრილყვავილებიანი შარვალი, მსხვილყვავილებიან პერანგთან, მაგრამ ამ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროთ, თუ გინდათ, მოდურად და გემოვნებით  გეცვათ – ისე გამოიყურებოდეთ, რომ კრიტიკის ქარცეცხლში არ მოჰყვეთ. რაც შეეხება ქსოვილებს, როგორც ყოველთვის, აქცენტს ამჯერადაც თხელ ქსოვილებზე გავაკეთებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, სხვადასხვა სიმყარის აბრეშუმი გამოვიყენოთ. აბრეშუმის ძაფით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ქსოვილები იქმნება, გამჭვირვალე ფაქტურით დაწყებული და პიჯაკის თავი შედარებით სქელი ქსოვილებით დამთავრებული.
– პოდიუმზე ჰაეროვანი, გამჭვირვალე სარაფნები, კაბები ულამაზესია, მაგრამ მერე დგება ჩაცმის მომენტი და ხვდები, რომ ასე ქუჩაში ვერ გახვალ.
– წამოვიდა სარჩულის დამოკლების ტენდენცია. ვთქვათ, თუ კაბას სარჩულს იქამდე ვუკეთებდით, სადამდეც მისი სიგრძე იყო, ახლა თამამად შეგიძლიათ, გრძელ ქვედაბოლოზე ან კაბაზე მოკლე სარჩული ან შორტი მოირგოთ. ეს უკვე პრობლემა აღარ არის, თუ რაღაც განსაკუთრებული კომპლექსები არ გაწუხებთ. ვინც მოდას მიჰყვება და აინტერესებს ის, მაშინ გამოსავალსაც იპოვის.
– აქსესუარების შემოტევა გვაქვს ხომ?
– კი და ეს ძალიან მიხარია. ყოველთვის მიყვარდა ბევრი და დიდი აქსესუარები, სულ ვიყენებდით მათ კოლექციებში და ამ კოლექციაშიც, რა თქმა უნდა, იქნება. ძალიან ლამაზია ყელსაბამი, რომელიც დიდი თვლებით, ლითონით არის შექმნილი და არა ნაზი ორნამენტებით. ძალიან საინტერესოა, რომ რაც არ უნდა დიდი და უხეში იყოს აქსესუარი, მაინც ელეგანტური და ქალურია ერთიანობაში. ჩვენი კოლექციაც ორმოცდაათი წლების ბოლო პერიოდის გავლენით იქმნება, რომელიც განსაკუთრებით ნაზი და ქალური იყო. ეს ყველაფერი სინთეზში კი არც ძალიან პეპელასავით ნაზი გამოდის და არც უხეში. ბალანსის დაცვა შესაძლებელია. ამიტომ, თამამად შეუხამეთ ერთმანეთს რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებული სამაჯური, ყელსაბამი, ფერადი სამოსი და აუცილებლად იტყვიან თქვენზე მოდურად გამოიყურებაო.

скачать dle 11.3