კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საჩუქარი – ხასიათში


სუნამო... ფოტოსურათი... ნახატი... შარფი... თუ მამაკაცს თქვენთვის საჩუქრის ყიდვა უყვარს, ეს უკვე პლუსია. ხოლო, თუ ეს საჩუქარი კარგადაც არის შერჩეული – ესე იგი, გაგიმართლათ. ისე კი, საჩუქრის მიხედვით მამაკაცის ხასიათის ამოცნობაც შეიძლება:
* კრეატიული მამაკაცი ცდილობს, მისი საჩუქარი განსაკუთრებულად ორიგინალური იყოს. აუცილებლად გაოცდებით და იფიქრებთ, ასეთი აზრი თავში როგორ მოუვიდაო. ამ ტიპის მამაკაცი ხშირად გაგაოგნებთ, თუმცა, ალბათ, სასიამოვნოა, როცა კაცი ბევრს ფიქრობს იმაზე, რა გაჩუქოთ. ნუ დაიშურებთ აპლოდისმენტებს.
* მობილურისთვის „ბრელოკი“, შოკოლადების ნაკრები, ფისუნიას მსგავსი საფულე და ექსტრავაგანტური სამაჯური... – ასეთ საჩუქრებს ბუნებით მხიარული და მსუბუქი ხასიათის მამაკაცები ყიდულობენ. მათ გულწრფელად უნდათ, რომ გაგახარონ – ეს უკვე პოზიტივია. მართალია, ასეთი კავალერი დღევანდელი დღით ცხოვრობს, მაგრამ, ტრაგედიას ამისგან ნუ შექმნით, რაც მთავარია, ძუნწი არ არის, მომავალზე ფიქრს კი ერთად ისწავლით.
* ზუსტად იცით, რომ ახალ წელს სუნამოს გაჩუქებენ, 8 მარტს – ყვავილების უზარმაზარ თაიგულს, დაბადების დღეზე – შამპანურს... ცხადია, მოსაწყენია – არავითარი სიურპრიზი, ყველაფერი წინასწარ არის ცნობილი. აბა, დაფიქრდით, რითია ეს ცუდი, სიურპრიზი ხომ უსიამოვნოც შეიძლება იყოს?!
* მან ზუსტად იცის, ვის რა აჩუქოს და როდის, მაგრამ, ხშირად არ არის გულწრფელი და, სხვათა შორის, არც უანგარო. თუ ცოლად გაჰყვებით, ყოველთვის იცოდეთ, რომ უნდა დაიმსახუროთ საჩუქრები, რაც ადვილი არ იქნება. ის არც რომანტიკოსია, პირიქით, მეორე ასეთი პრაქტიკული მამაკაცის პოვნა ძალიან ძნელია.

რევოლუციონერი
* „ყოველთვის წინ და არ დავნებდეთ!” – თუ ეს თქვენი დევიზია, იმას ნიშნავს, რომ სულით რევოლუციონერი ბრძანდებით. იქნებ, ზოგს მიაჩნია, რომ ქალისთვის რევოლუციონერობა შესაფერისი არ არის, მაგრამ, თუ კარგად დავფიქრდებით, დავრწმუნდებით, რომ პატარ-პატარა რევოლუციების გარეშე ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა, მოსაწყენი და უინტერესო. ცხოვრება პრინციპით – მოდი, გავზომავ ასჯერ, რათა გავჭრა ერთხელ – ზოგჯერ დამღლელია, თუმცა, შეცდომებს ნაკლებად დაგაშვებინებთ. ალბათ, ორივე ვარიანტი თანაბრად უნდა შეუთავსოთ ერთმანეთს, ზომიერად და გონივრულად.
რევოლუციონერისთვის კარგი რჩევაა: იყავით უფრო დაკვირვებული და ფრთხილი, რათა სისულელეები არ ჩაიდინოთ.
* კონსერვატიზმი არ არის ნაკლი, თუმცა, ნერვული სისტემისთვის ნამდვილად არ არის სასარგებლო. ოჰ, როგორ არ გიყვარს და გამოდიხარ წყობიდან, როცა შენს ცხოვრებას, დაწყობილსა და დალაგებულს ვინმე ან რამე ურევს. დაფიქრდით, ნუთუ არასდროს არაფრის შეცვლა არ გდომებიათ?! ამით ხომ თქვენ ნელ-ნელა იკეტებით საკუთარ ნაჭუჭში და ქმნით თქვენს მიკრო სამყაროს. მართალია, „მიწისძვრები“ არ გემუქრებათ, მაგრამ, სიხარული?! გახსოვდეთ: აღმაფრენა კონსერვატორიზმისგან შორს არის.
* ექსპერიმენტატორი და ექსპერიმენტები... ქალისგან რევოლუციონერობა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ექსპერიმენტებისკენ დაუსრულებელი ლტოლვა. სიახლეების ინტერესი ცუდი არ არის, მაგრამ – ასეთი?! მინიმუმ, ეგზოტიკური კერძით მოიწამლებით, მაქსიმუმ – ამორალობაში დაგდებენ ბრალს. ერთი სიტყვით, კარგად მოიფიქრეთ, ყველა ვარიანტი განიხილეთ და გადაწყვიტეთ, რა გინდათ ცხოვრებაში!

ეძებ?! – იპოვი!
ფსიქოლოგების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქალიშვილები გათხოვებას მამის მსგავს მამაკაცზე ისურვებდნენ, თუმცა, შესაძლოა, ისინი ამას ვერც კი აცნობიერებენ. ერთხელაც, ადრე თუ გვიან, ელოდება ამას თუ არა, გოგონა აუცილებლად პოულობს პირველ სიყვარულს. არათუ პოულობს, სიყვარული თავად მოდის მასთან, მერე კი იწყება სერიოზული ურთიერთობა: ჩნდება ოჯახი, პასუხისმგებლობები და... შეიძლება, გაჩნდეს კითხვები: „ნუთუ ეს ის არის, რასაც ველოდი? ის არის, ვისაც ვეძებდი და, ნუთუ, ვიპოვე კიდეც?!”. ისევ ფსიქოლოგებს თუ ვენდობით, მაშინ, უნდა დავიჯეროთ ისიც, რომ ასეთი შეკითხვები ნაკლებად უჩნდებათ ქალებს, რომლებიც თავის რჩეულსა და საკუთარ მამას შორის მსგავსებას პოულობენ.
ასეა თუ ისე, გენეტიკური კავშირების უარყოფა შეუძლებელია და ქალი ინტუიციურად გრძნობს „თავისიანს“, ანუ, ინტუიციით ირჩევს იმ პარტნიორს, რომელთანაც მეტ სიახლოვეს პოულობს. თუ ის იდეალური არ არის, ესე იგი, მამიკოც არ იყო იდეალური. ანუ, როგორი იქნება მისი რჩეული – კეთილი, ხელგაშლილი, დიდსულოვანი თუ ძუნწი და ზარმაცი – თითქმის მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რომელ მოდელს მოარგებს მას ქალი. ერთი სიტყვით, ზუსტად იმას იპოვით, ვისაც ეძებთ და ნურავის დაადანაშაულებთ იმაში, თუ ის სუპერ-გმირი არ აღმოჩნდება.

ტიპური სიტუაცია...
მამაკაცი დგას კარადასთან და ეძებს თავის პერანგს (სვიტერს, პულოვერს, ჟაკეტს... სულერთია, რას. მთავარია, რომ ეძებს). მოღუშულია და ბურტყუნებს, რომ არასოდეს არ დევს ნივთები მათთვის განკუთვნილ ადგილას. არადა, პერანგი ზუსტად იქ არის, სადაც უნდა იყოს. საკმარისია, თქვენ მიხვიდეთ კარადასთან, რომ სასწაული ხდება და დამალული ნივთი ადგილზე გხვდებათ. მამაკაცი ზურგზე არ ეცემა. არაფრით არ უნდა დაიჯეროს, რომ თქვენ რაღაც ჯადოქრობა არ ჩაიდინეთ. ის ხომ არ იტყუებოდა?! მართლა ვერ ხედავდა. ამ უნიჭობით, რომლებიც მამაკაცებს გლობალურად ახასიათებთ, ნებისმიერ ქალს გამოიყვანს წონასწორობიდან. მამაკაცებმა რომ იცოდნენ, რატომ ვერ პოულობენ ნივთებს, იქნებ მეტად გულმოწყალენი ყოფილიყვნენ ქალბატონების მიმართ, რომლებიც ძებნის უნიკალური ნიჭით გამოირჩევიან. მიზეზი მხედველობის განსაკუთრებულობაშია. მამაკაცებს მხედველობის არეალი საკმაოდ ვიწრო აქვთ, დაპროგრამებული კონკრეტულ ობიექტზე. ამიტომაც უჭირთ ერთი ნივთის მოძებნა ბევრ ნივთს შორის. გაგეცინებათ და კიდევ არის ერთი მიზეზი: მამაკაცები ძაღლებივით არიან. მაგალითად, თუ ერთი წლის განმავლობაში სისტემატურად დავსვამთ მაგიდის მარცხენა (ან მარჯვენა, სულერთია) მხარეს, ის შემდეგ საკვებს კონკრეტულად ამ ადგილას დაუწყებს ძებნას. ანუ, რეფლექსები კაცებში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
სიტუაციას რადიკალურად ვერ შეცვლით. ერთადერთი ვარიანტია, მამაკაცი დიდი ხნით დატოვოთ მარტო, სანამ საკუთარი თავის მოვლას არ მიეჩვევა. მაგრამ, დაფიქრდით, ღირს ასეთი მსხვერპლი?! დიახ მსხვერპლი, რადგან დიდხანს მის გარეშე გაგიჭირდებათ. უმჯობესია, შეეგუოთ ისეთს, როგორიც არის ყოველგვარი ჩხუბისა და სკანდალის გარეშე. ამაში იმაზე ფიქრი დაგეხმარებათ, რომ მამაკაცი შეგნებულად, თქვენი ნერვების მოსაშლელად არ აკეთებს ამას.

скачать dle 11.3