კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ხის მოჭრა ეკრძალება ადამიანს საკუთარ ეზო-კარმიდამოში და რატომ არის სასურველი სასაფლაოზე იასამნის გახარება

ფაქტია, რომ ადრე ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე დღესდღეობით. ბევრმა არც კი იცის ალბათ, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობასა და მცენარეებთან კონტაქტს შორის პირდაპირი კავშირია. სწორედ მათთან ურთიერთობისას შეუძლია ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე, თავი აარიდოს პრობლემებს, გამორიცხოს უდროოდ სიკვდილის ალბათობა და უბრალოდ, მოიპოვოს ჰარმონიული ცხოვრება ამქვეყნად. როგორც ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნელი ამბობს, ხეებთან ურთიერთობით ადამიანი ბევრ რამეს სწავლობს. ზოგ ხესთან კონტაქტი სასარგებლოა, ზოგთან კი – მომაკვდინებელი.

ნელი: ბევრს არ სჯერა, რომ ადამიანსა და მცენარეებს შორის უდიდესი კონტაქტი არსებობს და ისინი, ფაქტობრივად, ერთმანეთთან უხილავი მაგიური ძაფებით არიან დაკავშირებული. თუ როგორ გავარკვიოთ, რომელი მცენარეა ჩვენთვის სიკეთის მომტანი და რომელი სახიფათო, რა უნდა გავითვალისწინოთ მათი დარგვის დროს და რაში გვეხმარება ის ჩვენ, ამ თემებზე შევეცდები, ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ. დამიჯერეთ, ეს ნამდვილად წაგადგებათ და უფრო გაგიხანგრძლივებთ სიცოცხლის ხაზს. დამეთანხმეთ, ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა დღეს თვალშისაცემად შემცირებულია. არადა, თუ გადავხედავთ ჩვენს წინაპრებს, ისინი საშუალოდ, 90 წლამდე ჯანმრთელად და შრომისუნარიანად გამოიყურებოდნენ. ასე რომ, რეალურად, წინათ დღეგრძელი ადამიანები ბევრნი იყვნენ, ახლა კი – ნაკლებად. ამ თემაზე მეცნიერები, ეზოთერიკოსები და პარაფსიქოლოგები ბევრს ფიქრობენ, იკვლევენ და სათანადო დასკვნებს დებენ. სხვათა შორის, თავად ვარ ამ საკითხით დაინტერესებული და კვლევებში ჩართული. ბევრი მეუბნება, ალბათ, ძალიან გიყვარს სიცოცხლე, რომ მის გახანგრძლივებაზე ასე ბევრს ფიქრობო. რატომაც არ უნდა მიყვარდეს და რატომაც არ უნდა ვფიქრობდე მის გახანგრძლივებაზე? დიახ, სიცოცხლე მიყვარს, მაგრამ სიკვდილისაც არ მეშინია. უბრალოდ, ძალიან მაინტერესებს, როგორ გადავალ ამ ცხოვრებიდან იმ ცხოვრებაში, ანუ სხვა, ჩვენთვის წარმოუდგენელ სამყაროში.
– გეთანხმებით, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა, ზოგადად, ბოლო წლებში საკმაოდ შემცირდა. და მაინც, რა შეიძლება ჩაითვალოს სიცოცხლის ხანგრძლივობის შემამცირებელ ფაქტორად?
– დღეს ადამიანები ჩაკეტილები არიან საკუთარ ბინებში, დილიდან საღამომდე მუშაობენ ოფისებში, გამოკეტილები არიან ოთხკუთხა სივრცეში და ვერც კი ამჩნევენ, ამით როგორ იმოკლებენ სიცოცხლის ხანგრძლივობას. მესმის, რომ რთული დროა და თუ არ იმუშავე, არავინ არაფერს მოგცემს. მაგრამ, ისე უნდა გადაანაწილოთ დრო, რომ საკუთარი ორგანიზმი არ გადაძაბოთ და საფრთხე არ შეუქმნათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ძველად, ხალხი გარკვეულ დროს ატარებდა ბუნების წიაღში, რადგან იცოდა, რომ მისგან სასიკეთო ენერგიებს იღებდა, იმუხტებოდა დადებითი ემოციებითა და ასე შემდეგ. ჩვენი სიცოცხლის გენის გახანგრძლივება, სწორედ ბუნებასთან, კერძოდ კი, კონკრეტულ ხეებთანაა კავშირში. დაავადებულ ადამიანს კი ექიმბაშები სწორედ, ათასგვარი მცენარეების ნაყენებით მკურნალობდნენ, რასაც უფრო მეტი ეფექტი ჰქონდა, ვიდრე დღევანდელ ქიმიურ აბებსა თუ მიქსტურებს. დამიჯერეთ, ახალს არაფერს ვამბობ: ნებისმიერმა ადამიანმა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, საჭირო ენერგია ხეებისგან უნდა მიიღოს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ და, ხეებს მართლაც გააჩნიათ სხვადასხვა სიდიდისა და ნიშნის ბიოენერგეტიკული ველები.
– გამიგია, რომ ექსტრასენსები საჭირო ბიოენერგიას ხეებისგან იღებენ, იმუხტებიან მათი ძალით და შემდეგ ამით ადამიანებს კურნავენ.
– მართალი ხართ. ცნობილი ექსტრასენსები ენერგიას გარკვეული ხეებისგან იღებენ. კერძოდ, იმუხტებიან ხის ენერგიით და ავადმყოფთა გამოსაჯანმრთელებლად, მათ სამკურნალოდ, არა საკუთარ, არამედ ხის ენერგიას ხარჯავენ. მაგალითად, თუ ადამიანს საკუთარი ენერგიის დიდი დოზით ხარჯვა უწევს, აუცილებელია, ის შეივსოს, რათა თავადაც არ დაუძლურდეს. ამიტომ, ამისთვის მუხის ხესთან კონტაქტი და მისი ენერგიით დამუხტვა, უბრალოდ, აუცილებელია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მუხა ხასიათდება, დაახლოებით დადებითი ენერგეტიკული ველის ორ მეტრზე მეტი რადიუსით. რაც შეეხება სხვა ხეებს, მაგალითად, კაკლის ხეს გააჩნია ენერგეტიკული ველი ერთი მეტრის რადიუსზე, წიწვოვან ხეებს – მეტრ-ნახევრის, არყის ხეს – სამოცდაათი სანტიმეტრის და ასე შემდეგ. ასევე, თუ ემოციით დაღლილი ხართ, შინაგანად აფორიაქებული და რაღაც არ გასვენებთ, ჩაეხუტეთ აყვავებული ცაცხვის ხეს და მალევე იგრძნობთ, როგორ ეუფლება თქვენს ორგანიზმს სიმშვიდე და თანდათან წყნარდება. სხვათა შორის, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ყველაზე გამოუსადეგარი და ადამიანისთვის საშიში ხე ალვაა და მისი ეზოში ან სახლის მახლობლად დარგვა-გახარება არ არის რეკომენდებული. საქმე ისაა, რომ ალვის ხეს უარყოფითი ენერგია აქვს, ანუ ის ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, ხე-ვამპირია, რომელიც შთანთქავს მის ახლომახლო მყოფ ადამიანთა ენერგიას. ალვა, ჩვენგან იმ ბიოენერგიის ნაწილს ითვისებს და გვართმევს, რაც წარმატებისა და წინსვლის გარანტიაა. თუ არ გსურთ, უარყოფითი ენერგიით აავსოთ ორგანიზმი, ამ ხესთან კონტაქტი მინიმუმამდე შეამცირეთ. იმისთვის კი, რომ მუხისგან დადებითი ენერგიებით დაიმუხტოთ, მას ზურგით უნდა მიეყრდნოთ, დაახლოებით 15-20 წუთით და თვალდახუჭულმა არაფერზე იფიქროთ. ამ დროს არ შეიძლება კითხვა, ლაპარაკი ან რაიმე ნეგატიურზე ფიქრი, რადგან ამას ხე გრძნობს და თქვენს მიმართაც ასევე უარყოფითად განეწყობა. მუხას დახმარება უნდა სთხოვოთ და საამისოდ განაწყოთ, სხვაგვარად, ის თქვენს დახმარებაზე უარს იტყვის. ყოველ შაბათ-კვირას ვცდილობ, გავიდე ბუნებაში და ამ ხესთან მქონდეს კონტაქტი. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ენერგიას ვიძენ წიწვოვანი და მუხის ხეებთან კონტაქტით. მათგან მიღებული ენერგია მთელი კვირის განმავლობაში მეხმარება, მეტად შრომისუნარიანს მხდის და დადებითი ემოციებით მავსებს.
– თქვით, ალვის ხე უარყოფითად მოქმედებს ადამიანზეო. არადა, კომუნისტების დროს, ისინი ბევრ ადგილას დაირგა და დღესაც ხარობს.
– მართალია, კომუნისტების დროს, ბევრი ალვის ხე დაირგო რაიონებში და მიაჩნდათ, რომ ისინი ქარის ზემოქმედებისგან იცავდა გაშენებულ ვენახებს, ხეხილსა თუ ბაღ-ბოსტანს. ამ დროს არც კი უფიქრიათ, თუ რა დიდი ზიანი შეიძლებოდა მოეტანა იმ ადამიანებისთვის, ვინც მის მახლობლად, ამ ტერიტორიაზე მუშაობდა. ერთ-ერთ სოფელში გახლდით, რომელიც ალვის ხეების გარემოცვაშია და მინდა გითხრათ, ვერც ერთ ოჯახში ვერ ვნახე ბარაქა და კეთილდღეობა. ჩემი აზრით, ეს ნამდვილად იმის შედეგია, რომ მათ ვამპირი ხეები აცლიან ძალას და უარყოფითი ენერგიით მუხტავენ, რაც, საბოლოო ჯამში, მათი წარუმატებლობის, უბარაქობისა და ხელმოცარულობის მიზეზია.
– წიწვოვანი მცენარეები თუ არის ამ მხრივ, სასარგებლო?
– ნამდვილად სასარგებლოა და მე გირჩევთ, მეტი იაროთ ტყეში, ისუნთქოთ წიწვოვანისა და მუხნარის არომატი. ეს ყოველივე ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო და აუცილებელია. თუმცა, აქვე იმასაც გეტყვით, რომ წიწვოვანი და კაკლის ხის დარგვა საკუთარ ეზოში უბედურების მომტანია. მაგრამ, თუ  მეზობელი, ნათესავი ან უცხო დარგავს მას თქვენს ეზოში, მაშინ საშიში აღარ არის. ასევე, არაფრის დიდებით არ შეიძლება საკუთარ ეზოში კაკლის ხის მოჭრა. ასე, სიცოცხლის წლებს მოიკლებთ.
– აბა, რომ ამბობენ გამხმარი ხის ეზოში გაჩერება არ ვარგაო?
– მართალია, არ ვარგა, მაგრამ თქვენ ნუ მოუქნევთ მას ცულს, ჯობია, ეს საქმე სხვას დაავალოთ, ანუ ოჯახის წევრს არა. კაკლის ხესთან მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან მას ადამიანისთვის, როგორც სიკეთის, ასევე უბედურების მოტანა შეუძლია. საერთოდ კი, თუ ხეებთან კონტაქტის დროს ზემოთქმულს გაითვალისწინებთ, საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას ძალიან დაეხმარებით. აბა, დააკვირდით, სტატისტიკურად, რატომ ცოცხლობენ სოფლად გაცილებით მეტხანს, ვიდრე დიდ ქალაქებში? იმიტომ, რომ მათ მეტი კონტაქტი აქვთ ხეებთან, სუნთქავენ მათგან ბოძებულ ჟანგბადს და მათთან შეხებით დადებითი ენერგიით იმუხტებიან. ასევე, უდიდესი სამკურნალო თვისებებით და ენერგეტიკული ბალანსით გამოირჩევა იასამანი. ხშირად მინახავს ის სასაფლაოზე დარგული და ასაკში შესული ადამიანები ამბობენ, ეს იმის სიმბოლოა, რომ ცხოვრება გრძელდებაო. კარგია მისი დარგვა ყველა ეზოში და ბაღში, რადგან ადამიანებისთვის სიკეთის მომტანია. სასაფლაოზე კი, უბრალოდ, აუცილებელია, რადგან ამით ცოცხალი ადამიანი გარდაცვლილი ახლობლის მიმართ პატივისცემას გამოხატავს  და მას იმქვეყნად სიმშვიდეს უმკვიდრებს.

скачать dle 11.3