კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაენგრა მიშა ცაგარელს ოჯახი და როგორ შეინარჩუნა მან სტაბილურობა მეორე მეუღლესთან

„ყველაფრისთვის დიდი მადლობელი ვარ, რაც სამყარომ მომცა! კარგიც, ცუდიც უნდა გამევლო, რათა გამეგო და მერე სწორი რჩევა მიმეცა სხვისთვის“. როგორ შემოვიდა მეცნიერების ყველაზე გამომწვევი დარგი ასტროლოგია მიშა ცაგარელის ცხოვრებაში და როგორ ააწყო მან პირადი ცხოვრება, რა ძალა შესწევთ ვარსკვლავებს და რა კორექტივების შეტანა შეუძლია ადამიანს თავის ბედ-იღბალში, ამას მისი დღიურის ფურცლებიდან გაიგებთ.
ძალიან ინტერესიანი ბავშვი ვიყავი, აბსოლუტურად, ყველაფერი მაინტერესებდა. ისეთი ფსიქოლოგიური სახის კითხვები მიჩნდებოდა, რომელზეც პასუხს ვერ ვიღებდი. მაინტერესებდა, საიდან მოდის მთვარე, ვარსკვლავები, სად მიდის, როგორია ტროლეიბუსის მუშაობის პრინციპი, ბავშვი საიდან ჩნდება... განსაკუთრებით სიკვდილის ფენომენმა დამაინტერესა – ადამიანი იყო და აღარ არის – რა მოხდა, სად წავიდა, ვინ წაიყვანა? პასუხი მივიღე კარგა ხნის შემდეგ, როცა წამოვიზარდე და ასტროლოგიაში ჩავიხედე. აღმოვაჩინე, რომ თურმე სამყაროს თავისი კანონები აქვს და ადამიანის პრიმიტიული ხედვა და ბუნება არ არის ის, რაც კანონებს უნდა შეესაბამებოდეს. თურმე ამ ქვეყანაზე შემთხვევით არაფერი ხდება და აბსოლუტურად ყველაფერი კანონზომიერია. როცა ეს გავიგე, უფრო შემსუბუქდა ჩემთვის ყოფაცხოვრების პრინციპები. კომუნისტების დროს, რა თქმა უნდა, ასეთი ლიტერატურა წიგნის სახით არ არსებობდა. 1985 წლის „პერესტროიკის“ შემდეგ, ჩუმად შემოჰქონდათ უცხოეთიდან ნაბეჭდი მასალა რუსულ და ინგლისურ ენებზე, საიდანაც ამ ყველაფერს ვსწავლობდი. მამა მეცნიერი ექიმი იყო, ძველ კომუნისტურ ყაიდაზე აღზრდილი, რომელსაც მატერიალური ხედვები ჰქონდა. ამიტომ, მისთვის რთული იყო ასეთი რაღაცეების გაგება. ეს ისეთი სფეროა, რომელსაც მისი თაობა არ სწავლობდა და ამას შარლატანობას უწოდებდნენ. მივხვდი, რომ მისი გონება მატერიალისტური ხედვის, წმინდა მეცნიერული იყო. ამიტომ, ბევრი ვიწვალე, როგორ გადამეთარგმნა მისთვის ეზოთერული ენიდან მატერიალისტურ ენაზე ის პროცესები, რომელიც ბუნებაში ხდებოდა. საბოლოოდ, ამ წვალებამ კარგი შედეგი მომცა.

რატომ მივეცი ასეთი
პრიორიტეტი ასტროლოგიას
ერთ მშვენიერ დღეს ვირუსი შემეყარა. საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ვეწეოდი, არაფერი მაკლდა, დროსტარება, მოგზაურობა და უცებ სერიოზულად ვხდები ავად. დიდხანს მომიხდა საწოლში ყოფნა. ამ დროს ხელთ ჩამივარდა გასაოცარი წიგნი, რომელიც მეგობარმა მომიტანა. აღმოვაჩინე, რომ თურმე ასტროლოგია ორმოცი საუკუნეა, არსებობს. წავიკითხე ჩემი ზოდიაქოს ნიშნის, „კუროს” შესახებ და გავიგე, რომ ოთხმოცი პროცენტი, რაც იქ წერია, ვარ მე. გადასარევად ამიხსნა წიგნმა – რატომ ვიქცევი ასე, საიდან მომდის ასეთი იდეები, რატომ მაქვს ხშირად ასეთი პრაგმატული დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, რატომ შევიგრძნობ ასე არნახულად სილამაზეს?.. საიდან იცოდა ორმოცი საუკუნის წინ ამ ხალხმა ჩემი ფსიქოტიპი? როცა უკვე გამოვჯანმრთელდი, წავედი მოსკოვში, კიევში და ნელ-ნელა დავიწყე ასტროლოგიური ინფორმაციის შეკრება. პირველი, რაც გავაკეთე, ჩემს თავს შევუდგინე პირადი ჰოროსკოპი, რუკა. აღმოვაჩინე, რომ თურმე მე არ მივდიოდი სწორი, კოსმიურ-კარმული გზით – ქეიფი, კარგი გოგონები, გაუთავებელი მოგზაურობა, სიმღერები... ჩემი გზა იყო მეცნიერის, შრომის, ორგანიზებულობის, დისციპლინის. მივხვდი, რომ რადიკალურად უნდა  შემეცვალა სისტემა სტაბილური საოჯახო ურთიერთობისკენ. აქვე, დავინახე ძალიან საინტერესო მინიშნება, რომ ის ჩემი დაავადება შემთხვევითი არ იყო. ანუ, დავისაჯე არასწორი ცხოვრებისეული გზის არჩევისთვის და რომ გამოვსწორებულიყავი, ეს მინიშნება წიგნის სახით მომეცა. ცხოვრების გეზის რადიკალურად შეცვლა ჩემი სულიერი ევოლუციისთვის აუცილებელი ფაქტორი იყო. შესაბამისად, თავიდან ძალიან გამიჭირდა, ბევრ რამეზე უნდა მეთქვა უარი. მართალია, ბოლომდე ყველაფერზე არ მითქვამს უარი, მაგრამ, აი, ის სიგიჟეები, რაც მქონდა, გამიქრა. ცხადია, ცოდვის რაღაც ელემენტები არის იმაში, როცა გოგოს აუბედურებ, გულს სტკენ, მით უმეტეს, თუ შენ გამო აბორტები კეთდება. შენ ამ დროს მარტო მას კი არა, სამყაროს უშავებ. ეს ახალგაზრდული შეცდომებია, რომელიც მე დამიშვია ურთიერთობებში. ზოგჯერ შეიძლება იყო ზედმეტად ქედმაღალი. მე მქონდა მნიშვნელოვანი პერსპექტივები განვითარებისა, რომელზეც უარი ვთქვი, თუნდაც სიზარმაცის გამო. ერთი ძალიან ცნობილი პოლონელი მომღერალი იყო, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა. მისმა პროდიუსერმა თავის დროზე შემომთავაზა საფრანგეთში გადასვლა და სერიოზული მუსიკალური კარიერის შექმნა, მაგრამ ვერ გავბედე. ჩემი გადასვლა ნიშნავდა იმას, რომ „კაგებე“ აქ ყველა ჩემს ნათესავს აიყვანდა. სხვა დროს სხვა სახის მიზეზი იყო და... როდესაც ჩემი პირადი ჰოროსკოპის გაკეთება დავიწყე, ასევე, აღმოვაჩინე, რომ მეცნიერება კი კარგია ჩემთვის, მაგრამ არა დიდი წარმატების მომტანი. აი, პარადოქსი. თურმე, ჩემთვის ყველაზე წარმატებულია ჟურნალისტიკა – რადიო-ტელევიზია, პრესა, რაზეც არასოდეს მიფიქრია. აქ, ამ გრადუსსა და ამ ზონაში აღმოჩნდა გამარჯვების პლანეტა იუპიტერი ჩემს ჰოროსკოპში. დავჯექი და ვიფიქრე, რა შეიძლება გაკეთდეს. ვიფიქრე, ასტროლოგიას ჯერ ხალხი არ იცნობს, თუმცა ინტერესი, გარკვეულწილად, არის. ახალი შექმნილია კერძო ტელევიზიები, „მეორე არხი“, „იბერვიზია“ და მოდი, მივალ-მეთქი. მივედი და გავაცანი მათ ჩემი პროექტი. მაშინ ასე არ ხდებოდა, რომ ქუჩიდან მისული ადამიანისთვის ეთქვათ – კი ბატონო, მე თქვენ ეთერს მოგცემთო, ეს ზღაპარი იყო. დაიწყო გადაცემების სერია, რის შემდეგაც ჩემი ბედ-იღბალი რადიკალურად შეიცვალა. გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში სულ სხვა კატეგორიის, საინტერესო ადამიანების მთელი ჯგუფი. როცა მე დავინახე, როგორ მუშაობს პირადი ჰოროსკოპი, როგორ შეუძლია, თურმე, ადამიანს საკუთარი ხელით კორექციის შეტანა ბედ-იღბალში, მხოლოდ ამის შემდეგ მივეცი თავს უფლება, სხვა ადამიანებისთვის ასტროლოგიური რუკა გამეკეთებინა.
ოცდაერთი წლის ვიყავი, რომ დავოჯახდი. სამი წლის შემდეგ ოჯახი დავანგრიე. ის ოჯახი, თავისთავად, უნდა დანგრეულიყო, იმიტომ, რომ იყო უამრავი შეცდომა. ოჯახთან მიმართებაში კარმული ვალები მქონდა, რაც ტკივილით უნდა გამომესყიდა და ის ამ ფორმით მოვიდა. ეს რომ არ მომხდარიყო, ისეთი არ ვიქნებოდი, როგორიც მერე გავხდი. მეორე ოჯახს რომ ვქმნიდი, მაშინ ჩემი დამოკიდებულება უკვე საკმაოდ გააზრებული იყო. ვგრძნობდი, რომ ჩემი მუხრუჭები კარგად მუშაობდა, ვიცოდი ზოდიაქოს ნიშანთა თავსებადობაც, რა პერიოდში შეიძლებოდა მომხდარიყო კონფლიქტი, როგორ უნდა ამევლო გვერდი პრობლემისთვის. ასე ვთქვათ, უკვე შეიარაღებული ვიყავი სამყაროდან და სხვანაირად ავაწყვე სიტუაცია მეორე ოჯახთან – დღემდე მომყვება სტაბილურობა. სამყარომ მომივლინა სხვა პარტნიორი, რომელიც უფრო მეტად გამიგებდა. რასაკვირველია, განცდები მქონდა იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა, მაგრამ მიმახვედრა, რომ ყველაფერი, რაც ხდება, უკეთესობისთვის ხდება. დეპრესია არ მახასიათებს, თუმცა ვგრძნობდი, რომ უმეტესწილად, სახლში ყოფნა მინდოდა. გიტარა მიყვარს და რომ ვუკრავდი, ეს მშველიდა. აქაც სამყარო დამეხმარა. ძალიან საინტერესო  პიროვნება გავიცანი, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა იოგას სისტემიდან, მათ შორის სუნთქვითი ვარჯიშები. ამან დამამშვიდა, ძილი გამიუმჯობესდა, სამყაროს ფერები მოვიდა. ამასთან, დავიწყე ეგზისტენციური ლიტერატურის კითხვა – კაფკას, კამიუსა და სხვა დიდი ოსტატების წიგნები, მაგრამ, საბოლოოდ, მივედი დასკვნამდე, რომ მათ თვითონ ვერ გაუგიათ, რა უნდათ და მე როგორ მიშველიდნენ. თუმცა, საინტერესოდ აღწერენ მოვლენებს. გავეცანი ინდოელი სულიერი ოსტატის, ოშო რაჯანეშის მოძღვრებას. ყოველთვის მქონდა ძიება ქრისტიანობაში, ბევრ რამეს ვერ ვიგებდი. მაგალითად, ბიბლიას რომ ვკითხულობდი, ვხვდებოდი, რომ მასში ნახევარზე მეტი დაშიფრული კოდია. ვერ ვხვდებოდი, რატომ არსებობს გამონათქვამი – აქეთ ლოყაზე რომ დაგარტყამენ, მეორე მიუშვირეო. მძიმე გასაგები იყო, რატომ უნდა გიყვარდეს მტერი შენი. ოშომ ერთ წიგნში მომცა ის გამოსავალი, რომელსაც ვერ მაძლევდა ეგზისტენციალების ოცი წიგნი ერთად აღებული. მიჩვენა გზა, როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა, რომ ჰარმონიას მიაღწიო. მას უბრწყინვალესი წიგნი აქვს „მდოგვის მარცვალი“, რომელიც ქრისტიანობას და იესოს ეხება. აი, მაშინ გავიგე, რატომ უნდა მიუშვირო მეორე ლოყა და რატომ უნდა გიყვარდეს მტერი შენი. ყველაზე რთული ვარჯიშთა სისტემაში, რომელსაც აღმოსავლეთის მარგალიტს უწოდებენ, სწორედ ამ სახელწოდებით არის ცნობილი – „გიყვარდეს მტერი შენი“. ის იესომდე ხუთი საუკუნით ადრე დაარსებულა. როდესაც ეს ვარჯიში გავაკეთე, ის ადამიანები, რომლებიც ვერ მიტანდნენ, ჩემი საუკეთესო მეგობრები გახდნენ.

скачать dle 11.3