კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პომიდორი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებულთათვის აუცილებელი საკვებია


პომიდორში C, B, B1, B12, PP და D ვიტამინი, ასევე ფოლის მჟავა, მინერალური მარილები და ორგანიზმისთვის სხვა საჭირო ვიტამინი და მინერალი გვხვდება.
ყოველდღე ერთი ჩაის ჭიქა პომიდვრის წვენის დალევით, თქვენ A ვიტამინის დეფიციტს ივსებთ. დაახლოებით 200 მილილიტრი პომიდვრის წვენი, ერთ მილიგრამ კაროტინს შეიცავს, რომლის დღიური ნორმა სამი მილიგრამია. კაროტინი ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება.
პომიდორში მცირე რაოდენობით გვხვდება ცილები, გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, ორგანული მჟავები, კერძოდ, ვაშლისა და ლიმონის მჟავაც. ეს აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ამცირებს ნაწლავური ბაქტერიების ზრდას. ამ თვისებების გამო კი, პომიდორი კარგი სამკურნალო და პროფილაქტიკური პროდუქტია. მისი ჭამის დროს თქვენს ორგანიზმს კაროტინით ამარაგებთ.
პომიდორი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გაცხიმოვნებისა და მარილოვანი ცვლის დარღვევის დროს. კალციუმისა და C ვიტამინის შემცველობის გამო ის აუცილებელია ორსულებისთვის.
პომიდვრის რბილობი კი, ჩირქოვანი იარების მოსაშუშებლად უებარი საშუალებაა.

როგორ ვუმკურნალოთ რადიკულიტს
რადიკულიტი ზურგის ტვინის ნერვთა ფესვების ანთებაა. ანთება დაზიანებული ფესვების საინერვაციო ზონაში ვითარდება, ყველაზე ხშირად კი კისრის ქვემოთ და გავა-წელის არეში. დაავადებას ქრონიკული და განმეორებადი ხასიათი აქვს. ის ხშირად მას ემართება, ვინც თავს მძიმე ფიზიკური შრომით იტვირთავს, უწევს არასასურველ ტემპერატურულ და მეტეოროლოგიურ პირობებში ყოფნა.
კისრისა და გავა-წელის რადიკულიტი ნერვული სისტემის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ოსტეოქონდროზი. რადიკულიტის კლინიკური სურათის ჩამოყალიბება-გამომჟღავნების თვალსაზრისით, მნიშვნელობა აქვს შინაგანი და გარეგანი ფაქტორების არსებობას, კერძოდ, ხერხემლის თანდაყოლილ ანომალიას, ნივთიერებათა ცვლის მოშლას, დიაბეტს, პოდაგრას, ავიტამინოზს, C ვიტამინის ცვლის მოშლას, ტრავმას, გაციებას, ინფექციას, ინტოქსიკაციას და ასე შემდეგ.
გავა-წელის  რადიკულიტი იწყება წელის არეში ყრუ ან მწვავე ტკივილით, რომელიც შემდეგ წვივზეც გადადის. ამ დროს სიარული, ფეხზე დგომა და მოძრაობა ტკივილს აძლიერებს. გავა-წელის რადიკულტის ხშირად თან სდევს ხერხემლის გამრუდება და წელის კუნთების დაჭიმვა. გავა-წელის რადიკულიტის მიმდინარეობას შესაძლოა მოჰყვეს სისხლის წნევის მომატება, ტკივილები პერიფერიული სისხლის მორფოლოგიურ სურათში და ასე შემდეგ. გავა-წელის რადიკულიტის მსგავსი სურათი ზოგჯერ ზურგის ტვინის სიმსივნეების, თირკმლისა და შარდ-სასქესო კენჭოვანი დაავადებების,  გინეკოლოგიური პათოლოგიების დროსაც ვითარდება. ამიტომ, სწორი დიაგნოზის დასმა აუცილებელია.
დაავადების მწვავე პერიოდში მკურნალობის პირველი და აუცილებელი პირობაა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. გარკვეულ შედეგს იძლევა სხვადასხვა ფიზიოპროცედურა. ქრონიკულად მიმდინარე რადიკულიტის დროს კარგია ტალახის, გოგირდის წყალბადიანი აბაზანები, პროფილაქტიკისთვის კი – კომპრესი. ის რეფლექტორულად მოქმედებს მტკივნეულ ადგილას, არეგულირებს ნერვ-კუნთოვანი ელემენტების მუშაობას და ამით ორგანიზმში ენერგეტიკულ ბალანსს ქმნის.
ქრონიკული რადიკულიტის დროს კარგია სპეციალური ვარჯიშების ჩატარება. დისკოგენური რადიკულიტის დროს კი, ხშირ შემთხვევაში, აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა.
ამ დაავადების თავიდან აცილებისთვის მთავარია სამუშაო პირობების მოწესრიგება, უხეში მოქმედებებისა და დიდი ტვირთისგან თავის დაცვა, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის დროს ყურადღების გამოჩენა და ასე შემდეგ. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაავადების პირველივე გამწვავებისას, სრული სამკურნალო კურსის ჩატარება და ორგანიზმის გაკაჟება სამკურნალო, ექიმის მიერ დანიშნული მასაჟით და ვარჯიშებით.

მარილების დაგროვების დროს და სახსრებში ტკივილის მოსახსნელად სვით ბრინჯის ნახარში
მარილების დაგროვების დროს, ერთი ჩაის კოვზი დაფქული სტაფილოს თესლი გახსენით ერთ ჩაის ჭიქა წყალში. დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში სამჯერ, ორი კვირის განმავლობაში.
ოთხი ცალი ლიმონის კანი და ასი გრამი ნიორი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაასხით ორი ლიტრი გადადუღებული წყალი. დადგით ორი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 50 გრამი, ყოველ დილით, უზმოზე.
საღამოს, ოც ცალ იასამნის ფოთოლს დაასხით ერთი ლიტრი წყალი და წამოადუღეთ. დილით გადაწურეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში, დაახლოებით ოცი დღე.
მარილების დაგროვების დროს, აგრეთვე, კარგია, თუ სამ სუფრის კოვზ ბრინჯს დილამდე წყალში დაალბობთ. დილით კი მოხარშავთ და უზმოზე ცივს შეჭამთ. სამი კვირის განმავლობაში ასე მოიქეცით და სახსრებში ტკივილი მალევე გაგივლით.
შვრიის ნაყენი ხელს უწყობს ღვიძლის, კუჭისა და თირკმლის მკურნალობას, სხეულიდან ქვებისა და ნალექის გამოდევნას. ერთი ჩაის ჭიქა გარეცხილ შვრიას დაასხით ორი ჩაის ჭიქა ცივი წყალი და გააჩერეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ სამი ლიტრი წყალი და ადუღეთ მანამ, სანამ სითხე ერთ ლიტრამდე არ დავა. გაწურეთ და მიღებული სითხე სვით ჭამის წინ, დღეში სამჯერ, ერთი ჩაის ჭიქა.

რომელი საკვები უნდა ჭამოს მეტეომგრძნობიარე ადამიანმა
ატმოსფერული ცვლილებების დროს, თავს იჩენს თავისა და სახსრების ტკივილი, შაკიკი, არტერიული წნევის მატება, უგუნებობა, მოთენთილობა, შრომის უნარის დაქვეითება, დეპრესია და სხვა უსიამოვნო სიმპტომები. ასაკის მატებასთან ერთად, ეს მგრძნობელობა ადამიანებში კიდევ უფრო იმატებს.
უქარო, ნესტიან ამინდში, როცა ჰაერში ნაკლებია ჟანგბადი, განსაკუთრებით ცუდად გრძნობენ თავს ისინი, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ. ასევე, საშიშია მაგნიტური დღეები გულით დაავადებულთათვის, რადგან ამ დროს დიდია არითმიისა და სისხლძარღვების კრიზის რისკი, კერძოდ, ინსულტისა და ინფარქტის. მწვავდება სახსრების ტკივილიც. ატმოსფერული წნევის ცვლილებაზე მკვეთრად რეაგირებენ ჰიპერტონიკები.
მშრალ ამინდში, როდესაც ჰაერში ბევრი მტვერია, ასთმიან ადამიანებს ეწყებათ შეტევები.
არსებობს ამ უსიამოვნებებისგან თავის დაცვის წესები, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს. კერძოდ: ყველა მეტეომგრძნობიარე ადამიანმა კრიტიკულ დღეებში შეძლებისდაგვარად თავი უნდა შეიკავოს ფიზიკური და ინტელექტუალური საქმიანობისგან; თავი აარიდოს კონფლიქტებს; მეტი დრო დაჰყოს სუფთა ჰაერზე; მკაცრად დაიცვას ექიმის დანიშნული წამლების მიღების დრო.
მომატებული მეტეომგრძნობელობის დროს უნდა ჭამოთ რძის ნაწარმი, მცენარეული ცხიმები, ხილი, ბოსტნეული. გამორიცხეთ საკვები რაციონიდან შემწვარი, ცხარე, მწარე კერძები და ალკოჰოლური სასმელები.

გაზაფხულზე ორგანიზმს
გამყარება სჭირდება
განსაკუთრებით გაზაფხულზე, ორგანიზმის ბუნებრივ ძალებს გამყარება სჭირდება. თუ იმუნური თავდაცვისთვის მას საკუთარი ინტერფერონი არ ჰყოფნის, შეიძლება მისი დამატებით უზრუნველყოფა. აუცილებელია, პროცესის სწორად წარმართვა, რათა ვირუსებმა საკმაოდ ღრმად არ შეაღწიოს ადამიანის ორგანიზმში და მთელი რიგი პრობლემები არ წარმოქმნას. C ვიტამინი ხელს უწყობს ინტერფერონის გამომუშავებას. ნიორი, ხახვი და ლიმონი ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ. ნიორი და ხახვი, C ვიტამინის გარდა, დიდი რაოდენობით შეიცავს ბაქტერიოციდულ ეთერზეთებს. მიკრობებს მისი სპეციფიკური სუნის „ეშინიათ“. საკმარისია ნივრის შეყნოსვა, რომ ვირუსები უკან იხევს.
A ვიტამინი ლორწოვანი გარსის აღდგენას და იმუნური სისტემის გაძლიერებას უზრუნველყოფს.
იმისთვის, რომ დააჩქაროთ ორგანიზმიდან მიკრობების გამოდევნა, უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე. მასში სასურველია ლიმონის დამატება.
რინოვირუსები ბინადრობენ თვალებსა და ცხვირის ლორწოვანაში, პირის ღრუში არცთუ კარგად გრძნობენ თავს. ხელისგულებშიც გროვდება ვირუსები. ამიტომ ხელით თვალების მოსრესა ან ცხვირზე ხელის მოკიდება არ ღირს. ის ნივთები კი, რომელსაც სურდოიანი ადამიანი ხელით ეხება, სპირტით უნდა გაწმინდოთ.
სურდო არ ხვდება მას, ვინც დღეში ორ გრამ C ვიტამინს იღებს და ბევრ ხილ-ბოსტნეულს ჭამს.
თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ერთი ჩაის ჭიქა წყალში გახსენით სამი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, ორი ჩაის კოვზი თაფლი და ყელში გამოივლეთ. გაიკეთეთ ნივრის ინჰალაცია – დანაყილი სამი კბილი ნიორი მოათავსეთ დოლბანდზე და ხუთი წუთით შეისუნთქეთ მისი მძაფრი არომატი.

ასუქებს თუ არა პური და გამოაქვს თუ არა წყალს ორგანიზმიდან კალორიები და ცხიმები
როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, უმჯობესია, კონსულტაცია პროფესიონალმა მოგცეთ და არა ახლობლების რჩევებით იხელმძღვანელოთ. გაითვალისწინეთ, რომ ყველა რჩევას სასურველ შედეგამდე არ მივყავართ, ჯანმრთელობასთან თამაში კი არ ღირს. გთავაზობთ იმ გავრცელებულ შეხედულებებს, ხშირად რომ გვესმის და გაუცნობიერებლად ვიჯერებთ. კერძოდ:
პური ასუქებს – ის აზრი, რომ პური ასუქებს და გახდომის მსურველმა ის უნდა ამოიღოს კვების რაციონიდან, არასწორია. პურის მიღება რეკომენდებულია ზომიერად. საჭიროა იმ პროდუქტების შემცირება, რომელსაც პურთან ერთად ჭამთ, კერძოდ, ყველის, ნაღების, კარაქის, ძეხვის და სხვა კალორიული პროდუქტების.
ექვსი საათის შემდეგ ჭამა არასასურველია – ამ წესის მკაცრად დაცვის დროსაც კი ხშირად ადამიანები წონაში ვერ იკლებენ. ორგანიზმისთვის და ასევე, წონაში დასაკლებად სასურველია, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჭამა მცირე ულუფებით. ამ დროს ორგანიზმი ნაკლებად იტვირთება და საკვებს ადვილად ითვისებს. შიმშილის გრძნობა მცირდება, შაქარი სისხლში ნორმის ფარგლებშია, ხოლო ის, ვინც ექვსი საათის შემდეგ არ ჭამს და დღეში მხოლოდ ერთხელ მიირთმევს დიდი რაოდენობით საკვებს, იზიანებს კუჭ-ნაწლავს და წონაშიც ნაკლებად იკლებს.
წყალს ორგანიზმიდან ცხიმები და კალორიები გამოაქვს – ეს მოსაზრება არასწორია. კალორიები და ცხიმები გამოედინება მაშინ, როცა ადამიანი ბევრს მოძრაობს. დიდი რაოდენობით სითხე ასტიმულირებს თირკმელების მოქმედებას და ამის შედეგად ორგანიზმი თავისუფლდება წიდებისგან.
სწრაფად მჭამელები გამხდრები არიან – ეს არასწორი შეხედულებაა, რადგან ვინც სწრაფად ჭამს, არ შეუძლია განსაზღვროს იმ საკვების რეალური  რაოდენობა, რომელსაც იღებს და ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ტვირთავს ზედმეტი საკვებით. ნელი ჭამისას, საკვები გადამუშავდება ჭამის პროცესშივე და ადამიანი გრძნობს, როდის დანაყრდა. ამ დროს შიმშილის გრძნობა ქრება და ზედმეტ კალორიებსაც აღარ იღებს ორგანიზმი.
ყავა ცხიმებს წვავს – ეს არასწორია, რადგან კოფეინი, რომელსაც ყავა შეიცავს, სიმხნევეს გვმატებს და ცხიმოვან ფენაზე საერთოდ არ მოქმედებს.

скачать dle 11.3