კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის საუკეთესო ახალწვეულები

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წლევანდელი  სეზონი დასკვნით ფაზაში გადავიდა. კლუბები პლეი-ოფის სტადიაზე არკვევენ საუკეთესოს ვინაობას. გადამწყვეტ მატჩებს საუკეთესო სპორტულ ფორმაში შეხვდნენ კალათბურთის აღიარებული ვარსკვლავები და ახალწვეული კალათბურთელები, რომლებიც პირველ სეზონს ატარებენ მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ჩემპიონატში. „თბილისელების” ამ ნომერში წლევანდელი სეზონის საუკეთესო ახალწვეულებს გაგაცნობთ, რომლებმაც უკვე დაანახვეს მსოფლიოს, რომ მზად არიან ახლო მომავალში ჩაანაცვლონ კობი ბრაიანტი და კევინ დიურანტი საკალათბურთო ოლიმპიდან.
ნორის კოული – „მაიამი ჰითი”
ნორის კოულს სეზონის ყველაზე დიდ იმედგაცრუებად მიიჩნევენ ამერიკაში. დრაფტზე 28-ე ნომრად არჩეულმა კალათბურთელმა ბრწყინვალედ განვლო წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი და „მაიამის” ქომაგები დიდ იმედებს ამყარებდნენ მასზე. თუმცა, კოულმა მხოლოდ რამდენიმე მატჩში მოახერხა თავისი ნიჭის გამოვლინება და დანარჩენ დროს, უბრალოდ, სხვების ჩრდილში იმყოფებოდა. ვარსკვლავური თამაშის ჩვენებას კოულისგან მომავალი სეზონიდან ელიან.
ბისმაკ ბიომბო –
„შარლოტ ბობკეტსი”
კონგოლეზელმა ცენტრმა ყველას საიმედო თამაშით დაამახოვრა თავი, თუმცა მისგან გაცილებით მეტს მოელიან, რადგან ბიომბოს ყველა მონაცემი აქვს, ტოპ-კლასის მოთამაშედ იქცეს.
ენეს კანტერი – „იუტა ჯაზი”
თურქი კანტერი სეზონში საშუალოდ 13 წუთს ატარებდა მოედანზე და დროის ამ მონაკვეთში მან ჯერჯერობით ვერ მოახერხა იმის დამტკიცება, რომ ამომავალი ვარსკვლავია. „ჯაზმენები” მისგან აფეთქებას მომავალი სეზონიდან მოელიან.
აივენ ჯონსონი
– „ატლანტა ჰოუქსი”
ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი აივენ ჯონსონი „ქორების” ყველაზე სკანდალური მოთამაშეა. 28 წლის ჯონსონს სამუდამო დისკვალიფიკაცია აქვს მიღებული კორეის ჩემპიონატში, მსაჯისთვის შუა თითის ჩვენებისა და ქომაგთა სექტორში გადაფურთხების გამო. ჯონსონი „ატლანტას” ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა მიმდინარე სეზონში.
ალექს ბერქსი – „იუტა ჯაზი”
დრაფტამდე ალექს ბერქსი იმედისმომცემ კალათბურთელად ითვლებოდა, რომელსაც ყველა მონაცემი ჰქონდა, ვარსკვლავი გამხდარიყო. დრაფტის შემდგომ ჯერჯერობით სხვაგვარადაა საქმე, ბერქსისგან ყველა მეტს მოელის.
 ჯიმერ ფრედეტი – „საკრამენტო კინგზი”
ჯიმერ ფრედეტმა საკუთარი თავისგან ლეგენდა შექმნა – თითქოს უშეცდომო სნაიპერია და მისთვის სამქულიანი ტყორცნები ჩვეული საქმეა. სინამდვილეში კი ჩვეულებრივი მოთამაშე გამოდგა, რომელმაც ჯერაც ვერ აჩვენა საკუთარი თამაში ნაციონალურ ლიგაში.
კემბა უოკერი – „შარლოტ ბობკეტსი”
კემბა უოკერს საკმაოდ გაუძნელდა პროფესიულ დონეზე თამაში. კოლეჯის ლიგიდან უმაღლეს დონეზე გადასვლამ მის თამაშს დაღი დაასვა და იმედისმომცემი კალათბურთელი სახელოვანი თანაგუნდელების ფონზე ჩაიკარგა.
ტრისტან ტომპსონი – „კლივლენდ კავალიერსი”
ტრისტანის მასწავლებელი ანტუან ჯემისონია და იმედია, მომავალი სეზონიდან იმედისმომცემი კალათბურთელი თავის სახელოვან პედაგოგს დაუჯერებს და სწორ მიმართულებას მისცემს ნიჭს.
დერიკ უილიამსი – „მინესოტა ტიმბერვულვზი”
დერიკი რიგით მეთერთმეტე უილიამსია ლიგაში. მის ნიჭზე ამერიკის საკალათბურთო წრეებში ბევრს ლაპარაკობენ და ხშირად „მინესოტას” ახალგაზრდა სიმბოლოდ მოიხსენიებენ.
ბრენდონ ნაითი – „ნიუ-ჯერსი ნეთსი“
„კენტუკის” ვარსკვლავი დრაფტის დაწყებამდე პირობას დებდა, რომ იმ კლუბის სახე გახდებოდა, რომელიც მას აირჩევდა. თუმცა, ნაითმა უფრო არასტაბილური თამაშითა და ბევრი დაკარგული მომენტით დაამახსოვრა თავი ქომაგებს.
მარშონ ბრუქსი – „ნიუ-ჯერსი ნეთსი”
სეზონის დაწყებამდე მარშონ ბრუქსს მეორე კობი ბრაიანტად მიიჩნევდნენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ლიგის თამაშებზე. თუმცა, რეალობა სხვაგვარი გამოდგა. მარშონი ჩვეულებრივ სათადარიგო მოთამაშედ იქცა, რომლის იმედი მომავალ სეზონში კლუბს ნამდვილად უნდა ჰქონდეს.
მარკიფ მორისი – „ფინიქს სანზი”
სახელოვანი თანაგუნდელის, სტივ ნეშის დახმარებით მარკიფ მორისმა წარმატებულად იასპარეზა სადებიუტო სეზონში და ახლო და შორ დისტანციებზე სროლის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ჩენდლერ პარსონსი – „ჰიუსტონ როკიტსი”
პარსონსი იდეალურ მოთამაშედ იქცა „ჰიუსტონისთვის”. მას შეუძლია პირველი ორი მეოთხედის განმავლობაში ჩრდილში იდგეს და ერთი ტყორცნაც არ განახორციელოს, ხოლო მესამე-მეოთხე მეოთხედებში მეტოქე გუნდის წინააღმდეგ მოულოდნელად აფეთქდეს და ზედიზედ ერთმანეთს რამდენიმე შედეგიანი ტყორცნა მიაყოლოს. ლიგის ყველა ახალწვეულთა შორის პარსონსი ყველაზე მეტ დროს ატარებს სათამაშო მოედანზე და მწვრთნელის, კევინ მაკჰეილის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.
იმენ შამპერტი – „ნიუ-იორკი”
დრაფტის დაწყებამდე ყველა აკრიტიკებდა შამპერტს და მის ნიჭს ეჭვის თვალით უყურებდნენ. თუმცა, სეზონის მიმდინარეობის დროს ის ერთ-ერთ ყველაზე საჭირო მოთამაშედ იქცა ნიუ-იორკის გუნდისთვის და შესაძლოა, ჩემპიონატის ბოლოს, რომელიმე პრესტიჟულ წოდებასაც გამოჰკრას ხელი.
კოი ლეონარდი – „სან-ანტონიო სპურზი”
ამერიკაში დღემდე ვერ გაურკვევიათ ლეონარდის ნამდვილი სახელი, ზოგი მას კოით მოიხსენიებს, ზოგიც კოიით. საკალათბურთო მოედანზე ლეონარდი ერთ-ერთი საუკეთესოა „სპურზის” რიგებში. ამბობენ, თავის ყოველ ქულას ის, ოთხი წლის წინ, ავტოსამრეცხაოს ტერიტორიაზე მოკლულ  მამას უძღვნის.
კენეტ ფარიდი – „დენვერ ნაგითსი”
კენეტ ფარიდმა „დენვერის” შემადგენლობიდან ნენე ილარიო ამოაგდო – ბრაზილიელი ცენტრი, რომელიც კარიერას ნიკა ცქიტიშვილთან ერთად იწყებდა. ფარიდი იდეალურად შეეწყო პროფესიონალურ კალათბურთს და დენვერში მასზე, როგორც ახალ მესიაზე, ისე საუბრობენ.
კლეი ტომპსონი – „გოლდენ სტეიტ უორიორზი”
კლეის ყველა მონაცემი აქვს, რომ ლიგის საუკეთესო სნაიპერი გახდეს – კარად დაყენებული მიზანი, იდეალური ტყორცნა და ყველა სხვა მონაცემი რაც მას NBA-ს ვარსკვლავობისკენ გაუხსნის გზას. ერთია, რომ ტომპსონის დონის კალათბურთელები „გოლდენ სტეიტის” მსგავს კლუბებში დიდხანს არ რჩებიან და კარიერას გაცილებით სახელოვან კლუბებში აგრძელებენ.
აიზეა ტომასი – „საკრამენტო კინგზი”
აიზეა ტომასს ნეით რობინსონის ორეულს უწოდებენ. ნეითი ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მოთამაშეა და აიზეასაც მის მომავალს უწინასწარმეტყველებენ. აიზეა უკვე ორჯერ დაასახელეს თვის საუკეთესო ახალწვეულად ლიგაში და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
რიკი რუბიო
– „მინესოტა ტიმბერვულვზი”
რიკი რუბიოს მოსვლას ნაციონალურ ლიგაში ყველა იმედის თვალით უყურებდა და ნიჭიერმა ესპანელმაც მათი იმედების გამართლება დაიწყო. მის ფენომენალურ ნიჭზე ამერიკაში ბევრს ლაპარაკობენ – რუბიო მათ ახალ მეჯიქ ჯონსონს აგონებთ. ამრიგად, ,პაუ გასოლს ამერიკულ ლიგაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა, რომელსაც თამამად შეუძლია მას ნომერი პირველი ესპანელი ვარსკვლავის სტატუსი ჩამოერთვას.
კაირი ირვინგი
– „კლივლენდ კავალიერსი”
კაირი ირვინგი სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ხნით ადრე ყველა ექსპერტმა და მწვრთნელმა სეზონის საუკეთესო ახალწვეულად დაასახელა. ის ფენომენალურად სწრაფი, იდეალური ტყორცნის ავტორი და შეტევის დამთავრებისას ყველა გამთამაშებლისთვის იდეალური პარტნიორია. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რა დონის კალათბურთელთან გვაქვს საქმე. ამერიკაში უკვე საუბრობენ, რომ „კლივლენდს” საკუთარი ლებრონ ჯეიმსი უკვე ჰყავს.

скачать dle 11.3