ჰოჯსონის არჩევანი – ტერი და ფერდინანდი
ინგლისის ნაკრების ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე, დაცვის ცენტრში, ჯონ ტერისა და რიო ფერდინანდის დუეტზე ამყარებს იმედებს და იმედოვნებს, რომ გამოცდილი მცველები დაკისრებულ დავალებას თავს მშვენივრად გაართმევენ. ცნობილია, რომ ჯონ ტერი გახდა ფაბიო კაპელოს ინგლისის ნაკრებიდან წასვლის მთავარი მიზეზი, რადგან ფეხბურთელი რასისტულ გამონათქვამებში ამხილეს და კაპიტნის წოდება ჩამოართვეს, რაც მიუღებელი აღმოჩნდა კაპელოსთვის. მოგვიანებით ფერდინანდი უარს აცხადებდა ტერისთან ერთად ნაკრებში თამაშზე, რადგან ამ უკანასკნელმა მისი ძმა, ანტონ ფერდინანდი, კანის ფერის გამო შეურაცხყო, თუმცა, როგორც ჩანს, კონფლიქტი დარეგულირდა, რადგან, ფერდინანდმა განაცხადა, რომ მზად არის, ტერისთან ერთად ითამაშოს და ეს ფაქტი ყველაზე მეტად ჰოჯსონს გაუხარდა.