რონალდო გუარდიოლას ემხრობა
სახელოვანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ განაცხადა, რომ „ბარსელონის” ამჟამინდელი მწვრთნელი, ხოსეპ გუარდიოლა იდეალურად მოერგებოდა ბრაზილიის ნაკრებს. შეგახსენებთ, რომ გუარდიოლამ უარი განაცხადა კონტრაქტის გაგრძელებაზე კატალონიურ გრანდთან და მას მომდევნო სეზონიდან თანაშემწე – ტიტო ვილანუევა შეცვლის. გუარდიოლას თქმით, ის დაიღალა მოგებებისგან და, სურს, ძალები სხვა ჩემპიონატში მოსინჯოს. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში უკმაყოფილონი არიან „სელესაოს” მთავარი მწვრთნელის, მანო მენეზეშის მუშაობით და მისი წასვლის შემთხვევაში, შესაძლო კანდიდატურებს განიხილავენ. როგორც ჩანს, რონალდოსთვის გუარდიოლა აღმოჩნდა მისაღები.