კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიო დოლარის გადარჩენას ცდილობს


მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მთავრობები ამერიკული დოლარის გადასარჩენად დიდ ძალისხმევას მიმართავენ. ისინი შიშობენ, რომ ამ ვალუტის დასუსტება ახლახან დაწყებულ ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესს უდიდეს პრობლემებს შეუქმნის. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ტაილანდმა, სამხრეთ კორეამ, ფილიპინებმა, რუსეთმა და კიდევ რამდენიმე განვითარებადმა სახელმწიფომ 150 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა სავალუტო ბირჟებზე დოლარის კურსისა და მათი საკუთარი ვალუტების სტაბილურობის შესანარჩუნებლად. არსებული ცნობებით, საკუთარი ეროვნული ვალუტის – ბატის სასურველი კურსის მისაღწევად, ტაილანდის მთავრობამ 15 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. დოლარის კურსის გარშემო არსებულმა მითქმა-მოთქმამ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი, ტიმოტი გაიტნერი, იძულებული გახდა, განეცხადებინა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიზანი ეროვნული ვალუტის გამყარებაა. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონს ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ დოლარის ვარდნა შეჩერებულიყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ სუსტი დოლარი ხელსაყრელია ამერიკისთვის, რადგან მის პროდუქციას უფრო კონკურენტუნარიანს ხდის და ხელს უწყობს რეცესიის მდგომარეობიდან უმტკივნეულოდ გამოსვლას. 2009 წლის დასაწყისიდან ევროს მიმართ დოლარის კურსმა 7 პროცენტით დაიკლო. დოლარის გაუფასურებამ და ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, არ გაზრდილიყო მისი საპროცენტო განაკვეთი, მსოფლიო სავალუტო ბაზარზე მანამდე არნახული სპეკულაციები გამოიწვია, რამაც ძალიან სერიოზული გავლენა მოახდინა აქტივების ღირებულებაზე.




скачать dle 11.3