კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: ვირწმუნო თუ არა ჯადოს არსებობა და თუ არსებობს, ვის მივმართო მისგან გასათავისუფლებლად?

პასუხი: ჯადო ნამდვილად არსებობს, ის ბოროტი ძალის ზემოქმედების შედეგია. მთელი ბიბლიის არსი ბოროტ ძალასა და კეთილს შორის დაპირისპირებაა. ჯადოს საწინააღმდეგოდ ეკლესიაში იკითხება განსაკუთრებული ლოცვები, თუმცა გახსოვდეთ, რომ ქრისტიანს, რომელიც ზიარებითა და აღსარებით ცხოვრობს, ჯადო ნაკლებად ეკარება. გირჩევთ, ჯადოს მოსახსნელად მოძღვარს მიმართოთ.

კითხვა: თითქმის ყოველღამე სიზმარში მესიზმრება ეკლესია, ხატები, სანთლები. თუ შეიძლება, ამიხსენით, რას უნდა ნიშნავდეს ეს?

პასუხი: ეკლესიის წმიდა მამები გვირჩევენ, სიფხიზლით მოვეკიდოთ სიზმრებს. ასეთ სიზმრებს შეუძლიათ, ხიბლში ჩაგაგდონ და საკუთარ თავზე აღმატებული წარმოდგენა შეგიქმნან. ამიტომ, გირჩევთ, ცხადში მიეახლოთ ეკლესიას, სანთელი აანთოთ ხატებთან  და იცხოვროთ ეკლესიურად.

კითხვა: გვირჩევთ თუ არა ბიბლიის მიხედვით გადაღებული ფილმების ნახვას?

პასუხი: ასეთი ფილმების ყურება შეუძლიათ სარწმუნოებაში განსწავლულ, რწმენაში გაძლიერებულ ადამიანებს, ხოლო დანარჩენებმა, ჯობია, იკითხონ ბიბლიის განმარტება და წმიდა მამათა ნაწერები, რათა დაუახლოვდნენ ბიბლიის სულს.

კითხვა: როცა ადამიანი მართლმადიდებლურ ტაძარში შედის მაშინ, როდესაც წირვა-ლოცვა დამთავრებულია და უკვე ჯვრის თაყვანისცემის დროა, შეუძლია თუ არა, ისიც ემთხვიოს ჯვარს სხვა ხალხთან ერთად?

პასუხი: როდესაც ადამიანი რწმენით შედის ტაძარში, მას შეუძლია, სხვა მლოცველებთან ერთად ემთხვიოს ჯვარს. თუმცა, სასურველია და საჭიროა, მორწმუნე ესწრებოდეს წირვა-ლოცვას, რათა მასზე გადმოსული უფლის მადლი გამთლიანდეს. სანამ ჯვარს ემთხვევით, ემთხვიეთ და თაყვანი ეცით ტაძრის წმიდანს ან რომელიმე დღესასწაულის აღსანიშნავად ტაძრის შუა ადგილზე დასვენებულ ხატს. ჯვარზე მთხვევის შემდეგ კი ასევე თაყვანისცემით დაემშვიდობეთ ტაძარს.

 

скачать dle 11.3