კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

ბერი პაისი: თუ ფხიზლად არ ვართ, გონებას ვკარგავთ (დემონი გვტაცებს) და ვრჩებით სხეულის ამარა, გონების გარეშე, გამოყეყეჩებული და, შემდეგ, როცა გონს მოვეგებით, გონება დახავსებული აღმოჩნდება და მასში ეშმაკი ადვილად აჩაღებს ცეცხლს, თვითონ დახტის ამ ცეცხლის გარშემო და დამცინავად ხარხარებს. გონება რომ არ დავკარგოთ, საჭიროა, განუწყვეტლივ შევიწოვოთ ქრისტეს ტკბილი სახელი –  მხოლოდ ასე მივაღწევთ წარმატებებს, ვინაიდან, გონების არქონა გვამსგავსებს უპატრონო სახლს, რომელსაც ეშმაკები დაჰპატრონებიან.

ნილოს სინელი: თუკი, დემონთა მძლავრებით, შენს გონებას დაეუფლება ვნებიანი  აზრები, მაშინ გონებით გადადი ჯოჯოხეთში და წმიდა წერილის მიხედვით განჭვრიტე, როგორ იტანჯებიან იქ ხორცის სათნომყოფელნი. ნუთუ მოისურვებ, ცოდვით დროებითი ტკბობისთვის საშინელ მარადიულ წარწყმედას? მუდამ გახსოვდეს სიკვდილის ჟამი, რომელიც ბოლოს მოუღებს ჩვენს ხორციელ სილამაზეს. მდაბლად ითხოვე ღმრთისგან, მოიგერიოს მტრისგან ნასროლი განხურვებელი ისრები, რომლებიც აშფოთებენ ჩვენს სულს.

იოანე ოქროპირი: კარგად შეადარა ვიღაცამ ანგარებიანი – წყალმანკთან მებრძოლებს. მათ რაც მეტი წყალი აქვთ სხეულში, მით მეტ წყურვილს გრძნობენ. ასევეა, ანგარებიანი, რომელსაც ბევრი აქვს და უფრო მეტი უნდა.

ბერი იერონიმე: ადამიანს ზიარების მიღების წინ, წესით, შიში, კრძალულობა და სინანული უნდა ჰქონდეს. ზიარების შემდეგ კი სიხარული და სიმშვიდე უნდა იგრძნოს, მაგრამ, იმასაც უნდა განიცდიდეს, რომ მოუმზადებელია საიდუმლოსთვის.

არქიმანდრიტი რაფაელი: ლოცვას შინაური და გარეშე მტრები ჰყავს. პირველი მტერი – ეს თავმოყვარეობაა. თავმოყვარეობა საკუთარი თავის მიმართ არასწორი სიყვარულია. ის სამი სახით ვლინდება: როგორც პატივმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა და ავხორცობა, ანუ სიამოვნებისკენ სწრაფვა.

***

ადამის მეორე ცოდვა ღვთისადმი ურჩობა იყო, სურვილი, თვითონ გამხდარიყო, ვითარცა ღმერთი; სურვილი თავისუფლებისა არა ღმერთში, არამედ ღვთის გარეშე. ამიტომ, მადლის მოსახვეჭად ადამიანმა მორჩილება უნდა ისწავლოს. ეს, პირველ ყოვლისა, ეკლესიისადმი მორჩილებაა (ეკლესიის მეშვეობით – სახარების მცნებებისა), შემდეგ კი მორჩილება ერში: მორჩილება ყველას მიმართ. ეს საკუთარი თავის გააზრებაა ეკლესიაში, საზოგადოებაში, ოჯახში.

წმიდა სილუანი: მიწა არაფერს აღმოაცენებს წვიმის გარეშე და მიწის გარეშე წვიმაც უსარგებლოა; სწორედ ასევე, მადლი არ მოქმედებს თავად ადამიანის თანამონაწილეობის გარეშე, არც ადამიანის ნება – მადლის თანამონაწილეობის გარეშე.

წმიდა ამბა დოროთე: სიმდაბლე საღმრთო მადლს მოიზიდავს სულში. ის ფარავს გულს ყოველგვარი ვნებებისგან და განსაცდელისგან. მას (ღვაწლის გარეშე) ძალუძს ჩვენი დამკვიდრება ცათა სასუფეველში, ოღონდ, ეს ხდება არა ერთბაშად, არამედ თანდათან, როგორც ფსალმუნთმგალობელი ამბობს: „იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაი ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი“.

 

скачать dle 11.3