კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის რცხვენია ქალს საკუთარი ბედნიერების და რატომ იცვლის ის მამაკაცებს

ალბათ, არ შეიძლება, ხელაღებით ილაპარაკო ადამიანზე, მით უმეტეს, როცა მის შესახებ არაფერი იცი. მოყვასი რომ არ უნდა განსაჯო, ამას სახარებაც გვასწავლის. მაგრამ, ძალიან ხშირად გვავიწყდება ეს და ვიწყებთ ხმამაღალი განცხადებების კეთებას, თითქოს ჩვენ ვართ იდეალურები და სხვა ყველა შეცდომების დასაშვებად დაიბადა. ზოგადად, სხვის საქციელზე მსჯელობა და სხვისი ცხოვრების განხილვა გაცილებით გვეადვილება, ვიდრე საკუთარ თავში და საკუთარ ცხოვრებაში ჩაღრმავება. პირიქით რომ ვიქცეოდეთ, ჩვენი ცხოვრება გაცილებით მარტივი და სასიამოვნო იქნებოდა. მერე რა, რომ მორალზე ყველას საკუთარი შეხედულება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მორალურ ნორმებს მაინც საზოგადოება ადგენს.

 

თეიკო (37 წლის): ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ საკუთარ თავზე ამ ფორმით მომიწევდა ლაპარაკი. ზოგადად, არც ცრუმორწმუნე ვარ და არც იმის მჯეროდა, რომ ჩვენს ბედს ვიღაც სხვა წყვეტს. ყველა იმას ვიმკით, რასაც ვიმსახურებთ. მე ძალიან გვიან მივხვდი ამას, როცა საკუთარ თავზე გამოვცადე სხვისი განსჯის შედეგების სიმძიმე.

– ეგ რას ნიშნავს?

– იმას, რომ არავინ არ უნდა განსაჯო და განიკითხო. ზუსტად იმას დაგმართებს ცხოვრება, რაზეც სხვას აქილიკებდი. არ იფიქროთ, რომ ცინიკოსი ვარ. არა, მაგრამ, ცდუნება ხშირად წამძლევდა ხოლმე, ვინმეზე მეჭორავა, ზოგჯერ ბოღმითაც კი. ადამიანები ხომ ასეთები ვართ: საკუთარ ცხოვრებას წუთში „ვალაგებთ“ და ვაწესრიგებთ, მერე სხვისი ცხოვრების დალაგებას მოვინდომებთ ხოლმე. რა გვინდა, რატომ ვიღებთ საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობას – ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს და არც გვინდა, რომ გვქონდეს. შეიძლება, ახლა ფიქრობთ, რომ სისულელეებს ვლაპარაკობ და ყველა ერთნაირი არ არის, მაგრამ რეალურად თითქმის არ არსებობს ადამიანი, რომელსაც პერიოდულად სხვაზე გულის მოოხების სურვილი არ უჩნდებოდეს.

– ყველა ვიღაცაზე ან რაღაცაზე ვლაპარაკობთ, ვმსჯელობთ.

– და, თქვენ ეს ტრაგედიად არ მიგაჩნიათ?! პრინციპში, არც მე მიმაჩნდა, სანამ თავად არ გადამხდა ყველაფერი ის, რის გამოც არაერთხელ გამიკიცხავს სხვა ოღონდ, არ თქვათ, რომ იმას, რისი გაკეთებაც არ გინდათ, არასოდეს გააკეთებთ. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ, არც ერთ ქალს არ უნდა, მის ცხოვრებაში ბევრი მამაკაცი იყოს. 

– რას გულისხმობთ?

– ვერ ხვდებით, რას ვგულისხმობ? ქმრებისა და საყვარლების ცვლას. რა თქმა უნდა, არსებობენ ძალიან უზნეო, დაბადებიდან გარყვნილი ქალები, რაც, ფაქტობრივად, პათოლოგიად მიმაჩნია ისევე, როგორც მკვლელობის ჩადენის, ქურდობის სურვილი. ამაზე არ ვლაპარაკობ, ნორმალურ, ჯანსაღი ფსიქიკის ქალზე მაქვს საუბარი. არავინ თქვას, რომ ზუსტად იცის, როგორი იქნება მისი მომავალი, რას გააკეთებს ხვალ, როცა ცხოვრება მოულოდნელ სიურპრიზს მოუწყობს.

ერთხელ, მახსოვს, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი გათხოვილი, ბოშა ქალმა თითქმის ძალით მიმკითხავა ხელისგულზე და მითხრა: ერთი, ორი, სამი... მესამე კაცია შენიო. გავიცინე და გამოვიქეცი. დამავიწყდა კიდეც ეს ამბავი. ბედისწერის საერთოდ არ მჯეროდა. მიმაჩნდა, რომ ადამიანი თვითონ „აპროგრამებს“ საკუთარ ცხოვრებას.

– ანუ, შეგეძლოთ, აგერიდებინათ უსიამოვნებები?

– ალბათ, შემეძლო. დიახ. მე ვფიქრობ, რომ შემეძლო. ცხოვრებამ ორი რამ მასწავლა: პირველი – არ უნდა ენდო ადამიანს, მით უმეტეს, ბრმად და, მეორე – არ უნდა შეალამაზო რეალობა. ორივე საკმაოდ მწარე და მტკივნეული შედეგების მომტანია. ისევ შენ დაგაზარალებს, თორემ, როგორც არ უნდა შესტკიოდეს გული შენზე ადამიანს, ერთხელ ეწყინება და სულ ეს არის. ვერავინ ვერ ინერვიულებს შენთვის, თანაც – დიდხანს. ცხოვრებაა ასეთი. ჩემი სისულელეებით ბევრ ჩემთვის საყვარელ არსებას ვატკინე გული და თავადაც რამდენჯერმე დავინგრიე ცხოვრება.

– მამაკაცების გამო?

– დიახ, მამაკაცების. უფრო სწორად კი, რეალობის შელამაზების გამო. კაცის შეფასებაში ძალიან მკაცრი უნდა იყო.

– კი, თუ გულმა მოგცა ამის საშუალება...

– ჩვენ თავად ვატყუებთ ჩვენს გულს, თანაც, ამას საკმაოდ ხშირად ვაკეთებთ. პირველი ქმარი თვალსაჩინოდ იდიოტი იყო. ვიცი, რასაც იფიქრებს თქვენი მკითხველი – რომ ყველა ყოფილი ცოლი ამას ამბობს. მაგრამ, ისე დავშორდი მას, არც მიჩხუბია და არც გამილანძღავს. როგორც კი თვალები ამეხილა, მაშინვე ჩავულაგე ბარგი და გავუშვი.

– რა პრობლემა ჰქონდა?

– რა აღარ ჰქონდა, მაგრამ, თვალს ვხუჭავდი მის უზნეობებზე, სანამ კულმინაციამდე არ მივედი. იქამდე ვიტყებდი და ვიმშვიდებდი თავს, სანამ გინეკოლოგთან არ მივედი გამოკვლევაზე. ჩვეულებრივი გამოკვლევა იყო – დაორსულება გადავწყვიტე და ექიმის კონსულტაცია მჭირდებოდა. გინეკოლოგმა ისე შემომხედა, გავწითლდი. ცოტა ხანს თითქოს ყოყმანობდა, მერე კი მითხრა: თქვენ პროსტიტუციით ხართ დაკავებული თუ ყოველ პირველ შემხვედრთან წვებით, დაავადების მთელი თაიგული რომ გაქვთო? შოკი მსუბუქად ნათქვამია, რაც მე ექიმის კაბინეტში დამემართა. სრული ისტერიკა დამეწყო და ძლივს დამამშვიდეს წამლებით. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი მდგომარეობა მექნებოდა. ეჭვიც არ გამჩენია, რომ ჩემმა საყვარელმა მეუღლემ „დამაჯილდოვა“... არადა, მე თავგამოდებით ვცდილობდი ოჯახური ბუდის შექმნას. ვეფერებოდი და ველოლიავებოდი ჩემს ნაძირალა ქმარს, შინ და გარეთ ერთნაირი დატვირთვით ვმუშაობდი. მაქსიმალურად ვცდილობდი, თბილი, მშვიდი, მოსიყვარულე ცოლი ვყოფილიყავი და გამენებივრებინა. თვითონ კი, თურმე, მღალატობდა, თანაც, მართლა ყველა შემხვედრთან.

– თუ ამას გრძნობდით, რატომ ერთხელ მაინც არ დაელაპარაკეთ?

– რა არის, იცით? ჯერ ერთი, როცა 23 წლისა პირველად თხოვდები, არანაირი გამოცდილება არ გაქვს. მეორეც – თუ არ ხარ შინაგანად „ფეხებზემკიდია“ და გარყვნილი, ხავსს ებღაუჭები, ილუზიებს იქმნი, რომ ოჯახი არ დაგენგრეს. ბევრ რამეს ერიდები და გაურბიხარ. მითქმა-მოთქმას, ქმართან გაშორებულის სტატუსს, ახლობლისა თუ შორებლის სიბრალულით აღსავსე მზერას... მოკლედ, არ არის, რა, მარტივი. არადა, როგორც კი შეატყობ, რაღაც ისე ვერ არის, უფრო სწორად, გული გეუბნება, გააგდე და მოიშორეო, უნდა დაამთავრო ყველაფერი. თქვენ ფიქრობთ, ქმარს ისტერიკა მოვუწყვე ან საქმე გავურჩიე? არანაირად. ხმაც არ ამომიღია. არც იმით დავინტერესებულვარ, ვისთან მიღალატა კონკრეტულად. ალბათ, გრძელი სია მექნებოდა ჩამოსაწერი. ამიტომაც, პირდაპირ ვუთხარი, გშორდები-მეთქი.

– ანუ, სულერთი იყო თქვენთვის, ერთთან გიღალატათ თუ ათთან?

–  რა თქმა უნდა, სულერთი იყო. ვენერიულ დისპანსერში რომ წახვალ და ლამის ნახევარი წელი იმკურნალებ, კაცის სახსენებელი შეგძულდება.

– ჰო, მაგრამ ასე ადვილად წავიდა?

– აღარ მოვყვები, როგორ წავიდა. ადვილად ნამდვილად არაფერი მომხდარა, მაგრამ, მე ჯიუტი ვარ და არ შემეძლო ასეთი საზიზღრობის პატიება. მიხვდა და ისიც შემეშვა.

– როგორ ვერ ამჩნევდით, რომ გღალატობდათ?

– გაშორების შემდეგ სულ ამაზე ვფიქრობდი, მეც მაწუხებდა ეგ შეკითხვა. მგონი, სწორედ მაშინ ამომიტრიალდა თავში „შარიკი“ და სხვანაირად დავიწყე აზროვნება. იცით, მერე რა გავიგე? ჩემი უკვე ექსქმარი ჩვენს ნაცნობებში ყვებოდა, რომ ჩემ გამო იყო იძულებული, „პროსტიტუტკებთან“ ევლო და მათთან განეხორციელებინა თავისი სექსუალური ფანტაზიები. ნაძირალა! პირველად მისმა საქციელმა გამომიცარიელა სული. იცით, ეს რა საშინელებაა?! ერთბაშად გენგრევა სტერეოტიპები და უნებლიეთ, შენგან დამოუკიდებლად, უცხადებ ბრძოლას ყველაფერს, უპირველესად კი – საკუთარ თავს. ერთ დღეს კი გადავწყვიტე, ბევრ მამაკაცთან მქონოდა საქმე, ოღონდ, ესეც გარკვეული ეტაპის გავლის მერე მოხდა – რამდენიმეთვიანი კარჩაკეტილობისა და თვითიზოლაციის შემდეგ.

– ეს პროტესტის ერთგვარი ფორმა იყო?

– შეიძლება. თუმცა, გამიჩნდა უცნაური ინტერესი. საკუთარ თავს ვუთხარი: ვნახავ, ყველა მამაკაცი ერთნაირია თუ, შეიძლება, რომელიმეში ბედნიერება ვიპოვო-მეთქი. მაგრამ, ბედნიერებაში უკვე აღარ ვგულისხმობდი მარტო ერთგულებას, უკვე ყველაფერი მინდოდა კაცისგან. შევიცვალე. აღარ ვაპირებდი ვინმეზე გადაყოლას.

– ვცდილობ, გაგიგოთ...

– გაგიჭირდებათ. მაშინ, ყველაფერი ის უნდა განიცადოთ და გადაიტანოთ მე რაც გადავიტანე, საამისოდ კი ნამდვილად ვერ გაგიმეტებთ. ეს ასე მარტივად არ ხდება. ხომ არის, სტრესის დროს ზოგი თავს რომ იკლავს. თქვენ გგონიათ, ისინი დიდხანს ფიქრობენ ამაზე? მხოლოდ ერთი „ამოტრიალება“ უნდა... თავს ვერ მოვიკლავდი და არც ღირს არც ერთი კაცი იმად, რომ მის გამო ღმერთისგან ნაჩუქარ სიცოცხლეზე თქვა უარი. არ იფიქროთ, ჩემი ამორალობის გამართლება მინდოდეს. მე ვიცი, რასაც ვაშავებდი. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ვაშავებდი. სრულად მაქვს გაცნობიერებული საკუთარი საქციელი. არ ვიცი, სწორად გამიგებთ თუ არა, მაგრამ, მგონი, საკუთარი თავისთვის მინოდა დამემტკიცებინა, რომ არც მე მაკლდა სექსუალური ფანტაზიები და არაფრით მჯობდნენ „პრასტიტუტკები“. ბევრი პარტნიორი ნამდვილად არ მყოლია, არც ცოლიანებს ვეკარებოდი – ესეც ჩემი პრინციპი იყო, ოღონდ, არა მარტო მათი ცოლების სოლიდარობის მიზნით. ყველა ცოლიანი კაცი მძულს, ვინც ატეხილი კატასავით ყველა „იუბკას“ ქვეშ უვარდება. ეგრევე ვკარგავ არათუ ასეთთან ურთიერთობის, დალაპარაკების სურვილსაც კი. ჩემი ერთი-ორი  პარტნიორი ნამდვილად მანიაკი აღმოჩნდა, გადახრებით. რომ იცოდეთ, რამდენ კაცს აქვს არასრულფასოვნების კომპლექსი... არც ერთი ღირსეული და სრულფასოვანი მამაკაცი, რომელსაც ცოლი ჰყავს, ორლარიან ბოზებში არ დადის. თუ დადის, ესე იგი, მაგარი პრობლემები აქვს. ახლა უკვე ისეთი გამოცდილება მაქვს, კაცს რომ შევხედავ, ფიზიონომიაზე ვატყობ, რა ჩიტიც არის.

– მიუხედავად ამისა, მაინც მოტყუვდით და მეორე ქორწინებაც არ გამოგივიდათ.

– ჰო. ეტყობა, ქალი მაინც სულელია. მეორედ გათხოვებას ვინ ჩივის, მესამედაც გადავდგი ეს ნაბიჯი. მეორე ქმარი ნორმალური მყავდა, მაგრამ, მასაც ჰქონდა პრობლემები. მთელი სამი თვე დადიოდა ჩემთან და ძალიან კარგად იცოდა, პარალელურად სხვასაც რომ ვხვდებოდი. მე ტყუილები არ მახასიათებს, მით უმეტეს, იმის მერე, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ყველაფერი ფეხებზე მკიდია. ტკივილისა და შეურაცხყოფის გადალახვამ შინაგანი თავისუფლება მომცა. მაგარი გრძნობაა. მე არავის ვეხები და არავის პირად ცხოვრებაში არ შევჭრილვარ. ვერავინ მეტყვის, რომ გავამწარე ან მისი კუთვნილი ავიღე. გამორიცხულია. მე მხოლოდ საკუთარ თავზე ჩავატარე ექსპერიმენტი... მოკლედ, ამ მეორემ შემაწუხა თავისი ყურადებით: შენნაირი ქალი არ მყოლია, ჩემი ცოლი უნდა გახდეო და, ბოლოს, გადამაწყვეტინა – ეტყობა, მე მაინც მიდრეკილი ვარ ოჯახისკენ. ხომ არიან ქალები, რომლებიც ოჯახის შესაქმნელად არიან დაბადებულები.

– ზოგადად, ეგ ქალის ბუნებაში დევს, ბიოლოგიურად.

– ჰოდა, ეტყობა, ისევ „ბიოლოგიამ“ იმუშავა. მოკლედ, გავყევი, მაგრამ, მხოლოდ ერთი თვე გასტანა მისმა რაინდობამ. რამდენჯერაც გაახსენდებოდა, რომ მე სხვა კაცებსაც ვხვდებოდი, იმდენჯერ ხელებს იგრძელებდა, მერე კი დაჩოქილი მევედრებოდა და მთხოვდა პატიებას. გიჟური სექსით ვამთავრებდით ურთიერთობის გარკვევას, მაგრამ, მაინც ვერ გავუძელი და გავცილდით. ისეთ დღეში ჩამაგდო, მობილურის ნომერი შევცვალე და სამსახურიდანაც კი წამოვედი. რამდენჯერმე ისეთი ცირკი მომიწყო, თანამშრომლების შემრცხვა. მეორე მაგალითმა დამარწმუნა, რომ კიდევ ვცდებოდი და იმას არ ვეძებდი მამაკაცში, რაც რეალურად უნდა მომეძებნა.

– შეგიძლიათ, მითხრათ, კონკრეტულად რას ეძებდით? 

– მეგობრობასა და თანადგომას. კაცში ისეთი ღირსება უნდა მომეძებნა, რომელიც ჩემი ადამიანად გარდაქმნის საშუალებას მომცემდა, რომლისთვისაც ნივთი არ ვიქნებოდი. ნურავინ დაიფიცებს და ნუ შეეცდება, დამაჯეროს, რომ, თუნდაც შეყვარებული მამაკაცები მიიჩნევენ ქალს ადამიანად. ძალიან ძლიერი სულიერება და ინტელექტი უნდა ჰქონდეს კაცს, რომ ქალის გაიგოს.

– თქვენ იპოვეთ ასეთი მამაკაცი?

– დიახ, ვიპოვე. უბრალოდ, გამიმართლა. მე იმ გამონაკლის ბედნიერთა რიცხვში აღმოვჩნდი, რომლებსაც ბედი საჩუქარს უკეთებს, ოღონდ, არავინ იცის, რა დამსახურებისთვის.

– იმის თქმა გინდათ, რომ არ იმსახურებდით ამ ბედნიერებას?

– არ ვიცი. ვფიქრობ, რომ არა. ახლა ძალიან ვნანობ ჩემს განვლილ ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ ქმართან არანაირი პრობლემა არ მაქვს. უზომოდ ბედნიერი ვარ, ვენდობი და ამაზე დიდი კომფორტი არ არსებობს. შვილსაც გავაჩენ და, ვეცდები, ჩემი წარსული დავივიწყო.

– შესაძლებელია წარსულის დავიწყება?

– თქვენ ფიქრობთ, რომ არა?! ანუ, შესაძლოა, ეს იყოს ჩემი მხრიდან თავის მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა, მაგრამ, ამჯერად ამას არ ვინანებ. ჩემმა ქმარმა ადამიანების და, უპირველესად, საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა. თანაც, ვიცი, რომ არ მომატყუებს. ზუსტად ვიცი. პირდაპირ მეტყვის, თუ მის ცხოვრებაში ვინმე სხვა გამოჩნდება, მაგრამ, მეეჭვება, ეს მოხდეს, იმიტომ, რომ, ჩვენ სხეულებით, გონებითა და გულით გვესმის ერთმანეთის, ასეთი კავშირი კი არ წყდება.

 

 

скачать dle 11.3