კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: ჩემს ნათესავს წარედგინა ბრალი ერთ-ერთი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის. ჩემს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – თბილისში მდებარე ბინა ჩავდე გირაოს სახით. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ჩემს ნათესავს ახალი დანაშაულისათვის წაუყენეს ბრალი და შეუფარდეს პატიმრობა. ვერ ვახერხებ ბინის დაბრუნებას. გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ გადაწყდება ჩემი ბინის საკითხი?

პასუხი:  გაცნობებთ, რომ, თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით, გირაოს სახით შეტანილი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო, უძრავი ქონება, გირაოს სახით შეფარდებული თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, თქვენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან მოხდება გირაოს სახით შეფარდებული თანხის ამოღება, თუ თქვენ წერილობით გაფრთხილებული იყავით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ.

კითხვა: მაინტერესებს და, გთხოვთ, მაცნობოთ როდის და როგორ ხდება ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს თანხის დაბრუნება. თუ, ეს თანხა აღარ ბრუნდება და პირდაპირ ირიცხება ბიუჯეტში განაჩენის გამოტანის შემდეგ? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ, საპროცესო კოდექსის მიხედვით, გირაო არის აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახე და ის გამოიყენება აღკვეთის ღონისძიების მიზნებისთვის. როგორც წესი, ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. თუმცა, საქართველოში გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, ხშირად გირაოს თანხის ოდენობის ჯარიმა ბრალდებულს ეკისრება ძირითად სასჯელთან ერთად დამატებითი სასჯელის სახით და ირიცხება ხოლმე მისივე თანხმობით სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც კანონის მოთხოვნას სულაც არ წარმოადგენს.

კითხვა: მაინტერესებს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბრალდებულისთვის შეფარდებული გირაოს თანხის გადაუხდელობას?

პასუხი: თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული თანხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს  სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და, როგორც წესი, ბრალდებულის მიმართ მოხდება პატიმრობის შეფარდება.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა შემთხვევაში შეიძლება იქნეს პიროვნების მიმართ გამოყენებული განრიდება და შეიძლება თუ არა, განრიდება შეეხოს მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულ პირებს?

პასუხი: პროკურორს შეუძლია, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის, განრიდების სუბიექტის მიმართ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, თუ პირი  შეასრულებს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან  ერთს ან რამდენიმეს: 

ა) უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა ან ამ ქონების ღირებულების ანაზღაურება; 

ბ) დანაშაულის იარაღის ან/და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტის სახელმწიფოსთვის გადაცემა;

გ) მისი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება;

დ) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის გადახდა, რომლის მინიმალური ოდენობაა 500 ლარი;

ე) საზოგადოებისთვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება 40 საათიდან 400 საათამდე. განრიდება არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431, 1432, 1433, 144-ე, 1441, 1442 და 1443 მუხლებით, აგრეთვე, სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით განსაზღვრულ დანაშაულთა საქმეებზე.

კითხვა: გთხოვთ მომცეთ ტერმინ „ლეგალიზაციის“ განმარტება და რა ქმედებები ითვლება საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციად? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციად ითვლება: უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე, მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა, ანდა, ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა. ზოგადად და საერთაშორისო აქტების მიხედვით, ლეგალიზაცია არის დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ტრანსფორმაცია, რომლის მიზანია, ეს ქონება ლეგალური ფორმებით მიღებულად წარმოაჩინოს.

კითხვა: მაინტერესებს, რა იურიდიული მნიშვნელობა აქვს მხარის აღიარებას სამოქალაქო საქმის განხილვის დროს და შეიძლება თუ არა, მხოლოდ მხარის აღიარება დაედოს საფუძვლად გადაწყვეტილების გამოტანას?

პასუხი: ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება, აღიარება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ, შეიძლება, საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მაგრამ, ამასთან, აღსანიშნავია, რომ მხარეს შეუძლია, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ ან მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში.

კითხვა: შეიძლება თუ არა, პირი მთლიანად გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ვითარების არსებითად შეცვლის შემთხვევაში?

პასუხი: დიახ, ამგვარ შესაძლებლობას კანონი ითვალისწინებს. დანაშაულის ჩამდენი პირი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ დადგინდება, რომ ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია ვითარების შეცვლის გამო.

 

скачать dle 11.3