კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლეგენდა ჩაძირულებზე

„წყალში ვდგავარ, ცეცხლი მიკიდია“

 

მართალია, ჩვენი წინაპარი გვასწავლიდა (ისევე, როგორც სხვას – თავისი წინაპარი), „ღვინო არსად იყო, ეშმაკები ტიკებს ალბობდნენო“, მაგრამ, ჩვენ სულ სხვა გზით ვარჩიეთ წასვლა (იმიტომ რომ, არ ვაღიარებთ შეგონებას დედის წინ უშნოდ მოკუნტრუშე კვიცის შესახებ). შესაძლოა, ამ გზააბნეულობის მიზეზი ისიც იყოს, რომ არც ჩვენ ვართ „ეშმაკები“ და, მაინცდამაინც, არც ჯერარაშენებული ლაზიკაა „ტიკი“.

ასეა თუ ისე, მართალია, ჯერ არც ჭაობი დამშრალა და არც ახალ ქალაქში მცხოვრებთა ვინაობაა დაზუსტებული (მხოლოდ ის ვიცით, რომ ფერფლი უნდა მიმოვფანტოთ), მაგრამ, ლაზიკა კონსტიტუციაშიც იკავებს ჯეროვან ადგილს და ლამის უკვე მისი დაგეგმარების ნიუანსებიც დადგენილია.

ამის პარალელურად, არ ცხრებიან ოპონენტები, რომლებიც ხან რამსარის კონვენციას იშველიებენ (კოლხეთის ჭაობები ის ადგილია, სადაც მსოფლიო გადამფრენი ფრინველები ისვენებენ ორივე გზაზე, იმას გარდა, რომ იქ უნიკალური ბუნებაა. შესაბამისად, ეს ყოველივე საერთაშორისო თანამეგობრობის მზრუნველი მეთვალყურეობის ქვეშაა), ხან კი იმას, რომ, შესაძლოა, ის ტერიტორია საბჭოთა დროს დანაღმულიც ყოფილიყო.

ოღონდ, ყველაზე საგულისხმო მაინც ის არის, რომ ყოფილი მინისტრისა და აწ უკვე გარემოს დამცველი ქ-ნი ჩხობაძის აზრით, „ერთ მშვენიერ დღეს (თუმცა, რაღა მშვენიერის), შეიძლება, ყველა შენობა წყალში ჩაიძიროს და ლეგენდა ლაზიკაზე გაქრეს“.

მოვლენების ზემოხსენებული დრამატული სცენარით განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა, საკუთრივ ლაზიკის მცხოვრებთათვის ჩაძირვის ფაქტი ტრაგიკული იყოს (იმედია, მათ ევაკუაციას მოასწრებენ), მაგრამ, მეორე მხრივ, ამგვარი რეალობის პირობებშიც კი, საერთო ჯამში, მაინც მოგებული ვრჩებით: ჩაძირული ქალაქი, არ არის გამორიცხული, ტურისტების მოსაზიდ მშვენიერ ანკესად იქცეს, ზედაც, თუ დამატებით ექსპონატებად შავი ზღვის ფსკერზე ჩვენც ჩაგვაყოლებენ!

 

скачать dle 11.3