კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ეგ ხმა ტკბილი“

თარგმანში, ანუ 1974 წელში ჩარჩენილები

 

იმ მარტივი მიზეზით, რომ საფრანგეთს დემოკრატიაში არ უჭირს, ბუნებრივია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უჩვენოდაც გაართვეს თავი. თუმცა, საქმეს იმთავითვე ისეთი პირი უჩანდა, რომ ნიკოლა სარკოზი, რომელსაც თავისუფლების მოედანზე ერთიოდე წლის წინათ მეფურად დავხვდით (ბუნებრივია, მეფურად – განვითარებადის კვალობაზე), პრეზიდენტის პოსტს დათმობდა უფრო ზუსტად, ამომრჩეველი დაათმობინებდა. მეორე ტურის წინ პირველ ორ ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის გაიმართა ტელედებატები და, ფრანგი ექსპერტების შეფასებით, სარკოზის ოპონენტმა თავისი ამოცანა გაცილებით წარმატებით შეასრულა, სარკოზის კი ნაკლად მიუთვალეს, რომ აქცენტს უკვე გაკეთებულ საქმებზე აკეთებდა.

ასეა თუ ისე, რაკი საფრანგეთში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ტელედებატების ტრადიცია 1974 წლიდანაა დამკვიდრებული, ფრანგმა ამომრჩეველმა პრეზიდენტობის მსურველთა შერკინებით კიდევ ერთხელ ისიამოვნა.

ოღონდ, თუ გავიხსენებთ, რომ, სახელდობრ, ჩვენს ქვეყანაში არათუ პრეზიდენტი, მის ქვემოთ მდგომნიც კი არ კადრულობენ ოპონენტებთან სიტყვიერ შერკინებას, აშკარაა, ამ ოცდამეერთე საუკუნეში ჯერ იქაც ვერ მიგვიღწევია, სადაც საფრანგეთი 1974 წელს უკვე იყო.

 

скачать dle 11.3