კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფეხსალაგს დანატრულები

ტურისტების ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ხიბლი

 

იმის ცოდნას, რომ სველი წერტილები ერისა და ქვეყნის განვითარებულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია, მაინცდამაინც დასავლურ ღირებულებებთან წილნაყრობა არ სჭირდება. მეორე მხრივ, მართალია, თავს ვიწონებთ, ცხელ წყალს მაშინ ვიყენებდით, თმაგაჩეჩილი ევროპელები ტყე-ტყე რომ დარბოდნენო, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ ცივილიზაციის მონაპოვრებით გაჯერებულ ოცდამეერთე საუკუნეში ცხელი წყალი, ყოველ შემთხვევაში, სახელდობრ, ჩვენთვის რომ დიდი ფუფუნებაა, ამას ყნოსვის რეცეპტორებითაც იგრძნობთ (ყოველგვარი „ენ დი აისა“ და „აი რა ის“ დახმარების გარეშე).

ამას გარდა, იგივე რეცეპტორები იმის გაგებაშიც გვეხმარება, რომ, მაინცდამაინც ვერც ფეხსალაგებისადმი ჯეროვანი ყურადღებით გამოვირჩევით.

შესაძლოა,  იმიტომაც, რომ ვერ გამოვირჩევით, სულ ახლახან ჩვენს სამშობლოში გრანდიოზული პროექტი წამოიწყეს („გრანდიოზული“, ვინაიდან, ამ საშვილიშვილო საქმეში ჩართულნი არიან ისეთი პატივსაცემი უწყებები, როგორებიცაა: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად): საქმე საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობას ეხება.

ერთ-ერთი ასეთი ობიექტი ყვარელში  პირადად მინისტრმა ნიკოლაიშვილმა დაათვალიერა კახეთისავე გუბერნატორის თანხლებით  და იქვე ტუალეტების დანიშნულებაზეც ისაუბრა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. სახელდობრ, მინისტრმა ბრძანა: „საზოგადოებრივი სანიტარული წერტილების არარსებობა ანტისანიტარიას იწვევდა და დისკომფორტს უქმნიდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე – ტურისტებს“. ხოლო, რაკი უქმნიდა (ეჭვი მაქვს, ტურისტებს რომ უქმნიდა, იმიტომაც ჩაერთო ამდენი პატიოსანი გვამი ამ კონკრეტულ პროექტში და, საერთოდაც, სწორედ ტურისტების ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს უნდა ვუმადლოდეთ ამ წამოწყებას), საქართველოს ყველა რეგიონში ევროპული სტანდარტების 50-მდე სანიტარული წერტილი აშენდება (ეყოფა ვითომ 10 მილიონს?!). ისიც სათქმელია, რომ საზოგადოებრივი ფეხსალაგები არქიტექტორებმა დააპროექტეს და ისიც კი მოახერხეს, რომ მათ ადგილმდებარეობის შესაბამისი დიზაინი ჰქონოდა.

ჯერჯერობით უცნობია, სახელდობრ, როგორ ჩააქსოვენ ჩვენი იდენტობის მახასიათებლებს ფეხსალაგების კედელთა მიხრა-მოხრაში, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი საპირფარეშოების დიდი შიმშილია (რაღა არის, აწ, უკვე იყო), ვფიქრობ, ტურისტების ბუნებრივ მოთხოვნილებებზე (საქართველოს მადლიერი მოქალაქეებისგან) განსხვავებულით ერთი კარგი სამადლობელი ალალია!  

 

скачать dle 11.3