კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ სჯეროდა არავის მარიამ რომელაშვილის გათხოვება და ვისი თანხმობის შემდეგ დასწერა მას მღვდელმა ჯვარი

დარწმუნებული ვარ‚ ყველას ახსოვს 13 წლის პატარა, ნიჭიერი მომღერალი, მარიამ რომელაშვილი, რომელმაც 4 წლის წინ მონაწილეობა მიიღო საბავშვო „ევროვიზიაში”, მეოთხე ადგილი აიღო და ქართველებს დიდი სიხარული მოგვიტანა. მარიამი ახლა უკვე 18 წლის ხდება და ცოტა ხნის წინ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო: ის გათხოვდა. ჩემ გარშემო ვინც კი მარიამის გათხოვების ამბავი გაიგო, ყველამ ერთი კითხვა დამისვა: ის, პატარა მარიამი გათხოვდა? მარიამი ქართველი მაყურებლისთვის დღემდე იმ პატარა, ნიჭიერ და საყვარელ გოგონად რჩება, რომელმაც „ევროვიზიაზე” გვასახელა. 

 

მარიამ რომელაშვილი: ჩემს მეუღლეს გიორგი ჰქვია, დედა ჰყავს ქართველი და მამა – თურქი, თავისთავად‚ თურქული გვარი აქვს – ოზერი. 

გიორგი ოზერი: გიორგიდ ვარ მონათლული, ისე‚ ასიმ ოზერი მქვია. თუმცა‚ ყველა გიორგის მეძახის. ამჟამად ოჯახური ბიზნესით ვარ დაკავებული და იურიდიულზე ვაპირებ ჩაბარებას.

მარიამი: თეატრალურზეც უნდა ჩაბარება და ვფიქრობთ... თან‚ მონაცემები აქვს. იურისტობას ჯობია‚ მსახიობი იყოს, მე ძალიან გამიხარდება. ხელოვანი ადამიანია, ბავშვობიდან მღერის, სცენაზე დგას და გადაცემის წამყვანიც იყო.

გიორგი: ორივეს გეგმაში გვაქვს თურქეთში წასვლა, იქ მუსიკალური სტუდია მაქვს, ხმის ჩამწერი. მარიამის სწავლის გამო ჯერჯერობით გადავდეთ ეს საქმე. რომ ჩააბარებს‚ შემდეგ წავალთ. გვინდა, იქ ჩავწეროთ სიმღერები, კლიპები გადავიღოთ. თან, სტუდიაში ორი გერმანელი პროდიუსერი და ოცდაორკაციანი ჯგუფია, რომლებიც შენზე მუშაობენ.

მარიამი: რაც მთავარია, გიორგის ბიძა კომპოზიტორია, არაჩვეულებრივ სიმღერებს წერს. წესით‚ ყველაფერი კარგად უნდა აეწყოს. 2007 წელს, „ევროვიზიის” პერიოდში, იმდენად ვუყვარდი ხალხს, არ მინდა, სულ მოვშორდე ჩემს ქვეყანას. უბრალოდ‚ ბოლო პერიოდია‚ ისეთი დატვირთვით ვეღარ ვმეცადინეობ და ისევ უნდა დავიწყო. თან, შემოთავაზებაც მაქვს, რომ „ჯეოსტარში” მივიღო მონაწილეობა.

გიორგი: მეც მინდა, რომ „ჯეოსტარზე” გამოვიდეს. სახლში რომ მეცადინეობს, ან უბრალოდ მღერის, ეს ისე კარგად გამოსდის‚ ვფიქრობ, აუცილებლად გაიმარჯვებს. იყო პერიოდი‚ როცა თბილისში მეც  საკმაოდ ცნობილი ვიყავი. „პირველ სტერეოზე” საბავშვო ათეული მიმყავდა. ჯაბა ბოჯგუასთან ერთად დუეტიც ჩავწერე, „ჯუჯალარის” ვმღეროდით. ჯაბა ცუდად რომ გახდა‚ მეც დავანებე სიმღერას თავი. მაშინ გრძელი თმა მქონდა და ვიღაც ჟურნალისტებმა დამიწერეს: თურქი მომღერალი გოგონაო.

– როგორ გაიცანით ერთმანეთი?

მარიამი: გიორგი 4 წლის წინ გამაცნეს, „სკაიპში” მყავდა დამატებული და ველაპარაკებოდით ერთმანეთს. ამ ზამთარს მოუხშირა წერას, მელაპარაკებოდა. ჯერ დუეტი ჩავწეროთო, შემდეგ მობილურის ნომერი გამომართვა. ერთმანეთი მხოლოდ ერთხელ გვყავდა ნანახი, ისიც შორიდან. იმ პერიოდში გიორგისაც ჰყავდა შეყვარებული და მეც, თუმცა ამის საქმე უფრო სერიოზულად იყო, ვიდრე ჩემი. მე მეუბნებოდა ხოლმე: ცოლად არ მომყვება, რა გავაკეთოო, მეც ვარიგებდი.  რაღაც მიზეზის გამო, შეყვარებულს დავშორდი და ერთხელ, როდესაც გიორგიმ მომწერა: შეყვარებულს დავშორდიო, მეც ვუთხარი: მეც დავშორდი-მეთქი.

გიორგი: ვიფიქრე‚ უეჭველი, მოვწონვარ და იმიტომ დაშორდა შეყვარებულს-მეთქი. ამის მერე ვეუბნებოდი: ერთი გოგონა მომწონს, თან ისეთ რაღაცეებს ვწერდი, მიხვდებოდა, რომ მას ვგულისხმობდი. 3 თებერვალს ვუთხარი მარის‚ მიყვარხარ-მეთქი და მანაც მითხრა: მეც მიყვარხარო. 7 თებერვალს დაბადების დღე მქონდა, მარის ველოდებოდი.

მარიამი: ჯერ 6-ში ვნახე, მერე დაბადების დღეზე და ამ ორმა დღემ კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა. რამდენიმე დღეში მითხრა: მოდი, გავიპაროთ, ცოლად გამომყევიო. უარი ვუთხარი, ჯერ უნდა ჩავაბარო-მეთქი. 

გიორგი: 13 თებერვალს დამირეკა, ხვალ ჩემთან სახლში უნდა ჩამოხვიდე‚ გორშიო. 5 საათის მაგივრად, რვის ნახევარზე ჩავედი, გავიცანი მარის მშობლები. 

მარიამი: ამის მერე ყოველდღე ჩამოდიოდა ჩემთან, ბოლოს გადავწყვიტეთ‚ გავპარულიყავით. წინა ღამეს ჩვენთან დარჩა და მოვილაპარაკეთ, როგორ უნდა გავპარულიყავით. ერთმანეთზე სამი „ელასტიკი“ და სამი მაისური ჩავიცვი, დედაჩემს რამე რომ არ შეემჩნია. მშობლებს ვუთხარი‚ მასწავლებელთან მივდივარ, გიორგიმ უნდა გამაცილოს-მეთქი. 

გიორგი: 26 თებერვალს ვაპირებდით გაპარვას, დედამისს ვუთხარი: მარი უნდა მოვიყვანო ცოლად-მეთქი. არა‚ შვილო, ჯერ ისწავლოსო. მე ჩემი სათქმელი გითხარით-მეთქი და 27 თებერვალს გავიპარეთ. ჯვრის დაწერა გვინდოდა, მაგრამ მძიმე მარხვა იყო და ვერ დავიწერეთ. თბილისში როგორც კი ჩამოვედით, დამირეკა მარის დედამ: მარი, სახლში არ არისო. არ ვიცი სად არის-მეთქი. 

მარიამი: გიორგის უფროს მეგობართან წავედით სახლში, თან ჩვენი მეგობრებიც გვახლდნენ. დარეკა დედაჩემმა, სანზონაში ვარ და გამოდითო. უნდა გენახა, როგორ გავვარდით, თან ვიფიქრეთ: სახლში, რომ შევხვდეთ‚ იჩხუბებს, ჩემს დატოვებას მოინდომებს, ამიტომ „ხინკლის სახლში” დავიბარეთ. სანამ მოვიდოდა‚ ყველანი ვკანკალებდით, ბოლოს დედაჩემის მძღოლმა გადაგვარჩინა: რა აზრი აქვს წაყვანას, ერთმანეთი უყვართ და ისევ გაიპარებიანო. მამა მოგვიანებით შემოგვირიგდა. 

გიორგი: თავიდან არავინ დაიჯერა, რომ მარი გათხოვდა, არც ჩემი დანიშვნა სჯეროდათ. ამ დროს ჩემები უცხოეთში იყვნენ. ბებიას რომ დავურეკე‚ სავაჭრო ცენტრში‚ მეხუთე სართულზე იყო და გული წაუვიდა, ტელეფონი გაუვარდა ხელიდან. დედაჩემმა, რომ გაიგო‚ ვინ მოვიყვანე ცოლად, მერე კარგად მიიღო. 

მარიამი: ყველაზე დიდი პლუსი‚ რაც გიორგის აქვს და რითიც გული გამითბო, ის არის, რომ ძალიან თბილი ადამიანია, უზომოდ მოსიყვარულე და ამით მომხიბლა. მალე 18 წლის ვხდები, ჯვრისწერის დროს მღვდელმა დედაჩემს ჰკითხა: თანახმა ხარ თუ არაო. ეს, უბრალოდ, ჯვრისწერა იყო, ამიტომ მეცვა ლურჯი კაბა. სექტემბერში ვაპირებთ დიდი ქორწილის გადახდას, მაშინ კი თეთრ კაბას ჩავიცვამ. 

– საკმაოდ პატარები ხართ, არ ფიქრობთ, რომ ოჯახის შექმნა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს? 

გიორგი: ჩემი სიდედრიც მეუბნებოდა: პატარა ხარ, აცადეო, მაგრამ ჩემი დევიზი იყო: სამაგიეროდ, ჭკუით დიდი ვარ-მეთქი.

მარიამი: მარტო კი ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენ გარშემო ბევრი ადამიანია, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ, ყველანაირად გვიწყობენ ხელს. 

გიორგი: ჩვენი გეგმებია: მარი გავიდეს „ჯეოსტარზე” და გვყავდეს 4 ბიჭი და არც ერთი გოგო. 

 

 

скачать dle 11.3