კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაანახვა ჯერ კიდევ ბავშვობაში ნიკა გვახარიას ბიძამ, გოგი გვახარიამ და ვის მოსწონს მექსიკაში ყველაზე მეტად მისი მუსიკა

 

DJ Derek Bo – იგივე ნიკა გვახარია (პროდიუსერი, პიანისტი, დიჯეი, გიტარისტი, ვოკალისტი) დღეს მადრიდში ერთ-ერთი წარმატებული დიჯეია და საუკეთესო კლუბებში უკრავს. ჯერჯერობით საქართველოში ჩამოსვლა, რომელიმე კლუბში დაკვრა, არ შედის მის გეგმებში, თუმცა შემოთავაზების შემთხვევაში, სიამოვნებით გააკეთებს ამას. მანამდე კი ნიკას გემოვნებიანი, სასიამოვნო ტრეკების მოსმენა შეგიძლიათ საიტზე soundcloud.com/derek-bo მუსიკასთან მისი შეხება 7 წლის ასაკში დაიწყო – ნიჭიერთა ათწლედში ფორტეპიანოს განხრით, დიდ პიანისტობასაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, როგორც თავად ამბობს, პიანისტის ნატურა არასდროს ყოფილა. მაგრამ, დღემდე უკრავს და ცდილობს, ტექნიკა არ დაკარგოს. 14 წლის ასაკში მექსიკაში, გადავიდა საცხოვრებლად. დღეს კი მადრიდში ცხოვრობს. მისთვის ყველაზე კარგი „ნარკოტიკი“ რამდენიმე ჭიქა ვისკი ან რომი და გოგონებია. ჯანსაღი ცხოვრების სტილით სიამოვნებას იღებს და ალბათ, ამიტომ, მადრიდის ცენტრში დიდხანს ცხოვრების შემდეგ, როგორც თავად მითხრა, მადრიდის „წყნეთში“ გადაბარგდა. იქ საკუთარ სტუდიაში მუსიკას წერს, მუშაობს და დადებით ემოციებს, ენერგიას ბუნებასთან ურთიერთობით იღებს. ახლო მომავალში ნიკას ვებ-საიტიც იქნება მზად, სადაც მისი შემოქმედების გარდა, მისი ბლოგიც განთავსდება, რომლის დახმარებითაც, ნიკა დიჯეობის, მუსიკის დაწერის მსურველებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს. ნიკას დამთავრებული აქვს სენტ ლუისის უნივერსიტეტი (მადრიდის ფილიალი), ერთი წელი სწავლობდა მეხიკოში ბერკლის ფილიალში. ასევე ბარსელონას პრესტიჟულ სკოლაში (Microfusa) აღებული აქვს ორი სერტიფიკატი (პროფესიონალი დიჯეი და ელექტრონული მუსიკის პროდაქშენი).

ნიკა გვახარია: ამჟამად რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ, ჩემი სოლო პროექტი არის ლაუნჯმუსიკა. გარდა ამისა, ვარ დიჯეიც და დიჯეობას მოჰყვება, სხვა სტილის, კომერციული მუსიკის კეთება. შესაბამისად, ვთანამშრომლობ ესპანელ პროდიუსერებთან, დიჯეებთან, მომღერლებთან. მირეკავენ, მთხოვენ: ტექსტი დავწერო სიმღერისთვის, მუსიკა, ჰარმონიები... ბოლო პერიოდში დაახლოებით 10 „კოლაბორაიშენი” მქონდა. ვითანამშრომლე ერთ-ერთ პროდიუსერთან, რომელიც ასევე ძალიან ცნობილი დიჯეია. 15 წელია, უკრავს, რადიოში აქვს გადაცემა, მაგრამ არ ეხერხება მელოდიების, ჰარმონიების წერა. ასევე არიან პროდიუსერები, რომლებსაც სურთ, თავისი სიმღერა უფრო მელოდიური გახადონ და სჭირდებათ ჩემი რჩევები. შემიძლია ვთქვა, რომ როგორც პროდიუსერმა პროფესიონალურ დონეს ახლა მივაღწიე, ამიტომ, სანამ რაღაც პროდუქტი არ მექნება ჩაწერილი, არავინ გადამიხდის. 20-მდე სიმღერა მაქვს დაწერილი და უკვე ექვსზე მეტი ლეიბლი, თან, სხვადასხვა ქვეყნებიდან ამ ტრეკების გამოშვებით დაინტერესდნენ, ერთ ლეიბლს უნდა ალბომი გამოუშვას, მეორეს – ცალკე სიმღერები. მაგრამ ჯერ ყველა სიმღერა უნდა დავამთავრო, მივიღო ის შედეგი, რაც მინდა. შემდეგ უფრო მეტ ლეიბლს მოვძებნი და ვისგანაც უკეთესი შემოთავაზება მექნება, იმას დავთანხმდები. ამიტომაც, ჯერ არ ვჩქარობ ალბომის გამოშვებას. მირჩევნია, ბოლომდე დავხვეწო და მივცე ის საუნდი, რაც სჭირდება.

DJ Derek Bo – მადრიდის ღამის კლუბების ერთ-ერთი საუკეთესო დიჯეი

როდესაც ხალხისთვის უკრავ, მთავარია, მათ შეეწყო, მათ ენერგიას აჰყვე. ჩემი ფასი სწორედ ის არის, რომ შემიძლია, ხალხი ავიყოლიო ჩემი მუსიკით. მადრიდის საუკეთესო კლუბებში დამიკრავს. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ჩემმა ნაცნობმა თავის პატარა ბარში კლუბი გახსნა. მე 18 წლიდან მაქვს აპარატურა, დიჯეობა ვიცოდი, მივედი ამ ბიჭთან და დავიწყე კლუბში უფასოდ დაკვრა. 5 თვე ვუკრავდი, ხალხი მოდიოდა სხვადასხვა ადგილებიდან, უნივერსიტეტებიდან. ხმა გავარდა: კარგი დიჯეი უკრავსო, მეგობრებმაც ცოტა გამაფიარეს. ერთ დღეს ჩემს მოსასმენად  ერთ-ერთი პრომოუტერი მოვიდა, დაინახა, როგორ ვიზიდავდი პუბლიკას, მოეწონა ჩემი მუსიკა და მითხრა, წამოდი, წესიერ კლუბში დაგაყენებო და გადამიყვანა დიდ კლუბში. მალე ძალიან კარგი კლუბის „მომა“ რეზიდენტი გავხდი. ხალხი რომ გავიცანი, მომისმინეს, უკვე წამოვიდა შემოთავაზებები. მადრიდში ერიკა ბადუს ჰქონდა კონცერტი, „ავთერ ფართი” კი იმ კლუბში გააკეთა, სადაც მე ვუკრავდი. ერიკა დიჯეიც არის და იმ ღამეს გამიქსა იქ, სადაც მე ვმიქსავდი. მეც იქვე ვიდექი, მისი პროდიუსერიც გავიცანი. მადრიდის „პაჩაში“, რომელსაც თავისი ქსელები აქვს იბიცაზე, ნიუ-იორკში, ორი წელი ვიყავი რეზიდენტი. ახლა ვუკრავ „შოკოში“. მაგრამ, ამ სეზონზე შაბათობით „შოკოში“ ვიქნები რეზიდენტი, ხოლო პარასკევს – „პაჩაში“. „პაჩაში“, ძირითადად, უფრო ფულიანი ხალხი დადის. მაგალითად, „რეალ-მადრიდის“ ფეხბურთელებს, როცა, რაღაც სიმღერა უნდათ, შენ უნდა დაუკრა. რა თქმა უნდა, ეს ძირითადად, კომერციული პაპსაა. თუ დარბაზის დირექტორი მოდის და გთხოვს, უნდა ჩასვა ასეთი სიმღერაც. ასეთ კლუბებში დაკვრა ყველაზე რთულია, არ იცი, იმ დღეს როგორი პუბლიკა გეყოლება. გარდა იმისა, რომ მუსიკა უნდა გესმოდეს, უნდა გათვალო, როდის რა „გაუსწორდებათ“, ახლა რაზე იცეკვებენ. მოკლედ, ყველაფერი უნდა გათვალო. სანამ „პაჩაში“ დავიწყებდი დაკვრას, იქ რეზიდენტი დიჯეის სანახავად მივდიოდი. ვმეგობრობდით და ხანდახან დამაკვრევინებდა ხოლმე. ერთი-ორჯერ ვერ შეძლო მისვლა და მე მთხოვა, დამეკრა. კლუბში ყოველ ღამე ადგენენ სტატისტიკას: იმ ღამეს რამდენი ფული გაკეთდა. აღმოჩნდა, რომ როცა მე ვუკრავდი, უფრო მეტი ფული კეთდებოდა, ვიდრე მანამდე. მერე დღეები შეცვალეს, ის დააყენეს შაბათს, მე – პარასკევს, მაგრამ სალაროში ისევ გაგრძელდა ცვლილება. ბოლოს ამიყვანეს და გავხდი რეზიდენტი. რადგან კლუბებისთვის მთავარია, რამდენი ფული კეთდება, რამდენი ხალხი ცეკვავს შენს მუსიკაზე. ერთ-ერთ კლუბში, სადაც ვუკრავდი, სტუმრად ალმადოვარი მოვიდა, ის ხშირად არ დადის კლუბებში, მაგრამ იმ ღამეს იქ იყო, რადგან საკმაოდ ცნობილი კლუბია. რაც მთავარია, კლუბის ხელმძღვანელები არტისტული ხალხი აღმოჩნდა და სრულ თავისუფლებას მაძლევდნენ, ჩემს ტრეკებში ექსპერიმენტები მეკეთებინა. იმ საღამოს თან ვმიქსავდი და თან, იმპროვიზაცია დავასრულე პიანინოსა და გიტარაზე, ხალხი გაგიჟდა. წარმოიდგინე: დგას დიჯეი, მიქსავს, თან პიანინოზეც უკრავს და გიტარაზეც. მესმის თანამედროვე ელექტრონული მუსიკა, ვიცი, რა არის პიანინო, გიტარისტმა როგორ დაუკრას და მომღერალმა როგორ იმღეროს და ამ ყველაფრის გაერთიანებაა ჩემს ნოუ ჰაუში. საკუთარი თავის კმაყოფილი ვარ, მომწონს ჩემი მუსიკა, ვუსმენ და კარგ ეფექტს მაძლევს.

ოჯახი

ჩემს ბავშვობას რომ ვუყურებ, შემდეგ მექსიკაში მამასთან გატარებულ წლებს, კარგის მეტი არაფერი მახსენდება. თუმცა, ის ტკივილი, რაც 90-იან წლებში იყო, დღემდე დევს ჩემში. ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მასწავლა ბებიამ, ბაბუამ, მამამ, გოგიმ. ჩემს აღზრდაში ყველას დიდი წვლილი მიუძღვის. გოგიმ დამანახვა, რომ არსებობს სამყარო, სადაც შეგიძლია იცხოვრო, აკეთო ის, რაც გიყვარს და კარგად იყო. პატარა რომ ვიყავი, ჩემთვის პიკი იყო იმის დანახვა, თუ როგორი რეჟიმი ჰქონდა გოგის: იყო დღეები, როცა იღვიძებდა შუადღეს, იძინებდა ძალიან გვიან და ვფიქრობდი: რა მაგრად ცხოვრობს-მეთქი. მან დამანახვა ის, რომ შემიძლია ვაკეთო, რაც მიყვარს. ამისთვის კი არ არის აუცილებელი, დილის 9 საათზე ავდგე და ყველაფერი დალაგებული მქონდეს. მას ჩემთან ყოველთვის ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა: რაც მოსწონს – მეუბნება, რაც არა – იმასაც მეუბნება, რაც მოსაყოლია – მიყვება. ჩემი მუსიკაც მოსწონს, განსაკუთრებით ის, რასაც თავიდან ვწერდი. ორკესტრული მუსიკით დავიწყე, ამბობდა, კინომუსიკაა, როგორ გააკეთეო. ჩემი დიდი ფანი არ არის, ყოველდღე არ დამდევს: გამომიგზავნე, რა დაწერეო, მაგრამ ვიცი, რომ მოსწონს. ყველაზე მეტად ჩემი მუსიკა ჩემს ოჯახს მოსწონს, რომელიც მექსიკაში ცხოვრობს: მამა, ორი ძმა და ერთი და. მათი მხრიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ.  ჩემი 18 წლის ძმა, გიორგი არის ფენომენი. ჩიკაგოს უნივერსიტეტში სტიპენდიით სწავლობს, თან ჯერ მხოლოდ ერთი წელია და უკვე ორგანიზება გაუკეთა სამიტს, რომელზეც მექსიკის ექსპრეზიდენტი ჩაიყვანა ჩიკაგოში. ასევე, ცურვაში მექსიკის რეკორდი აქვს მოხსნილი. მაგრამ მასზე უფრო მაგარი, ჩემი დაა, ნატი 16 წლისაა და როგორც მექსიკის პოტენციურად ყველაზე კარგ მოცურავეს, რამდენიმე პრემია აქვს აღებული. მექსიკაში მესამე საუკეთესო ქალი მოცურავეა, სერიოზული მომავალი აქვს. მეორე ძმა, სანდროც მოცურავეა, მაგრამ მათსავით დიდი წარმატებები არ აქვს. სამაგიეროდ, კოლორიტი ბავშვია.

ივენთები

გარდა კლუბებისა, რამდენიმე სერიოზულ ივენთზე დამიკრავს. მადრიდში არის არქიტექტორი ხავიერ ტორესი, რომელიც ცნობილი ხალხის არქიტექტორია, ულტრათანამედროვე, ვიაიპი სახლებს აპროექტებს. მე მისი რამდენიმე სახლის გახსნის საღამოზე მიმიწვიეს. გარდა იმისა, რომ მე დიჯეი ვარ, თან პროდიუსერიც ხომ ვარ, ამიტომ, ასეთ დროს მთლიანად მე ვაგვარებ მუსიკალურ მხარეს: მიმყავს მომღერალი, საქსოფონისტი... ასე მეც დიდ გამოცდილებას ვიღებ, როგორც პროდიუსერი. ღონისძიებას ორგანიზებას უკეთებდა „მაზერატი“. მიდიოდი შენი მანქანით, უკან „მაზერატი“ მოგყვებოდა. აჩერებდი სახლთან, ცოტა მოშორებით, შემდეგ ჯდებოდი „მაზერატში“ და ასე მიდიოდი საღამოზე. უკანა გზაზეც იგივე ხდებოდა. ერთ საღამოს დამპატიჟეს საუდის არაბეთის პრინცესას საღამოზე. საუდის არაბეთის მეფეს ჰყავს ბევრი შვილი. ყველა შვილი პრინცია და ეს პრინცები ასევე სხვა ქვეყნის ელჩები არიან. მე დავუკარი იმ პრინცის შვილის ფართიზე, რომელიც ესპანეთის ელჩია. შესაბამისად, მისი შვილიც პრინცესაა. პუბლიკა იყო განსხვავებული: დიდი სახლი, სულ გოგონები, მათი დაცვა და მე. ჩემი კაბინა მეორე სართულის აივანზე იყო მოწყობილი და იქიდან გადმოვყურებდი მათ. თან, გვერდით ორი დაცვა მედგა. საბოლოოდ, მეც კარგად გავერთე და ისინიც.

 

 

скачать dle 11.3