კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ქსენია სობჩაკის პროექტის პროდიუსერი კატია კოტრიკაძის ქმარი და როგორ „აცდუნეს” ის თბილისის აეროპორტში

ტელეკომპანია „პიკის” ტელეწამყვანი კატია კოტრიკაძე ცოტა ხნის წინ ცნობილ რუს ტელეპროდიუსერზე დაქორწინდა. მისი რჩეული ქსენია სობჩაკის თოქ-შოუს პროდიუსერი იგორ კუროპტევია,  რომელმაც კატიას ცხოვრება გაცნობიდან რეკორდულ დროში – 2 თვეში შეცვალა.  მოსკოვში დაწყებული რომანი სიღნაღში  ხელისმოწერით დასრულდა – კატია და იგორი თაფლობის თვეს თბილისში ატარებენ და ახალი ცხოვრების სამზადისში არიან. მით უფრო იგორი, რომელმაც მოსკოვში ტელეკარიერა მიატოვა  და  მისთვის უცხო ქვეყანაში, ქალაქში გადმობარგების გადაწყვეტილება  უყოყმანოდ მიიღო.  

 

კატია: მე და იგორმა ერთმანეთი ორი  თვის წინ გავიცანით. გადაღებისთვის ჩავედი მოსკოვში და იგორს საქმიან ვითარებაში შევხვდი. ჩემმა კოლეგამ, მატვეი განაპოლსკიმ მას ჩემთვის სტუმრების მოძიება სთხოვა. იგორს  რუსულ ტელეპროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება და  პირადი კონტაქტები აქვს. მისთვის ჩემი დახმარება  პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. ასე მოხდა ჩვენი გაცნობა, რაც ძალიან მალე სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდა. პირველი პაემანი გაცნობიდან ორ დღეში შედგა. თბილისში გამოფრენის წინა დღეს იგორმა ძალიან რომანტიკული  საღამო  მომიწყო. თავიდანვე  ძალიან იაქტიურა, ორ თვეში  თბილისში სამჯერ ჩამოვიდა. მეოთხე ჩამოსვლისას, მოსკოვში ბრუნდებოდა, როცა აეროპორტში მიყიდა უბრალო, ვერცხლის ბეჭედი და ცოლობა იქვე, აეროპორტში შემომთავაზა. როგორ გავუძლებდი ამ ცდუნებას? 

– იგორი საკმაოდ  ორიგინალური ადამიანი ყოფილა.  

– კი, სიურპრიზებით სავსე ადამიანია, ერთმანეთისგან შორს ვიყავით, მაგრამ მაინც ახერხებდა ძალიან ორიგინალური და რომანტიკული ყოფილიყო. სამსახურში მხვდებოდა ლამაზი თაიგულები, ფოიერვერკები. მოკლედ, ეს ორი თვე ძალიან ლამაზი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. იგორი მოსკოვში გაზრდილი რუსი ებრაელია, ბაბუა სომეხი ჰყავს, რაღაცნაირად მაინც კავკასიური, ჩვენი  ქართული ხასიათი აქვს,  მრავალფეროვანი, ხანდახან ცოტა მძიმეც (იცინის). ის ძალიან მზრუნველი და თბილი ადამიანია, ურთიერთობებში არ დაგძაბავს, ალბათ, ამიტომაცაა, რომ გადაწყვეტილება ასე სწრაფად მივიღე.  28 წლის გავხდი და მეგონა, გათხოვების არანაირი პერსპექტივა აღარ მქონდა. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ამას არც ვაპირებდი, მაგრამ იგორმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.  არც მქონია იმის განცდა, რომ ცხოვრება შევიცვალე  და რადიკალური  გადაწყვეტილება მივიღე. დიდხანს ფიქრის არც სურვილი მქონდა და არც საშუალება, ისე წავედი მასთან ერთად სიღნაღში და ისე მოვაწერეთ ხელი. ძალიან სპონტანურად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მხოლოდ მეჯვარეები გვყავდა და ჩემი ახლო მეგობრები.

– იგორს აქ არავინ ჰყავს,  ვინ იყო მისი მეჯვარე? 

– იგორის მეჯვარე იყო ალეკო ფარულავა, მან და ლევან გახელაძემ დაუმშვენეს გვერდი იგორს და ცერემონიალის ორგანიზებაშიც დიდი წვლილი შეიტანეს.    

 იგორი: ოო, მომეწონა თქვენი სიღნაღი, პატარა ევროპულ ქალაქს ჰგავს, ძალიან ლამაზია.  იქიდან მოჩანდა მდინარის ულამაზესი ხეობა, მერე რესტორანში დავჯექით. ისეთი გემრიელი საჭმელები იყო, იმ რამდენიმე საათში ყველაფერს მუსრი გავავლე. სიღნაღში ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ ხელს რომ ვაწერდი, მუხლები  მიკანკალებდა (იცინის). 

კატია: მეც მიკანკალებდა, ხელის მოწერის მომენტში, მივხვდი, რომ ძალიან ვღელავდი.

– იგორ, ეს თქვენთვის პირველი ქორწინებაა?

იგორი: კი, პირველი და უკანასკნელი. მატვეიმ კი მითხრა, ყველა მამაკაცი ხელის მოწერის დროს  ამას ამბობსო, მაგრამ, მგონი, ეს ჩემზე არაა (იცინის). არ ვიცი, როგორია ოჯახური ცხოვრება, მაგრამ, ალბათ, საინტერესო უნდა იყოს. ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს ხასიათით, ემოციებით. კატია დიდი მეოჯახე არაა, მაგრამ არც ესაა პრობლემა. ეს რომ სახლს დაალაგებს, მე ჭურჭელს დავრეცხავ და ასე ავეწყობით. 

– იგორ, როგორც ვიცი, კატიას გამო მოსკოვში ყველაფერი მიატოვე და აქ გადაწყვიტე ცხოვრება. ასე იოლად შეელიე იქ ყველაფერს?

– აქ კატიასთან ჩამოვედი, მან არჩევანიც კი არ დამიტოვა, ისე დავრჩი თბილისში.  მომწონს აქ კატიასთან ერთად ცხოვრება. მოსკოვში ჩემი საქმეები კარგად მიდიოდა, დიდი ხანია რაც ამ  სფეროში ვტრიალებ, რადიო, ტელეპროექტები,  მაგრამ გადავწყვიტე, ამ ყველაფერზე უარი ვთქვა და თბილისში გადმოვიდე.  დავიტოვებ მხოლოდ ქსენია სობჩაკის თოქ-შოუს, რომელიც „პიკისთვის” მომზადდება, სხვაგანაც რომ დავრჩე,  ყოველ კვირა თბილისსა და მოსკოვს შორის  მომიწევს ფრენა. ეს კი    არ შემიძლია, აქ მირჩევნია ცხოვრება.  ჯერ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ვიცხოვრებ თბილისში, რას გავაკეთებ, მაგრამ არა უშავს, ვიქნები. ჯერ სასტუმროში ვცხოვრობთ, მალე ბინას დავიქირავებთ და იქ გადავალთ. ნელ-ნელა ყველაფერში გავერკვევი, ბოლოს და ბოლოს, მოვიწყობ რუსულ არხებს, დავჯდები და ვუყურებ, თუმცა ტელევიზორის ყურება მაინცდამაინც არ მიყვარს.   მაქვს ისეთი მატერიალური  ბაზა, რომ ცოტა ხანს უმუშევრად ყოფნა ასე საშინელი არ  უნდა იყოს.      

კატია: იგორი არაა ის ადამიანი, რომელიც სახლში დაჯდება, ზუსტად ვიცი, რომ რაღაც საქმეს მოძებნის. ის ძალიან წარმატებული, ძლიერი ადამიანია და უსაქმოდ ვერ გაძლებს. ჯერ  სამომავლო გეგმები არ გვაქვს, ბედს ვართ მინდობილები, მაგრამ  მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 

– მოსწონს თბილისში ცხოვრება?

– კი, მოსწონს აქაურობა, თუმცა ბევრ რამეში ჯერ ვერ გარკვეულა. მაგალითად, ვერ გაიგო და გაოცებულია, თუ  რატომ უნდა ელოდოს სუფრასთან თამადას, რომელიც  სადღეგრძელოს ამბობს ან შემდეგ კიდევ ას კაცს, რომელიც თამადის მერე თავის სადღეგრძელოს იტყვის (იცინის). იგორს ძალიან მოეწონა  ჩვენი  კულტურა, ბუნება,  სიმღერა,  ადამიანები. განსაკუთრებით  ქართველი გოგონები მოსწონს, რაც ჯერჯერობით არ მაღელვებს (იცინის).

იგორი: საქართველოში ძალიან ლამაზი გოგონები არიან,  სამაგიეროდ, არ მომწონს ქართველი მამაკაცები,  უხეშები არიან,  „ზლიე“.  მგონი, ჩემი ასეთი შეფასების გამო, არც მათ არ უნდა მოვწონდე.  ადრე ქართველებთან ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია. ვიცნობდი მხოლოდ ორ ქართველს – რეზო გიგინეიშვილსა და  მატვეი განაპოლსკის ცოლს, თამარს. ჩემი წარმოდგენა ამ ქვეყანაზე მათთან იყო დაკავშირებული.   წრე, რომელშიც მე ვტრიალებდი, ძირითადად, რუსების, ებრაელებისა და სომხებისგან შედგებოდა. მამაჩემი ებრაელია, დიდი ხანია, რაც ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. ბაბუა სომეხი მყავს, ატომური სისხლი მაქვს, ფეთქებადსაშიში (იცინის). 

– კატია, იგორი არ შეეცადა შენს გადაბირებას მოსკოვში?

კატია: პირიქით, მგონი, მე გადმოვიბირე (იცინის). მისგან  მცდელობაც არ ყოფილა,  ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ამ ადამიანს ძალიან ვაფასებ. ბაბუაჩემს სულ ეშინია, რომ  იგორი მოსკოვში წამიყვანს. ამიტომაც, ჯერ მისი გული ვერ მოიგო. სულ ვუხსნი, რომ არსად არ მივყავარ, მაგრამ ჯერ ვერ დავაჯერე, რომ იგორი აქ იცხოვრებს.  მე ვიცი, როგორი რთული იქნება მისთვის აქ ცხოვრება – არ იცის ენა, არ ჰყავს ახლობლები, არ იცნობს არავის. ობიექტურად, ჩემთვის ბევრად მარტივი იქნებოდა მოსკოვში გადასვლა. იქ დიდხანს ვცხოვრობდი, უამრავი ახლობელი და ნათესავი მყავს, მაქვს საქმიანი კავშირებიც და არ გამიჭირდებოდა იქ კარიერის გაგრძელება. იგორმა ზუსტად იგრძნო, რომ ჩემთვის  მნიშვნელოვანია აქ ცხოვრება, აქ ყოფნა, და მან გაიღო მსხვერპლი.

–  სარწმუნოებრივი განსხვავება ხელს არ შეგიშლით ჯვრისწერისას? იგორ, ამ მსხვერპლისთვისაც ხომ არ ხართ მზად?

იგორი: მოსკოვში ვარ დაბადებული და გაზრდილი. საკუთარი თავი მართლმადიდებლად უფრო მიმაჩნია, ვიდრე  თორას მიმდევრად. არ ვარ ამ მხრივ  სარწმუნოებაში ძალიან გადავარდნილი, რომ ეს ჩვენთვის პრობლემა იყოს. ჯვრისწერა მხიარული და ლამაზი  რიტუალია, თან ვიცი, რომ ქართული ჯვრისწერა, ძალიან ორიგინალური და საინტერესოა, რატომაც არა?    

– ქორწილი როდის გექნებათ?

კატია: ქორწილი გვექნება ზაფხულში. ეს უკვე აღარ იქნება ისე სპონტანურად, როგორც ხელის მოწერა იყო. ქორწილი  იქნება ქართული ტრადიციული, თეთრი კაბით და ბევრი სტუმრით. ჯვარს, ალბათ, ანჩისხატის ეკლესიაში დავიწერთ. კაბა შევარჩიე ვერა ვონგის კოლექციიდან. მინდა, რეტრო მანქანა, ფოიერვერკი, ბევრი ყვავილი და დიდი საქორწინო ტორტი.  ბავშვობიდან ვოცნებობდი პრინცესას როლზე. ეს ოცნება, ალბათ, ივლისში ამიხდება (იცინის).  

 

 

скачать dle 11.3