კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: ზეპირი ფორმით გავურიგდი მეზობელს, რომ შევუსრულებდი ბინის სარემონტო სამუშაოებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, კერძოდ, ჩემი შრომის საზღაური დღეში შეადგენს 50 ლარს. მაინტერესებს, რა დროიდან უნდა დაიწყოს ჩემი შრომის ანაზღაურება?

პასუხი:  გაცნობებთ, რომ შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, თქვენი შრომის ანაზღაურება დაიწყება თქვენ მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივი დაწყების მომენტიდან.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა უფლებები გააჩნია გამომძიებელს სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს?

პასუხი: გამომძიებელი უფლებამოსილია: ჩაატაროს კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება, გარდა იმ მოქმედებისა, რომლის ჩატარებაც პროკურორის კომპეტენციაა; შესაბამის ორგანოს მისცეს წერილობითი მითითება დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილზე მიყვანის შესახებ; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების, აგრეთვე, რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმების ჩატარება და დოკუმენტის წარდგენა; მოიწვიოს თარჯიმანი, ექსპერტი, ამოსაცნობი პირი; მისი მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საჩივარი და სისხლის სამართლის საქმის მასალები საპროცესო ხელმძღვანელ  პროკურორს ან სასამართლოს; სხვა გამომძიებლისთვის საგამოძიებო დავალების მიცემის თხოვნით მიმართოს საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორს; სისხლის სამართლის საქმის აღდგენის მიზნით, წერილობით მიმართოს შესაბამის ორგანოს ან დაწესებულებას საჭირო მასალების ან ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით, აგრეთვე, სრული მოცულობით ჩაატაროს საპროცესო მოქმედებები.

კითხვა: მაინტერესებს, სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებისას, შესაძლებელია თუ არა ნებისმიერ შემთხვევაში უძრავი ქონების შეტანა და აქვს თუ არა ბრალდებულის გარდა სხვა პირს გირაოს შეტანის უფლება?

პასუხი:  გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსთვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით, ბრალდებულის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.

კითხვა: სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შემეფარდა გირაო და, ამასთან ერთად, სასამართლომ ამიკრძალა საღამოს 9 საათის შემდეგ ქუჩაში გამოსვლა. გთხოვთ, განმიმარტოთ, აქვს თუ არა სასამართლოს ბრალდებულისთვის ამგვარი ვალდებულების დაკისრების უფლება?

პასუხი:  გაცნობებთ, რომ აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად, ბრალდებულის მიმართ შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს: პირის ვალდებულება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე გამოცხადდეს სასამართლოში; გარკვეული საქმიანობისა თუ პროფესიის განხორციელების აკრძალვა; სასამართლოში, პოლიციაში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში ყოველდღიურად ან სხვა პერიოდულობით გამოცხადებისა და ანგარიშგების ვალდებულება; სასამართლოს მიერ დანიშნული უწყების ზედამხედველობა; ელექტრონული მონიტორინგი; ვალდებულება გარკვეულ ადგილას ყოფნისა გარკვეულ საათებში ან უამისოდ; გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვა; აკრძალვა გარკვეულ პირებთან შეხვედრისა სპეციალური ნებართვის გარეშე; პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება; სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მისაღწევად. 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, არის თუ არა მსჯავრდებულის მიმღები  სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებული მსჯავრდებულის მიღებისას გააცნოს მსჯავრდებულს მისი უფლებები და მოვალეობები?  

პასუხი:  გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულს მიმღებმა  სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა გააცნოს მისი უფლებები და მის მიმართ მოსამსახურეთა მოპყრობის წესები, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესები, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნები. ამასთან, მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღება ხორციელდება სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ დებულებით დადგენილი წესით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა ნიშნების, თუ თვისებების მიხედვით ხდება მსჯავრდებულთა განცალკევებით განთავსება და რა კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ პირებს ათავსებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ცალკე?

პასუხი:  გაცნობებთ, რომ, საქართველოს „პატიმრობის კოდექსის“ მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, განცალკევებით ათავსებენ: ქალებს; არასრულწლოვნებს; პირველად მსჯავრდებულებს;  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით/მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე/დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილ პირებს; პირებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას წარსული სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე; განსაკუთრებით საშიშ პირებს, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა და მის გარშემო მყოფთა უსაფრთხოებას. ასევე, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სამკურნალო განყოფილებაში განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს. 

კითხვა: სამოგზაუროდ წასვლის მიზნით გავაფორმე ხელშეკრულება, მაგრამ ვერ შევძელი სამოგზაუროდ წასვლა და ჩემ ნაცვლად ჩავსვი ჩემი არასრულწლოვანი ნათესავი. ტურისტულმა ფირმამ უარი განმიცხადა არასრულწლოვანი პირის სამოგზაუროდ წაყვანაზე ან გაზრდილი რისკის გამო მოითხოვა თანხის დამატება. გთხოვთ, მაცნობოთ, კანონიერია თუ არა ტურისტული ფირმის მოქმედება?  

პასუხი:  გაცნობებთ, რომ ტურისტული ფირმის მოქმედება კანონიერია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობის დაწყებამდე ტურისტს შეუძლია, მოითხოვოს მის ნაცვლად მოგზაურობაში მესამე პირის მონაწილეობა, მოგზაურობის მომწყობს შეუძლია, უარი განაცხადოს მესამე პირის მონაწილეობაზე, თუ იგი არ აკმაყოფილებს მოგზაურობისთვის აუცილებელ პირობებს. მოგზაურობის მომწყობს ასევე შეუძლია, მოსთხოვოს ტურისტს იმ დამატებითი ხარჯების ანაზღაურება, რაც მოგზაურობაში მესამე პირის მონაწილეობამ გამოიწვია.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, აქვს თუ არა მშობლის უფლებაჩამორთმეული  პირის მემკვიდრეს მემკვიდრეობის მიღების უფლება?

პასუხი:  გაცნობებთ, რომ, პირი, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება, კარგავს ნათესაობაზე დამყარებულ ყველა უფლებას იმ შვილთან ურთიერთობაში, რომლის მიმართაც მას ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება და მოვალეობა. შვილი, რომლის მშობელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება და მოვალეობა, ინარჩუნებს ამ მშობლის მიმართ ნათესაობიდან გამომდინარე ქონებრივ უფლებებს, მათ შორის, მემკვიდრეობის მიღების უფლებას. 

კითხვა: მაინტერესებს, როგორ ხდება ვალის გადაკისრება და რა სამართლებრივ შედეგებთანაა ეს დაკავშირებული?

პასუხი:  ვალის გადაკისრება ხდება მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით. ამ დროს ვალს თავის თავზე იღებს მესამე პირი. ასეთ შემთხვევაში, მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს, რასაც ვალის გადაკისრება ეწოდება. ვალის გადაკისრებისას თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმდნენ მესამე პირი და მოვალე, მაშინ გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზე.

 

скачать dle 11.3