კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: ახალი ნაყიდი მყავს ავტომობილი და ვისაც ვკითხე, ყველა სხვადასხვა რამეს მირჩევს,  თუ რა ინტენსივობით გამოვცვალო ძრავაში ზეთი. მაინტერესებს, რამდენ ხანშია რეკომენდებული ძრავაში ზეთის შეცვლა? 

პასუხი: მწარმოებლები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ზეთი ყოველ გავლილ ათი ათას კილომეტრზე შეიცვალოს, მაგრამ რეალურად, ეს ძალიან ბევრია. ხუთ-ექვს ათასზე გამოცვლაა ნორმალური. მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნის პირობებში, რომელიც საკმაოდ მტვრიანია. თან, აუცილებლად მაღალტექნოლოგიურად დამუშავებული, ანუ სინთეტიკური ან ნახევრად სინთეტიკური ზეთი უნდა მოიხმაროთ. თუ მანქანა უკვე ძველია, ორასი ათასი ან მეტი აქვს გავლილი, შესაბამისად, 5-6 ათასზე ნორმალური კი არა, აუცილებელიც კია ზეთის შეცვლა. მართალია, ამ დროს ძრავა უკვე იწყებს ზეთის ჭამას, ოღონდ არა ისე, რომ ათას კილომეტრზე ერთი ლიტრი ზეთი მოიხმაროს. ცოტ-ცოტას იწყებს კლებას.

კითხვა: ჩემი ავტომობილის რადიატორიდან წყალი ჟონავს. აქვს თუ არა აზრი რადიატორში სპეციალური ფხვნილის ჩაყრას, რომელზეც ამბობენ, რომ პატარა ხვრელებს ავსებს? თუ პირდაპირ რადიატორი შევცვალო?  

პასუხი: თუ რადიატორს სერიოზული დაზიანება არ აქვს, მაგალითად, დიდი ხვრელი, საიდანაც პირდაპირ ასხამს წყალი, ან „შლანგი” არ არის გახეთქილი, მაშინ ეს საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. ეს არის სპეციალური ლითონის ნაწილაკების შემცველი ფხვნილები, რომელიც ორ ლარამდე ღირს და იმ შემთხვევაში, თუ წყალი ოდნავ ჟონავს, ამ ფხვნილს ჩაყრით ცივ რადიატორში. როცა წყალი გაცხელდება და მოხდება მისი ცირკულაცია, ეს მასად ქცეული ფხვნილი ედება იმ ადგილებს, საიდანაც წყალი ჟონავდა. მაგრამ, მინუსი აქვს ის, რომ ძრავაში გამავალ წყლის მაგისტრალებში ან წყლის პომპის „პაჩებნიკში” იჭედება. ასე, რომ, მისი გამოყენებაც დროებითია. კარგია, თუ მანქანაში გექნებათ და წყალმა თუ უცებ ჟონვა დაიწყო, ჩაყრით ამ ფხვნილს. მით უმეტეს, რომ საკმაოდ იაფია, მაგრამ შემდეგ აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ავტომობილი ხელოსანთან.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა სივიკი”, რამდენ კილომეტრზე გავლის შემდეგ უნდა შევცვალო ძრავას ღვედი?

პასუხი: რეკომენდაციების მიხედვით ძრავას ღვედი ყოველ გავლილ ორმოცი ათას კილომეტრზე უნდა შეიცვალოს, მაგრამ „სივიკის” შემთხვევაში,  შეგიძლიათ ის მაინცდამაინც რეკომენდაციის მიხედვით არ შევცვალოთ. მისი გაწყვეტის შემთხვევაშიც კი სერიოზულს არაფერს დააზიანებს. თუ ღვედი გაწყდა, რომელიმე ხელსაწყო აინთება, ხმას გავიგებთ და ავტომობილი გაჩერდება. ამით მივხვდებით, რომ პრობლემაა. მაგრამ, თუ გინდათ, რომ ეს არ დაგემართოთ და ავტომობილი ავარიულ რეჟიმში არ ვამუშაოთ, უმჯობესია, კბილებიან ღვედთან ერთად, გამოიცვალოს ყველა დანარჩენი ღვედი, მიუხედავად იმისა, ეტყობა თუ არა დაზიანება. ეს ღვედებია, საჭის გამაძლიერებელი რომ მოჰყავს მოქმედებაში და წყლის ბრუნავი, აკუმულატორის დამუხტვას ახდენს.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ნივა”, რომელსაც ჩაქრობის და გასაღების გამოძრობის შემდეგაც კი, ძრავის ძიგძიგის ხმა აქვს, ისე, თითქოს მუშაობას აგრძელებს. ეს პრობლემა დაეწყო სულ ცოტა ხნის წინ. რა შეიძლება იყოს მიზეზი?

პასუხი: ძიგძიგის გაგრძელება, ეგრეთ წოდებული, ძრავის „დეტონაციაა”. ამ დროს საწვავის სისტემაში არსებული ბენზინი აგრძელებს არასრულ ფეთქებას. რატომ ხდება ეს? ამის გამომწვევია სულ ორი მიზეზი: კარბურატორში არ ხდება სარქველების ბოლომდე დახურვა და ბენზინის წვეთები ჩაედინება ძრავაში (ეს, უმეტესად, ძველებური ტიპის კარბურატორებს ემართება, რომლებსაც არ აქვს ეგრეთ წოდებული „ხალასტოი ხოდის” ელექტრო „ჟიკლიორი”), ბენზინის ოქტანობა არ შეესაბამება იმას, რასაც ეს ავტომობილი მოითხოვს. ანუ, თქვენ ცოტა მაღალი ოქტანობის საწვავი გჭირდებათ. დეტონაცია ხდება მაშინ, როდესაც ძრავა ძალიან ცხელია და გარეთაც სიცხეა. ამ შემთხვევაში კი გასაღების გამოღების შემდეგაც იმიტომ გრძელდება ფეთქება, რომ სისტემა არის ცხელი და დაბალოქტანიანი საწვავი, დიზელის მსგავსად, უნაპერწკლოდ აგრძელებს ფეთქებას. დაბალი ოქტანობა, გავარვარებული ძრავა და ავტომობილის ჩაქრობის შემდეგ ძრავაში ჩადინებული საწვავი – ეს კომბინაცია იწვევს დეტონაციას. თუ ავტომობილმა დეტონაცია დაიწყო, გაჩერებული ავტომობილი ჩააგდეთ მეორე სიჩქარეში, ფეხი უნდა გვედგას მუხრუჭზე, მოდებას კი – აუშვით, ასე, ძრავა იძულებით გაჩერდება, აღარ გაგრძელდება დეტონაცია და არ დაზიანდება ძრავა.

კითხვა: მყავს „ბეემვე 540”, მართვის მექანიკური კოლოფით. ავტომობილს საკმაოდ აგრესიულად ვმართავდი. ერთ-ერთი დაძვრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოდებას ფეხი გავუშვი, მაგრამ ავტომობილი არ დაიძრა. როგორც მეუბნებიან, სიჩქარეების კოლოფი დაზიანდაო. მაგრამ, არც ერთ სიჩქარეში არ ვარდება და ყველა ერთად როგორ გაფუჭდებოდა. იქნებ სხვა რამეა მიზეზი, თუ უკვე გამოვცვალო სიჩქარეების კოლოფი?

პასუხი: აგრესიული მართვით და მით უმეტეს, ადგილიდან სწრაფი დაძვრით, უპირველესად, მოდების ქურო ზიანდება და არა სიჩქარეების კოლოფი. თანაც, ჩვენ ვსაუბრობთ „ბეემვეს” სიჩქარეების კოლოფზე, რომელიც ძალიან ძლიერია. ერთ-ერთი, რითაც შეიძლება, „ბეემვემ” დაიტრაბახოს ეს სიჩქარეების კოლოფია. ის კარგად არის შექმნილი და გათვლილია სხვადასხვა სიტუაციაზე. სხვა მოდელზე რომ ყოფილიყო საუბარი, შეიძლებოდა, ეს სიჩქარეთა კოლოფის ეგრეთ წოდებული „კულისა”, ანუ რიჩაგი ყოფილიყო, რომელიც ზემოდან მოძრაობს მხოლოდ და სინამდვილეში, სიჩქარეში არ ვარდება. მაგრამ, ამას ძალიან იოლად მიხვდებოდით. რაც შეეხება თქვენს პრობლემას, დაზიანდა მოდების რომელიმე ფენა – შიდა ან გარეთა. თუ ამ მდგომარეობაზე „ცეპლენია” დიდხანს აწვალეთ, ის უკვე აღარ მუშაობდა კარგად, მაგრამ მაინც აწვალეთ, ჯამში, თქვენ მის დანარჩენ დეტალებსაც დაწვავდით და ამ შემთხვევაში, გამოსაცვლელი იქნება არა მხოლოდ ქურო, არამედ კალათა, „ცეპლენიის” ეგრეთ წოდებული „პლიტა” და უეჭველად ეგრეთ წოდებული „მახავიკი”. თუ ქუროს ერთი ფენა აძვრა და ის მაინც დაატრიალეთ, თქვენი ავტომობილის ძრავა იმდენად მძლავრია, მისი დატრიალება გამოიწვევს სრიალს და დაიწვება „მახავიკი” ანუ დეტალი, რომელზეც ქუროა მიბჯენილი და შემდეგ მას კალათა ებჯინება. ამიტომ, პრობლემის მოგვარება დაიწყეთ ამით. დააშლევინეთ ხელოსანს მოდება და შეამოწმეთ დაზიანებულია თუ არა ის. თუ ის მთელია მხოლოდ ამის შემდეგ მოხსენით სიჩქარეთა კოლოფი. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ „ბეემვე ემ5” იგივე პრობლემით სერვისცენტრში დაშალეს. „ემ5-ს” ყველაზე ძლიერი სიჩქარეთა კოლოფი აქვს – სასწაულად მდგრადი დეტალია, ეს არის სისტემა, რომელიც არც მექანიკაში გადის და არც „ავტომატიკაში”, ანუ ისეთი დონის „ავტომატია”, რომელიც მექანიკას სჯობია – ეგრეთ წოდებული „ესემჯის” სისტემაა დამონტაჟებული. ხელოსნებმა არასწორი დიაგნოზის შედეგად, სიჩქარეთა კოლოფი მოხსნეს და ახალი კოლოფი აყიდინეს პატრონს, რომელიც ძალიან დიდი თანხა ღირს, მინიმუმ ორი საშუალო დონის ავტომობილის ფასი მაინც. დააყენეს და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მანქანა არ დაიძრა. ხელოსნებმა მანამდე „ცეპლენიის” ორი დეტალი შეცვალეს – დისკი და „პლიტა”, მაგრამ არ შეცვალეს „მახავიკი“, რომელზეც ეს ორი დეტალი დგება. სინამდვილეში კი, ისიც დამწვარი იყო და ამან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ იჩინა თავი.   

კითხვა: მყავს აუდი „ა4”, კვადრო, ტურბირებული, 1.8-იანი ძრავათი, რომელსაც დაუზიანდა ეგრეთ წოდებული ტურბო. „აუდის” ცენტრში და რამდენიმე ხელოსანთან შეკეთება ვცადე, მაგრამ ვერ უშველეს. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე, შესაძლებელია თუ არა მისი შეკეთება და რა თანხა დამიჯდება ეს?

პასუხი: ტურბინის შეკეთება ჩვენთან შეუძლებელია, თუმცა ახლის დაყენება შეიძლება. მაგრამ, ტურბინის, როგორც უბრალოდ ნაწილის შეცვლით, პრობლემის გადაჭრა არ ხდება. ამ პროცედურის შემდგომ ძრავას სჭირდება „დანასტროიკება”. თუ ნამდვილად, კონკრეტულად, ამ მოდელის ტურბინა დააყენეთ და ისევ გაუმართავია, ადგილი, შესაძლებელია, ტურბინასთან ერთად, მის სისტემაში არსებული სხვა დეტალიც იყოს დაზიანებული. ეს კი ხელს უშლის ძრავას გამართულ მუშაობას. ჯობია, ისევ ცენტრს მიმართოთ და დეტალური დიაგნოსტიკა გააკეთონ ტურბინის სქემის მუშაობაზე.

 

скачать dle 11.3