კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

7 მაისი
1298 – დაიწყო ბარსელონის საკათედრო ტაძრის მშენებლობა. მისი საბოლოო სახით დასრულება მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში მოხერხდა.
1673 – ლონდონში გაიხსნა სამეფო თეატრი – დღეს უძველესი მოქმედი თეატრი მსოფლიოში.
1824 – ვენაში გაიმართა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრამეტე სიმფონიის პრემიერა.
1956 – დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა უარი თქვა თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის წამოწყებაზე იმ მოტივით, რომ არ იყო დარწმუნებული თამბაქოს მავნებლობაში.
1977 – პირველად აჟღერდა ჯგუფ „ზი იგლის”  ლეგენდარული სიმღერა „ჰოტელ კალიფორნია”.
8 მაისი
1429 – ფრანგებმა ჟანა დარკის წინამძღოლობით ინგლისელები ორლეანიდან გააძევეს.
1945 – ბერლინში, ადგილობრივი დროით 22 საათსა და 43 წუთზე, ხელი მოეწერა გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის აქტს.
9 მაისი
1868 – ნევადის შტატში დაარსდა ქალაქი რენო, რომელიც მთელ მსოფლიოშია განთქმული იმით, რომ აქ ყველაზე ადვილია... განქორწინება.
1901 – მელბურნში მუშაობა დაიწყო ავსტრალიის პირველმა პარლამენტმა.
1936 – იტალიამ მოახდინა ეთიოპიის ოკუპაცია.
1960 – ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოში პირველად, გასაყიდად გამოვიდა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები.
1998 – ბირმინჰემში „ევროვიზიის” ვოკალურ კონკურსზე გამარჯვება მოიპოვა ისრაელელმა დანა ინტერნეიშნმა. ეს ფაქტი იმით არის აღსანიშნავი, რომ დანა ადრე მამაკაცი იყო.
10 მაისი
1774 – საფრანგეთის ტახტზე ავიდა ლუი მეთექვსმეტე, რომელმაც გილიოტინაზე დაასრულა სიცოცხლე.
1857 – ინდოეთში დაიწყო სიფაების აჯანყება ინგლისელთა ბატონობის წინააღმდეგ.
1869 – დასრულდა ტრანსამერიკული რკინიგზის მშენებლობა, რომელმაც ერთმანეთს დააკავშირა ატლანტისა და წყნარი ოკეანეები.
1933 – ბერლინში, ოპერის მოედანზე ფაშისტებმა მოაწყვეს დიდი აუტოდაფე – დაწვეს 20 000-ზე მეტი წიგნი.
1940 – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა უინსტონ ჩერჩილი.
1994 – ნელსონ მანდელა გახდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი.
11 მაისი
330 – ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქად გამოცხადდა ახლად აშენებული კონსტანტინეპოლი.
868 – ჩინელმა ბერმა ვან ცზემ დაამზადა მსოფლიოში პირველი ნაბეჭდი წიგნი.
1949 – სიამის სამეფოს ეწოდა ტაილანდი.
1997 – მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი დამარცხდა კომპიუტერ DEEP BLOU-სთან ორთაბრძოლაში.
12 მაისი
1830 – გამოცხადდა სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოს – ეკვადორის, დამოუკიდებლობა.
1949 – საბჭოთა კავშირმა დაიწყო დასავლეთ ბერლინის ბლოკადა.
1963 – დაიწყო ცურვა კენიჩი ჰორიმ, რომელმაც ნავით 93 დღეში, მარტო გადაცურა წყნარი ოკეანე.
13 მაისი
1796 – ინგლისელმა ქირურგმა ედუარდ ჯენერიმ გამოიგონა ინფექციური დაავადების – ყვავილის საწინააღმდეგო აცრა.
1981 – თბილისის „დინამომ“ მოიგო თასის მფლობელთა თასი.

скачать dle 11.3