კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ნებისმიერი ტიპის კანის მოსავლელად

სახის მოვლისას, თითოეულ ქალს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ანუ, პერსონალური პროგრამა, რადგან, ყოველი ადამიანის სახის კანი ერთმანეთისგან სტრუქტურულად და თვისობრივად განსხვავდება.
თუ ნორმალური კანი გაქვთ, თქვენი მთავარი მიზანია, შეინარჩუნოთ მისი იდეალური მდგომარეობა, რაშიც დაგეხმარებათ მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ხარისხის დამატენიანებელი კრემი, რომელიც უნდა წაისვათ დღეში ორჯერ (დილას და საღამოს), მას შემდეგ, რაც სახეს დაიბანთ კოსმეტიკური საპნით ან გაიწმენდთ კოსმეტიკური რძით.
საერთოდ, გახსოვდეთ: თუ გსურთ, რომ კანმა არ დაკარგოს სხივი, კვირაში ერთხელ გაიწმინდეთ სკრაბით (სასურველია, შეიძინოთ ცნობილი ბრენდების პროდუქტი ან თვითონ დაამზადოთ სახლში: 1 ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი, 1 ჩაის კოვზი ნალექიანი ყავა, 1 ჩაის კოვზი მჭადის ფქვილი, 1 ჩაის კოვზი დაფქული „ჰერკულესი“, 1 ჩაის კოვზი ხაჭო, 1 ცალი კვერცხი (ცილიან-გულიანად), 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ჩაის კოვზი პიტნის ნაყენი კარგად შეაზილეთ ერთმანეთს (თუ ძალიან სქელი და მშრალი გამოვიდა, დაუმატეთ ცოტა პიტნის ნაყენი), წაისვით სახეზე, ყელზე, დეკოლტეზე და წამოწექით (უბალიშოდ). 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, თან დოლბანდის მოზრდილი ტამპონით მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. ბოლოს წაისვით თქვენი კანის შესაფერისი მკვებავი.
თუ 40-ს უკვე გადააბიჯეთ, ძილის წინ (1 საათით ადრე) წაისვით მკვებავი.
რადგან თქვენს კანს პრაქტიკულად არ აქვს ნაკლი და არ საჭიროებს ტონალური კრემით კორექციას, დეკორატიული მაკიაჟის გაკეთების დროს, შეგიძლიათ, მხოლოდ პუდრი გამოიყენოთ.
მშრალი კანის შემთხვევაში, „ფსონი“ დადეთ დატენიანებაზე, რადგან, შრეების სიმშრალის გამო კანი ძალიან თხელია და ადრე იფარება ნაოჭებით. ამიტომ, ყოველდღიურად გამოიყენეთ მსუბუქი კონსისტენციის მქონე დამატენიანებელი კრემი, რადგან ის მომენტალურად შეიწოვება.
მშრალი კანის გაწმენდა უმჯობესია მცენარეული ექსტრაქტით დამზადებული კოსმეტიკური რძით.
თუ დღის განმავლობაში იგრძნობთ სახეზე კანის დაჭიმვას, მიისხურეთ სელენის შემცველი თერმული წყალი.
მგრძნობიარე კანი მეტეოდამოკიდებულია და, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების დროს, სიწითლით რეაგირებს. მის კიდევ ერთ გამღიზიანებლად ითვლება მზე, ამიტომ, თქვენი დღის კრემი SPF-ს უნდა შეიცავდეს.
ძილის წინ სახე გაიწმინდეთ ნებისმიერი მინერალური წყლით და წაისვით კანის დამამშვიდებელი მოქმედების მქონე კრემი ან გელი.
რაიმე გართულება რომ არ გამოიწვიოს, შეიძინეთ ჰიპოალერგენული კრემი. გარდა ამისა, მასში არ უნდა შედიოდეს საღებავები და არომატიზატორები.
კომბინირებული კანისთვის დამახასიათებელია ლოყების სიმშრალე და ცხვირისა და ნიკაპის პრიალი. ამიტომ, უნდა შეარჩიოთ კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც სპეციალურადაა განკუთვნილი პრობლემური და კომბინირებული კანისთვის. მაკიაჟი მოიშორეთ გელით ან ტონიკით, რომელიც სპირტზე არ არის დამზადებული.
მაკიაჟის ქვეშ საუკეთესო ბაზაა ტონალური კრემი, რომელიც ხსნის კანის სიპრიალეს – ის არ კეტავს ფორებს და კანს უნარჩუნებს სუნთქვის საშუალებას.
ძალიან კარგია, თუ კვირაში ერთხელ ან ორჯერ გაიკეთებთ თეთრი (ან სხვა სახის) თიხის ნიღაბს, რის შემდეგაც კანი აღარ იპრიალებს.

скачать dle 11.3