კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოდიუმის ვარსკვლავების დიეტა

ამ დიეტის დაცვა არც ისე ძნელია, რადგან შიმშილი, პრაქტიკულად, არ მოგიწევთ. სასურველ შედეგს რომ მიაღწიოთ, ასეთი კვების რეჟიმი თქვენი ცხოვრების წესად უნდა აქციოთ. რა თქმა უნდა, თუ მოდელი არ ხართ, მთელი ცხოვრების განმავლობაში დაურღვევლად ვერ დაიცავთ ამ რეჟიმს, მაგრამ, სასურველია, კვირაში 3 დღე (გადაბმულად) „გადადოთ თავი“ და საკუთარ თავს მკაცრად უთხრათ: „არც ერთი ზედმეტი ლუკმა!“ გვერწმუნეთ, სულ რამდენიმე თვეში გულში მადლობას ეტყვით პოდიუმის ვარსკვლავებს ასეთი ფანტასტიკური დიეტის შემოთავაზებისთვის (ცხადია, იგულისხმება, რომ კვირის დანარჩენი ოთხი დღის განმავლობაში ჭამით არ უნდა მოიკლათ თავი). თითოეული ჯერი საკმაოდ მოცულობითი და მრავალფეროვანია, ამიტომ, შიმშილით გამოწვეული სტრესი აბსოლუტურად გამორიცხულია.
საუზმე – 1 სადილის კოვზ „ჰერკულესს“ დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და მოხარშეთ უშაქროდ და უმარილოდ. შეგიძლიათ, დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი ზეთი ან კარაქი;
მოამზადეთ ცოცხალი ბოსტნეულის სალათა: გახეხეთ 1 ცალი პატარა სტაფილო, წვრილად დაკეპეთ კომბოსტოს 1 ფოთოლი (შეგიძლიათ, 100 გრამი ყვავილოვანი კომბოსტოთი ჩაანაცვლოთ), ასევე, წვრილად დაჭერით 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, ყველანაირი მწვანილი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და მიირთვით (მარილი არ შეიძლება).
1 ფინჯანი მწვანე ჩაი (უშაქროდ), 1 ნაჭერი ცეხვილი პურისა და 1 ნაჭერი ყველის ბუტერბროდი.
სადილი – 1 ჩამჩა ბოსტნეულის სუპი (უცხიმოდ და უმარილოდ), 1 სადილის კოვზი მოხარშული „ჰერკულესი“;  1 ნაჭერი შავი ცეხვილი პური.
მეორე კერძი: 1 ნაჭერი მოხარშული თევზი (ან 200 გრამი მოხარშული ინდაურის ან ქათმის ფილე), 2 ძირი მწვანე ხახვისა და 1 ცალი მომცრო ზომის გახეხილი სტაფილოს სალათა.
დესერტი: 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი და 1 ცალი კივი (ან – 1 ჩაის ჭიქა ნებისმიერი კენკრის მორსი). 1 ჩაის ჭიქა პიტნის ცივი ჩაი.
სამხარი – ხაჭოს ალადები (2-3 ცალი) და 1 ჩაის ჭიქა უცხიმო კეფირი (ან მაწონი), ან – 100 გრამი უცხიმო ხაჭო.
ვახშამი – აირღუმელში გამოაცხვეთ (ზეთში არ შეწვათ) ბოსტნეულის კატლეტები: უცხიმოდ და უმარილოდ მოხარშეთ 3 სადილის კოვზი წიწიბურა, დაუმატეთ 1 ცალი მომცრო ზომის ყაბაყი (გახეხილი), 2 ცალი გახეხილი სტაფილო (საშუალო ზომის), 1-2 ფოთოლი ძალიან წვრილად დაკეპილი კომბოსტოს ფოთოლი, თითო პატარა კონა ოხრახუში, ნიახური, კამა და მწვანე ხახვი (ყველაფერი წვრილად დაჭრილი), 2 კბილი ნიორი, 1 ცალი კვერცხი, ძალიან ცოტა მარილი და ეს ყველაფერი კარგად აურიეთ. შეაზილეთ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და 2-3 მუჭა მჭადის ფქვილი, მიეცით კატლეტის ფორმა და გამოაცხვეთ. ვახშმად მიირთვით 2 ცალი კატლეტი და დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა ახლად გამოწურული ნებისმიერი ხილის წვენი ან უცხიმო მაწონი.
წარმატებებს გისურვებთ!

скачать dle 11.3