კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ვარგა ცხვირსახოცის, სარკისა და საპნის გაჩუქება და რატომ უნდა დაკიდოთ შემოსასვლელ კარზე „ქარის მუსიკა”

ყველას სურს, ისეთი გარემო შეიქმნას, რომ მასთან სხვებმაც თავი დაცულად, ჰარმონიულად და მშვიდად იგრძნონ. მაღაზიებში ბევრი ისეთი ნივთი იყიდება, რომელიც ასეთი სიმშვიდის მოპოვებაში გვეხმარება და სახლს სასიკეთო ენერგიებით ავსებს. მომრავლებულ ჩინურ მაღაზიებში, ალბათ, ყველას შეგიმჩნევიათ ფერად-ფერადი მინით გაფორმებული, ეგრეთ წოდებული „ქარის მუსიკა”, რომლის იდუმალ ხმებს ადამიანის ყური სასიამოვნოდ აღიქვამს. როგორც ეზოთერიკოსი, ბატონი გივი ამბობს, უამრავი ატრიბუტი არსებობს, რომელიც ბინაში უნდა გვქონდეს.

გივი: ჩინურ მაღაზიებში იყიდება „ქარის მუსიკა”, რომელიც ბევრი ახლობლის ბინაშიც მინახავს კარზე ჩამოკიდებული. ბევრს ეს ატრიბუტი, უბრალო სათამაშო ჰგონია, გაუცნობიერებლად ყიდულობს და შესასვლელ კარზე ჰკიდებს. „ქარის მუსიკა“, რომელიც ყველა ჩინურ მაღაზიაში იყიდება და არც ისე ძვირი ღირს, მართლაც სასურველია, სახლში დაკიდოთ, მაგრამ, გააზრებულად და სწორად.  „ქარის მუსიკა“ რკინისა და ბუმბულისგან მზადდება, საკმაოდ სასიამოვნო ხმას გამოსცემს და ნეგატიური ენერგიებისგან გვიცავს – თავისი ხმით ბოროტ სულებს აფრთხობს  და  პოზიტიური ენერგიების მოზიდვას უწყობს ხელს საცხოვრებელში. თუ გინდათ, მან სიკეთე მოგიტანოთ, სახლის ჩრდილო-დასავლეთის ან ჩრდილოეთის მხარეს უნდა დაკიდოთ. რაც შეიძლება ხშირად შეეხეთ, რომ აჟღარუნდეს, ხმა გამოსცეს და ნეგატიური ენერგია გაანეიტრალოს სახლსა თუ ოფისში. „ქარის მუსიკა”, ძირითადად, რკინის, მინის, ძაფისა და ბუმბულისგანაა დამზადებული. რკინა ადამიანში სიძლიერეს ავითარებს, მინა სულიერი გამჭვირვალობის სიმბოლოა, ძაფი – სიცოცხლის ხანგრძლივობის, ხოლო ბუმბული – სიმშვიდისა და ჰარმონიის. ამიტომაც, აქვს „ქარის მუსიკას” ასეთი დიდი მაგიური დატვირთვა და ის მხოლოდ ლამაზი ნივთი არ არის. მისი ჩუქება არ ვარგა, ხოლო, თუ იყიდით და საკუთარი ხელით დაკიდებთ კარზე, მეტი მაგიური დატვირთვა აქვს, ვიდრე ნაჩუქარს,  თუ გსურთ, თქვენს მეგობარს ბედნიერება მიანიჭოთ, აჩუქეთ ბაყაყის სტატუეტი, რომელსაც პირში ოქროსფერი მონეტა უდევს. ის სიმდიდრისა და წარმატების მომტანია და მასაც ადვილად შეიძენთ ჩინურ მაღაზიებში. თუ გინდათ, მან წარმატება და სიმდიდრის ხაზი გაგიაქტიუროთ, ბაყაყის გამოსახულების ფიგურა სახლის ან ოფისის შესასვლელში, კუთხეში, კარისკენ ზურგით, იატაკზე უნდა დადოთ.
– ამბობენ, სპილოს სტატუეტსაც მსგავსი მაგიური თვისებები აქვს თუ ის სახლში გაქვთ სიმდიდრეს დაიგროვებთო. ამაზე რას გვეტყვით?
– გეტყვით,  რომ სპილოს ბიზნესის დამცველად მიიჩნევენ და საქმიან ადამიანს ის სამუშაო მაგიდაზე უნდა ედოს. ოღონდ, დააკვირდით, სპილოს ხორთუმი მაღლა უნდა ჰქონდეს აწეული და სახით პატრონისკენ იყოს შემობრუნებული. საერთოდ, ეზოთერიკაში ადამიანის ყველა ქმედებას თავისი შედეგი მოაქვს. მაგალითად, არსებობს ისეთი წესები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, შესაბამისად, გაითვალისწინოს და ამით თავიდან აიცილოს უარყოფითი მოვლენები ცხოვრებაში. ჩემი აზრით, ყველა იმას ვიმკით, რასაც ვიმსახურებთ და თუ შეგიძლიათ, რომ უკეთესი დათესო, უკეთესის მოსამკელად, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
– კონკრეტულად, მაინც, რა უნდა გავითვალისწინოთ?
– მაგალითად, ის რომ პარასკევობით  არ მორეცხოთ იატაკი სველი ტილოთი. ეს შესაძლოა, უფულობის მიზეზი გახდეს. სარკე, ცხვირსახოცი და საპონი არ აჩუქოთ საყვარელ ადამიანს, თუ არ გსურთ, მასთან კამათი მოგივიდეთ და ეს თქვენი დაშორების მიზეზი გახდეს. თუ სახლიდან გასულს უკან შებრუნება მოგიწიათ, სახლში შესვლისთანავე სარკეში ჩაიხედეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ დღეს წარუმატებლობა გარდაუვალია, ახალ ბინაში შესვლამდე, პირველი კატა შეუშვით სახლში. დააკვირდით მის ქმედებებს და სადაც დაჯდება ან დაწვება, იქ დადგით ის სკამი ან სავარძელი, რომელზეც ხშირად დაჯდებით დასასვენებლად. სახლში ცოცხი ყოველთვის ამობრუნებული შეინახეთ, ანუ ტარით ქვევით და უფულობა არასდროს შეგაწუხებთ. საღამოს, როცა დასაძინებლად ემზადებით და ტანსაცმელს იხდით, ნუ მიმოფანტავთ მას ოთახში, თუ გინდათ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს. ხელჩანთას და ქუდს ნუ დატოვებთ მაგიდაზე, რომ ბედში არ შეგექმნათ პრობლემა და მეტად გაგიმართლოთ. ეს უმარტივესი წესებია და აბა, ჰკითხეთ, თქვენს ბებია-ბაბუებს, თუ არ ითვალისწინებდნენ მსგავს რამეებს მათი წინაპრები. დარწმუნებული ვარ, დადებით პასუხს მიიღებთ, რადგან ეს უძველესი წესებია და მას გაუცნობიერებლადაც ასრულებს ბევრი. მაგრამ, რომ ჰკითხოთ რატომ, პასუხს ვერ მიიღებთ. უბრალოდ, გეტყვიან, ეს წინაპარმა გვირჩია, ან ასე ჩვენი რომელიმე ოჯახის წევრი იქცევა და ჩვენც ასე ვაკეთებთ გაუაზრებლადო. თუ ჯერ კიდევ არ იცოდით იმის შესახებ, რაზეც ვისაუბრეთ, მაშინ სასწრაფოდ შეცვალეთ თქვენი ცხოვრების სტილი. ბევრი ადამიანი ზის საათობით საკუთარი გემოვნებით მოწყობილ მყუდრო ბინაში და ფიქრობს, ტვინს იჭყლეტს, როგორ გაიუმჯობესოს მატერიალური მდგომარეობა, იპოვოს სასურველი მეორე ნახევარი, მოაგვაროს კონფლიქტური ურთიერთობები ახლობლებსა თუ მეგობრებთან, როგორ დაიკავოს სანუკვარი თანამდებობა, როგორ განახორციელოს მასშტაბური პროექტები, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობს… ყველაფერს ადვილად მიაღწევთ, თუ თქვენი, როგორც იტყვიან, ოცნების სამყარო, ანუ საცხოვრებელი სახლი, ამაში ხელს შეგიწყობთ.  დიასახლისების უმრავლესობა ბინას ყოველდღე თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც გენერალურად ალაგებს. ნივთებს და ავეჯს ადგილს უცვლის, ახალს იძენს. მოკლედ, საქმიანობენ და არც კი ფიქრობენ იმაზე, რომ სწორედ ამაში უნდა ეძებონ ბედის გასაღები. მე კი, როგორც პარაფსიქოლოგი, გირჩევთ, თუ რამის შეცვლა გნებავთ, პირად ცხოვრებაში, ან არასასურველი სიტუაციის გამოსწორებას გეგმავთ, მაშინ თქვენს ბინაში ნებისმიერ ნივთს ფრთხილად მოეპყარით და ის წესები გაითვალისწინეთ, რაც აუცილებლად დადებითად აისახება თქვენს მომავალზე. ბინის აურა ადამიანის პირად თუ კარიერულ ცხოვრებაზე აგებს პასუხს. თუ ცხოვრებაში რაიმე სიახლეს გეგმავთ, მაშინ ბინაში ნებისმიერ ნიუანსსა თუ წვრილმანს უნდა მიაქციოთ სათანადო ყურადღება, სწორად განალაგოთ ნივთები, გადაანაწილოთ ავეჯი, ჭურჭელი და ისე დაელოდოთ სანუკვარი ოცნებების ახდენას. ვინც კარგად ერკვევა პარაფსიქოლოგიის საკითხებში, კარგად იცის, რომ ბინის აურა სამსახურსა და პირად ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. დასანანია, რომ ბევრი ამას არ ითვალისწინებს. მაგალითად, თუ სამსახურის შეცვლა გინდათ, დაწინაურებაზე ოცნებობთ და გსურთ ფინანსებისა და შემოსავლების გაორმაგება, მაშინ თქვენი ბინა უნდა მოამზადოთ ამისთვის. უპირველესად, აუცილებლად გაიტანეთ ის მცენარეები, რასაკვირველია, თუ გაქვთ, რომლებიც ენერგეტიკულ ვამპირად მიიჩნევა. ასეთებია ლიანები და გვიმრა. ასევე, ეცადეთ, ოთახის კედლები ღია ფერის ტონალობაში შეღებოთ, განათება კი უფრო გააკაშკაშოთ.  გაითვალისწინეთ, რომ თუ კარიერაში წინსვლა გსურთ, ჭაღის ნათურები იატაკს კი არ უნდა უყურებდეს, ჭერისკენ უნდა იყოს მიმართული. თუ მასშტაბური გეგმების განხორციელებაზე ოცნებობთ, მაშინ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბინის შესასვლელს. ის გემოვნებით და სადად უნდა მოაწყოთ, აუცილებლად კარგად გაანათოთ და მუდამ დასუფთავებული და მოწესრიგებული გქონდეთ. ვინც, ჯერჯერობით ვერ შეხვდა პიროვნებას, რომელთანაც იდეალურ სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობას ააწყობდა, თავს დაცულად და ბედნიერად იგრძნობდა, აღარ დასტანჯავდა მარტოობა, ხანგრძლივად იქნებოდა ასეთ სასიყვარულო გარემოში და ოჯახის შექმნაზეც იფიქრებდა, ასეთ შემთხვევაში, სანამ რაიმეს შეცვლას გადაწყვეტთ, კარგად გადახედეთ საკუთარ ბინას. ასე, პრობლემის მოგვარების გასაღებს მოძებნით და ადვილადაც შეძლებთ კარი გაუღოთ ბედნიერებას.  მარტოობის ენერგეტიკასთან ბრძოლა საკუთარი ბინის მოწყობით უნდა დაიწყოთ. ხშირად დაპატიჟეთ ბინაში მეგობრები თავის შეყვარებულებთან ერთად, რათა მათი ენერგეტიკა თქვენზეც გადმოვიდეს. გაათავისუფლეთ საცხოვრებელი ზედმეტი და უსარგებლო ნივთებისა და ავეჯისგან. ფანჯრებზე ღია ტონალობის, გამჭვირვალე ფარდები ჩამოაფარეთ. იატაკზე დააგეთ ფარდაგები და ოთახი წითელი ფერის, სასიყვარულო ენერგეტიკის მქონე შუქით გაანათეთ. წითელი ფერი ცეცხლის ენერგიით აგავსებთ და სიყვარულს მოიზიდავს. ასე რომ, თუ თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების შეტანა გსურთ, დაემშვიდობეთ ძველს და ბინა სინათლითა და სიახლით აავსეთ. ანუ, ადგილი, სადაც მეტ დროს ატარებთ, მშვიდი და კომფორტული უნდა იყოს. სახლი დილა-საღამოს აუცილებლად გაანიავეთ. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ გასათხოვარი გოგონას სახლში არ უნდა ინახებოდეს გაბზარული, გატეხილი და შელახული ჭურჭელი თუ ავეჯი. კარგია ასევე, თუ საძინებელში, სარკეზე გასათხოვარი გოგონა ფერად მძივებს დაკიდებს. თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან კამათს აარიდოთ თავი, მაშინ იმ ოთახში, სადაც ხშირად იკრიბებით, ეცადეთ, განათება იყოს მკაფიო, კედლებზე სასიამოვნო აურის სურათები დაკიდეთ.  ამით ჰარმონია და სიმშვიდე შემოვა თქვენს ბინაში. ამიტომ, დიასახლისმა მხოლოდ კი არ უნდა დაალაგოს, დააწკრიალოს და დაგავოს სახლი, არამედ უნდა ისწავლოს მისი სწორად მორთვა, რომ პრობლემებიც თავიდან აიცილოს და სიყვარულიც დაიბევოს.

скачать dle 11.3