კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაღალი წნევის დროს კივი შეუცვლელია


კივი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს. ასევე, E ვიტამინსა და მაგნიუმს. მასში ბევრია კალციუმი, რომელიც მაღალი წნევის დროს შეუცვლელია.
გაციებისა და გრიპის დროს სამი ცალი კივისგან მოამზადეთ ფაფა და მიირთვით. ეს სრულიად საკმარისია, რომ დაავადება შეგიმსუბუქდეთ.
ნოყიერი საკვების შემდეგ, რამდენიმე ცალი კივის ჭამა მოგიხსნით კუჭის სიმძიმის შეგრძნებას, ასევე, გულძმარვას.
კივი ამცირებს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების წარმოქმნის რისკს. არ იწვევს ალერგიას, დიდი რაოდენობით შეიცავს სეროტონინს, რის საშუალებითაც ადამიანის ორგანიზმს სტრესისგან იცავს.
სტენოკარდიის დროს, კარგია კივის ჯემი, რადგან სწრაფად ხსნის შეტევას.
კივი დიდი რაოდენობით შეიცავს ენაზიმს, რომელიც აჩქარებს ცხიმების წვას ორგანიზმში. დილა-საღამოს მიირთვით ის და წონაში დაკლება არ გაგიჭირდებათ.

გამოდევნეთ ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები ხალხური რეცეპტებით
ორგანიზმი აუცილებლად ითხოვს გაწმენდას. თუ ის არ არის გაწმენდილი ტოქსინებისა და ნალექებისგან, ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნით. დაგროვილი ტოქსინებისა და ნალექებისგან ორგანიზმის გაწმენდის ბევრი ხალხური რეცეპტი არსებობს.
ერთი თვის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ერთ სუფრის კოვზ მოხარშულ და გატარებულ ხორბალს დაასხით ერთი ჭიქა კეფირი ან მაწონი და მიირთვით ძილის წინ.
ერთი კვირის განმავლობაში დაიცავით დიეტა – მიირთვით მხოლოდ წყალზე დამზადებული უცხიმო და მსუბუქი ბოსტნეულის სუპები, ხილი, წვენები, ბალახეული ჩაი და მინერალური წყალი.
მოიწყვეთ კვირაში ორჯერ განტვირთვის დღე. მიირთვით მხოლოდ ბოსტნეულის წვენები.
აფთიაქში იყიდეთ მინდვრის შვიტა და ორი კვირის განმავლობაში, დღეში ორჯერ, მისი ჩაი დალიეთ.
ყოველ დილით, დალიეთ ცივი წყალი, რომელშიც ლიმონის წვენს, ორ კოვზ ვაშლის ძმარს და ერთ კოვზ თაფლს აურევთ..

სიმსუქნისა და კუჭის წყლულის დაავადების დროს მიირთვით
უმი კომბოსტო
კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, ასევე, მასში გვხვდება, ეგრეთ წოდებული ულცეროზული ვიტამინი ანუ წყლულის საწინააღმდეგო ნივთიერება. აგრეთვე, კომბოსტოს შემადგენლობაში შედის ტარტარონის მჟავა, რომელიც გასუქების თავიდან ასაცილებლად ძალიან ეფექტური საშუალებაა. სიმსუქნისა და კუჭის წყლულის დაავადების დროს რეკომენდებულია უმი კომბოსტოს ჭამა.
ასევე, კომბოსტოს ხალხურ მედიცინაში იყენებენ, როგორც გარეგან საშუალებას კანის სხვადასხვა დაავადების დროს და დამწვრობის შემთხვევაში.
კომბოსტოს მწნილი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ღრძილების დაავადებები აწუხებს. ასეთ დროს, მწნილის წვენი გამოივლეთ პირის ღრუში.
ძლიერი კოლიტის, ბუასილისა და სისხლდენის დროს კი, კომბოსტოს მწნილი შეუცვლელი საკვებია ორგანიზმისთვის. მისი ჭამა, ასევე, სასარგებლო და ეფექტურია ღვიძლის დაავადების დროსაც.

მოციმციმე არითმია ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომია
გული შედგება წინაგულებისა და პარკუჭებისგან. წინაგულებში არსებობს სინუსის კვანძები, რომლებშიც გამომუშავდება იმპულსები. გულის არითმიების განვითარების საფუძველი შეიძლება, იყოს იმპულსის წარმოქმნის მოშლა და იმპულსის გატარების დარღვევა. მოციმციმე არითმიის დროს, დარღვეულია სწორედ იმპულსის წარმოქმნა. ამ დროს წინაგულები კარგავს სინქრონული შეკუმშვის უნარს და იწყებს ქაოსურ ციმციმს. წინაგულების ციმციმი განპირობებულია თავად გულის პათოლოგიით ან გარეშე ფაქტორების მავნე ზემოქმედებით. მისი აღმოცენების ძირითადი მიზეზია მიოკარდიუმის ინფარქტი, ჟანგბადის ნაკლებობა, გულის მანკი, თირეტოქსიკოზი, მედიკამენტური ინტოქსიკაცია, ჰიპერტონიული დაავადება, გულის ინფექციური დაზიანება. ასაკში შესული ადამიანებისთვის ახლად აღმოცენებული მოციმციმე არითმია შეიძლება ფარულად მიმდინარე იშემიის, ანუ გულის კუნთის კვების მოშლის შედეგი იყოს. ხოლო ახალგაზრდებში ამის მიზეზი ხშირად მიტრალური სარქველის პროლაფსის არასწორი მუშაობის შედეგია.
ზოგჯერ არითმია დაავადების არსებობის გარეშეც აღმოცენდება, მაგალითად, ალკოჰოლის დიდი დოზით მიღებისას. მოციმციმე არითმიის განვითარების დიდი რისკია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას თან ახლავს მაღალი არტერიული წნევა. წინაგულების ციმციმი შეიძლება ასოცირებული იყოს სხვა სახის არითმიასა და იმპულსის გატარების მოშლასთან.
ხშირად ისეც ხდება, რომ დაავადება პირველი გამოვლენის დროს გართულებულია, თან ახლავს ტაქიკარდია ანუ იმპულსის გახშირება. ამ დროს გული დიდ სამუშაო დატვირთვას იღებს, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ტკივილი მკერდის ძვლის უკან. ეს კი სტენოკარდიის ან მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანია. არითმიის გამო, შესაძლოა დაქვეითდეს გულის მუშაობის ეფექტურობა, რაც მეორე გართულების – გულის უკმარისობის მიზეზად შეიძლება იქცეს.
წინაგულების მწვავედ აღმოცენებული ციმციმის დროს, მკურნალობის მიზანია პარკუჭების შეკუმშვათა სიხშირის შემცირება და გარდა ამისა, ნორმალური რიტმის აღდგენა. არითმიის აღმოცენებისთანავე ჩაიტარეთ მკურნალობის კურსი, რადგან მოციმციმე არითმიის დროს, წინაგულებში მკვეთრად ნელდება სისხლის დინება. ეს კი თრომბების აღმოცენების მიზეზი ხდება. როცა მკურნალობის შედეგად გულის მუშაობის ნორმალური რიტმი აღდგება, შესაძლებელია, თრომბის ფრაგმენტები მოწყდეს და რომელიმე ორგანოს სისხლძარღვებს დაეცოს. უფრო ხშირად, ეს ხდება თავის ტვინის სისხლძარღვებში, რის შედეგადაც ვითარდება ინსულტი. ამიტომ, მკურნალობაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ის პრეპარატები, რომლებიც სისხლის შედედების უნარს ამცირებს.

რომელი ვიტამინის დეფიციტი იწვევს ნერვული სისტემის აშლილობას
სიცოცხლის გასახანგრძლივებლად აუცილებელია ორგანიზმი მომარაგებული იყოს რიბოფლავინის ანუ B2 და თიამინის ანუ B1 ვიტამინების საჭირო რაოდენობით. რიბოფლავინი საჭიროა იმისთვის, რომ კანი ჯანმრთელი და გადატკეცილი იყოს. ეს ვიტამინი აუცილებელია კარგი მხედველობისთვის. თვალების ანთების დროს მიიღეთ სამი მილიგრამი რიბოფლავინი, დღეში სამჯერ, ჭამის წინ. ხშირად, ადამიანი მოიხმარს ბევრ რიბოფლავინის შემცველ პროდუქტს, მაგრამ, მაინც განიცდის ამ ვიტამინის დეფიციტს. ეს ხდება სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგალითად, ეს ვიტამინი ძალიან მგრძნობიარეა სინათლის მიმართ. თუ რძეს ინახავთ შუშის ჭურჭელში, სინათლეზე ის კარგავს რიბოფლავინის მნიშვნელოვან რაოდენობას. ზოგჯერ, B2 ვიტამინის უკმარისობა წარმოიქმნება იმის გამო, რომ ორგანიზმი არ შეითვისებს ან ცუდად შეითვისებს მის რომელიმე პროდუქტს.
რიბოფლავინის დეფიციტი იწვევს საჭმლის მონელებისა და ნერვული სისტემის აშლილობას, ქრონიკულ კოლიტს და გასტრიტს. ასევე, სისუსტეს, კანის სხვადასხვა დაავადებას. აქვეითებს წინააღმდეგობის გაწევის უნარს დაავადების მიმართ. B2 ვიტამინის ძირითადი საკვები წყაროებია – კომბოსტო, ახალი ბარდა, ვაშლი, ნუში, მწვანე ლობიო, პომიდორი, თალგამი, ხორბალი, ლუდის საფუარი, ღვიძლი, საქონლის ხორცი, რძე და რძის პროდუქტები.
თიამინი ანუ B1 ვიტამინი განსაკუთრებით საჭიროა ორგანიზმისთვის, როგორც რიბოფლავინის თანამგზავრი, რადგან B ჯგუფის ყველა ვიტამინი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ერთ-ერთი მათგანის მიღებით თქვენ ზრდით ორგანიზმის მოთხოვნილებას დანარჩენზე. თუ ორგანიზმს არ ყოფნის B ჯგუფის ერთ-ერთი ვიტამინი, კვების რაციონში ჩართეთ ლუდის საფუარი. თიამინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამ ვიტამინის დეფიციტის დროს წარმოიქმნება ნერვული სისტემის აშლილობის სხვადასხვა ნიშანი, მაგალითად, პოლინევრიტი.
თუ გაწუხებთ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები, გაქვთ გაუვალობა, ეს არის B1 ვიტამინის არასაკმარისი შემცველობის სიმპტომი. მიირთვით დაცეხვილი ხორბლის პური ან დაუფქვავი ბურღულის ფაფები. ასევე, B1 ვიტამინის ძირითადი წყაროებია – ჭვავი, შვრია, ლობიო, სატაცური, კარტოფილი, ღვიძლი, ქატო.

ანგინა საშიში დაავადებაა
ანგინა გლანდების ანუ ნუშურა ჯირკვლების ანთებაა. ის მწვავედ იწყება და ამ დროს ადამიანს აწუხებს ყელის ტკივილი, განსაკუთრებით ყლაპვის დროს. სხეულის ტემპერატურა იმატებს. ადამიანს ახასიათებს საერთო სისუსტე, მადის დაქვეითება, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, კისრის მიდამოებსა და ყბის ქვეშ არსებული ლიმფური კვანძების გადიდება.
ანგინა თითქოს მარტივი დაავადებაა, მაგრამ მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, რადგან ანთება შესაძლოა შუა ყურზეც გადავიდეს და ჯირკვლის ირგვლივ რბილი ქსოვილის დაზიანება გამოიწვიოს, რასაც გართულებები მოსდევს. ნუშურა ჯირკვლების ანთების გადატანიდან ერთ თვეში შეიძლება, განვითარდეს რევმატიზმი, თირკმელების ანთება, გართულებები გულზე. ასევე, ანგინა უარყოფით კვალს ტოვებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, იწვევს ქოლეცისტიტსა და გასტრიტს.
ანგინის დროს ინიშნება ანტიბიოტიკებით მკურნალობა. თუ ანთების გამომწვევი სოკოა, ინიშნება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები. ასევე, ეფექტურია ადგილობრივი ზემოქმედების პრეპარატები, მაგალითად, აეროზოლები, სავლები საშუალებები, რომლებიც სალბის, ევკალიპტის, გვირილის ან სოდიანი წყლის შემადგენლობით მზადდება. მარილიანი სავლები შეგიძლიათ ყოველ ორ საათში ერთხელ გამოივლოთ ყელში. ის ასე მზადდება: ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსენით ერთი სადილის კოვზი სუფრის მარილი.
თუ ანგინას თან ახლავს მაღალი სიცხე, აუცილებლად უნდა დაწვეთ და მიიღოთ სიცხის დამწევი საშუალებები, მიირთვათ ბულიონი, პიურე, სვათ კომპოტი და ჩაი.
თუ სუსტი ყელი გაქვთ, მოერიდეთ ცივი სითხეების დალევას, რადგან ყელის გაციება ანგინის განვითარებას უწყობს ხელს. უნდა სვათ ვიტამინების კომპლექსი ან იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები, რომ ორგანიზმი გააძლიეროთ. უნდა მოერიდოთ ინფექციის კერებს, განსაკუთრებით ვირუსული ეპიდემიის დროს, რადგან ინფექციის გადადება ხდება ჰაერწვეთოვანი გზით – დაცემინებით ან დახველებით. ასე რომ, თუ სუსტი ყელი გაქვთ, საკუთარ ჯანმრთელობას თავად უნდა მიხედოთ და დროულად ჩაიტაროთ პროფილაქტიკური საშუალებები, რათა გართულებები თავიდან აიცილოთ.

скачать dle 11.3