კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჩელსისა” და „ბაიერნის” ტოპ-ფეხბურთელების ტოპ-ფაქტები

მიუნჰენის „ალიანს არენაზე” წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალური შეხვედრა 19 მაისს გაიმართება და ერთმანეთის წინაშე წარდგებიან ინგლისური „ჩელსი” და გერმანული „ბაიერნი”, რომლისთვისაც ფინალური მატჩის სტადიონი საშინაო არენაა და პირველად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, გერმანული კლუბი ფინალურ მატჩს მასპინძლის სტატუსით ეგებება. ამ მატჩის მიმართ ფეხბურთის გულშემატკივრების ინტერესის გათვალისწინებით, „თბილისელები” გთავაზობთ ფინალის მონაწილე კლუბების ფეხბურთელთა შესახებ გავრცელებულ ყველაზე საინტერესო ფაქტებს.
„ბაიერნი” მიუნჰენი (გერმანია) – დაარსდა 1900 წელს; მეტსახელი „წითლები” და „სკ ჰოლივუდი”.
მანუელ ნოიერი – „ბაიერნის” პირველი ნომრის ჰობი ჩოგბურთი, თხილამურები და მოგზაურობაა; უყვარს იტალიური სამზარეულო, სასმელებიდან უპირატესობას „კოკა-კოლას” ანიჭებს; მანუელის ძმა, მარსელო საფეხბურთო არბიტრია გერმანიის ბუნდესლიგის მეექვსე ლიგაში; 2007 და 2011 წლებში მანუელ ნოიერი გერმანიის საუკეთესო გოლკიპერად დასახელდა; 2011 წლის ნოემბერში გადაცემაში „ვის სურს გახდეს მილიონერი” მანუელ ნოიერმა 500 ათასი ევრო მოიგო.
ფილიპ ლამი – მისი მეტსახელია „რადისტი ლამი”; 2011 წელს გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „როგორ უნდა გახდე ტოპ-ფეხბურთელი”; უყვარს ბავარიული ძეხვი კარტოფილთან ერთად; ჰობი: სნუკერი, ჩოგბურთი, ბილიარდი; 2010 წელს მონაწილეობა მიიღო კინოფილმში „დაწყევლილი ფეხბურთელები”, სადაც ლუკაშ პოდოლსკისთან ერთად საკუთარი თავი განასახიერა.
ჯერომ ბოატენგი – წარმოშობით განელია, მისი ღვიძლი ძმა, კევინ-პრინს ბოატენგი განის ნაკრებისა და „მილანის” წევრია, მაშინ როდესაც თავად ჯერომი გერმანიის ნაკრებში თამაშობს; მამამისი დიჯეიც იყო და ოფიციანტადაც მუშაობდა; მას შემდეგ, რაც მისმა ძმამ ტრავმა მიაყენა მიხაელ ბალაკს, ჯერომმა მასთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა, ენათესავება 1954 წლის მუნდიალის გამარჯვებულს, ლეგენდარულ გერმანელ ფეხბურთელს, ჰელმუტ რანს.
ბასტიან შვაინშტაიგერი – მისი გვარი რამდენიმე გერმანული სიტყვისგან შედგება და ნიშნავს „ღორების სადგომს”; ჰობი: გოლფი, წიგნები და კალათბურთი; ბასტიანის მეგობარი გოგონაა მოდელი სარა ბრანდერი; უყვარს ინდაურის სალათა და ყავა.
არიენ რობენი – მეტსახელი: „რაკეტა”, „ბროლის კაცი”; უყვარს სუში და „კოლა-ლაითი”; ფლობს ოთხ ენას: ჰოლანდიურს, გერმანულს, ესპანურსა და ინგლისურს; ფეხბურთის პარალელურად, საუკეთესო ნიშნებზე სწავლობდა სკოლაში; მამამისი – ჰანს რობენი, შეთავსებით მისი აგენტია; სადაც უთამაშია, ყველგან გახდა ქვეყნის ჩემპიონი: ჰოლანდია, ინგლისი, ესპანეთი, გერმანია.
ტონი კროოსი – დედა ბრიგიტი გერმანიის ჩემპიონია ბადმინტონში, ხოლო მამა როლანდი ბავშვთა გუნდს ავარჯიშებს „ჰანზაში”; ჰობი: პოკერი, ჩოგბურთი; საყვარელი მომღერალი: ჰერბერტ გრონემაიერი, სპორტსმენი – როჯერ ფედერერი; უყვარს შნიცელი მილანურად; მისი ძმა, ფელიქსი „ვერდერის” ფეხბურთელია.
თომას მიულერი – ამ გვარის მეოთხე ფეხბურთელია გერმანიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატებზე, გერდ, ჰანს და დიტერ მიულერების შემდგომ; ჰობი: გოლფი და „დურაკა”; ავტომობილი: „აუდი RS” 5; გერდ მიუელერის მსგავსად ნაკრებში ისიც 13-ნომრიან მაისურს ატარებს; უყვარს ფუნთუშა ბავარიული სარდელით.
ფრანკ რიბერი – 2 წლის ასაკში ოჯახთან ერთად მოხვდა ავტოკატასტროფაში, რის შედეგადაც სახის დაზიანებები მიიღო, რიბერს სთავაზობდნენ პლასტიკური ოპერაციის ჩატარებას, თუმცა მან უარი განაცხადა, და ასე რომ, იარები მისი სავიზიტო ბარათია; რიბერმა მიიღო ისლამი და დაქორწინდა მორწმუნე ალჟრელზე; 2010 წელს ის სკანდალში გაეხვია – ბრალად ედებოდა სექსუალური კავშირის დამყარება არასრულწლოვან მეძავთან; ჰობი: მოტოციკლეტები და ჩოგბურთი; 2002 წელს დროებით დაანება ფეხბურთის თამაშს თავი ფინანსური პრობლემების გამო და საგზაო მუშად მუშაობდა.
მარიო გომესი – მამა ესპანელი ჰყავს, გრანადიდან, ხოლო დედა – გერმანელი; მეტსახელი: „სუპერმარიო”, „ტორერო”; ერთ-ერთ მატჩში გოლი გენიტალიით გაიტანა; 2010 წელს მიცემულ ინტერვიუში მან გეი-ფეხბურთელებს მოუწოდა არ დამალონ თავიანთი სექსუალური ორიენტაცია.
ანატოლი ტიმოშჩუკი – საფეხბურთო კერპი ლოთარ მათეუსი; ჰობი: მართლმადიდებლური ხატების კოლექციონერობა და „ბონსაი”; უყვარს ხბოს ხორცი ბაროლოს სოუსში; „შახტარის” ყველა დროის სიმბოლური გუნდის კაპიტანი; საყვარელი სუნამო: შანელი.
ლუის გუსტავო: მეტსახელი „გუგა; მორწმუნე კათოლიკე, დღეში ორჯერ ლოცულობს და ყოველდღე კითხულობს ბიბლიას; ავტომობილი: „აუდი Q7”; ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს ბრაზილიელ რონალდოს.
დავიდ ალაბა – დედა ფილიპინელი ექთანი, მამა – ნიგერიელი რეპერი. თავად დავიდი კი ავსტრიის 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელი და ნაკრების წევრია; მეტსახელი: „ალაბისი”.
„ჩელსი” ლონდონი (ინგლისი) – დაარსდა 1905 წელს; მეტსახელი: „პენსიონერები”, „ლურჯები”.
პეტერ ჩეხი – მეტსახელი: „ტანკისტი”, „მისტერ ზერო”; დაიბადა 20 მაისს, იმავე დღეს, როდესაც იკერ კასილასი, თუმცა ერთი წლით გვიან; ფეხბურთის თამაში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე დაიწყო.
ბრანისლავ ივანოვიჩი – რუსეთის ჩემპიონატიდან ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი; სასამართლოს სპეციალური თანხმობა დასჭირდა, რათა სამუშაო ვიზა მიეღო დიდ ბრიტანეთში. „ჩელსიში” გადასვლის დროს მას არ ჰქონდა ნათამაშები ეროვნულ ნაკრებში მატჩების 75 პროცენტი.
ეშლი კოული – ბავშვობიდან გატაცებულია თოფიდან სროლით. ახლახან „ჩელსის” ბაზაზე მიიტანა ტირის თოფი, რომლითაც ფეხში დაჭრა ქუჩაში გამვლელი. 2006 წელს უჩიოდა გაზეთ „ზი სანს”, რომელმაც მას ჰომოსექსუალურ ორგიაში მონაწილეობაში დასდო ბრალი; კოულის ექსმეუღლეა პოპ-მომღერალი შერილ კოული.
ჟოზე ბოსინგვა – წარმოშობით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდანაა, დაიბადა ქალაქ მბანდაკაში, დედა კონგოლეზელია, მამა – პორტუგალიელი.
ჯონ ტერი – მეტსახელი „რკინის კაცი”; კარიერის დასაწყისში თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე; გახმაურებული რომანი ჰქონდა თანაგუნდელისა და მეგობრის, უეინ ბრიჯის მეუღლესთან; ჩემპიონთა ლიგის ფინალს წითელი ბარათის გამო გამოტოვებს.
მიკაელ ესიენი – ნამდვილი სახელია მიკაელ კოჯო ესიენი; „კოჯო” ორშაბათს ნიშნავს, მიკაელი ორშაბათს დაიბადა.
რამირესი – თავისებური დრიბლინგის გამო ბრაზილიელს „ცისფერ ბოცვერს” ეძახიან, გარდა ამისა, მისი მეტსახელებია: „რემბო”, „მეომარი”, „კენიელი”; რამირესი ლეგენდარული პელეს მოგვარეა, ისიც დო ნასიმენტოა; ფინალს ყვითელი ბარათის გამო გამოტოვებს.
ფრენკ ლამპარდი – მეტსახელი „სუპერ ფრენკი”; ლამპარდს „ჩელსის” ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალი IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) აქვს; 2000 წელს რიო ფერდინანდთან და კირონ დაიერთან სექსუალური სკანდალის გმირი გახდა; საფეხბურთო ოჯახიდან არის: მამა ფრენკ ლამპარდ უფროსი „ვესტ ჰემში” თამაშობდა, ბიძამისი „ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპია.
ჯონ ობი მიკელი – მისი გვარი ნიგერიულ ენაზე „მამის გულს” ნიშნავს; 2011 წლის აგვისტოში მამამისი გაიტაცეს და გამოსასყიდს ითხოვდნენ, თუმცა რამდენიმე ხანში უკან უვნებელი დააბრუნეს.
რაულ მეირელეში: ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტატუირებული ფეხბურთელი, რეალური კონკურენცია პორტუგალიელს შესაძლოა ფრანგმა ჯიბრილ სისემ გაუწიოს; რაულის მეუღლე, ივონა ასევე დაფარულია ტატუირებით; ფინალს ყვითელი ბარათის გამო გამოტოვებს.
ფერნანდო ტორესი: მეტსახელი „ელ ნინიო”; აქვს 5 ტატუ: მარჯვენა ხელზე ციფრი „9”, ქალიშვილის სახელი, მეუღლისა და საკუთარი სახელი ელფების ენაზე და თარიღი, თუ როდის აკოცა პირველად ცოლს; მის ქორწილს მხოლოდ ორი მოწმე და მღვდელი ესწრებოდნენ.
დიდიე დროგბა: მეტსახელები: დედა  „ტიტოს” ეძახდა, იუგოსლავიელი იოსეფ ბროზ ტიტოს პატივსაცემად, ასევე ჰქვია: „ბელადი”, „სპილო”, „დროგბადაბუმი”, „დდ”, „დროგბაზუკა”; ჯონ ტერისთან, ჯო კოულთან და ფლორან მალუდასთან ერთად, ჩამოაყალიბა როკ-ჯგუფი.

скачать dle 11.3