ნანი დაინიშნა
„მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი ვარსკვლავი ნანი დაინიშნა. მისი რჩეული დანიელა მარტინსია, რომელსაც ფეხბურთელი უკანასკნელი ოთხი წელია ხვდება, და რომელიც „მანჩესტერის” ფეხბურთელების ცოლების კლუბის წევრი გახდება. სხვათა შორის, ბრიტანეთში ეჭვობდნენ, რომ ნანის ფიქრმა ქორწინებაზე, შესაძლოა, გავლენა იქონიოს მის სპორტულ ფორმაზე, მაშინ, როცა „მანჩესტერს” მნიშვნელოვანი მატჩები აქვს დარჩენილი პრემიერლიგაში და ალექს ფერგიუსონი თავისი მოთამაშეებისგან მაქსიმალურ კონცენტრირებას მოითხოვს. თუმცა, გუნდის შედეგებიდან გამომდინარე, ნანისა და დანიელა მარტინსის რომანმა ხელი ვერაფრით შეუშალა „მანჩესტერის” მორიგ საჩემპიონო ტიტულს.