აკრძალვა დანიის ნაკრებისთვის
„ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე მონაწილე დანიის ნაკრების ფეხბურთელებს აეკრძალებათ სოციალურ ქსელებთან ყოველგვარი კავშირი”, – ასეთი დადგენილება გამოსცა დანიის ფეხბურთის კავშირმა. მთავარმა მწვრთნელმა მორტენ ოლსენმა ეს აკრძალვა მოიწონა. ოლსენის თქმით, მისი სურვილია, რომ ფეხბურთელები ტურნირზე იყვნენ კონცენტრირებულნი და არა „ტვიტერზე” და „ფეისბუქზე”. საინტერესოა, რომ თავად ფეხბურთელებმა უკვე გამოთქვეს პროტესტი ამ აკრძალვასთან დაკავშირებით, მაგალითად, მეკარემ ტომას სორენსენმა ამ დადგენილებას სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი უწოდა.