დეფოს სკანდალი
„ტოტენჰემის” ფორვარდი ჯერმეინ დეფო სექსუალური სკანდალის გმირი გახდა. ბრიტანულმა ტაბლოიდებმა გამოაჭენეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეფო მავან ფოტომოდელთან, ჯორდი ბრაუნთან, სასტუმროს ნომერში სექსით იყო დაკავებული და ფეხბურთელს ღალატში დასდეს ბრალი. ცნობისთვის, დეფოს ოფიციალური „გერლფრენდი” ინგლისელი პოპ-ვარსკვლავი ალექსანდრა ბერკია. საინტერესოა, რომ თავად დეფომ არ უარყო გავრცელებული ცნობა და დაადასტურა, რომ მართლა ჰქონდა სექსი ფოტომოდელთან. ჯერჯერობით ბერკის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცნობია, თუმცა, ფაქტია, რომ „ტოტენჰემმა” მისი სახით ერთგული ქომაგი უკვე დაკარგა.