რომარიოს „ნაყარი”
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა რომარიომ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთში „ნაყარი” უწოდა და გამოთქვა მოსაზრება, რომ, ის იმედი, რომლითაც მთელი ბრაზილია ცხოვრობს (რომ მათი გუნდი 2014 წელს „მუნდიალის” გამარჯვებული გახდება), რთული შესასრულებელი მისია იქნება. რომარიოს თქმით, ჯერ კიდევ დრო არის, რომ გუნდი შეიკრას და საუკეთესო თამაში აჩვენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღევანდელი ფორმაციის „სელესაო” ჯგუფიდანაც კი ვერ გავა. საინტერესოა, რომ ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს მანო მენეზესს, უკვე წაუყენეს ულტიმატუმი: თუ ბრაზილია ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლებს არ მოიპოვებს, მას თანამდებობის დატოვება მოუწევს.