რობერტო კარლოსი ფეხბურთს მახაჩკალიდან დაემშვიდობება
მახაჩკალის „ანჟის” დირექტორმა, ბრაზილიელმა რობერტო კარლოსმა, რომელიც დროებით არ არის შეყვანილი გუნდის განაცხადში, გამოთქვა ვარაუდი თავის ბოლო, გამოსამშვიდობებელ მატჩთან დაკავშირებით. ლეგენდარული ფეხბურთელი ფეხბურთიდან ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში აპირებს წასვლას და გეგმავს, ორი მატჩი ჩაატაროს მადრიდის „რეალთან”: ერთი – მახაჩკალის სტადიონზე, ხოლო მეორე – „სანტიაგო ბერნაბეუზე”. 39 წლის კარლოსი ჯერ ვერ აკონკრეტებს, თუ რომელი ფეხბურთელები მიიღებენ მის გაცილებაში მონაწილეობას – „რეალის” მოქმედი ფეხბურთელები თუ ვეტერანი ვარსკვლავები.