კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ხშირად ხდება, რომ ქუჩაში ხელგამოწვდილ ადამიანს მოწყალებას ვერ ვაძლევ და მერე ამაზე ვდარდობ. არსებობს თუ არა მოწყალების გაღების რაიმე სხვა წესი?
პასუხი: შემოსავალს ადამიანს უფალი აძლევს და გაცემულ სიკეთეს უფალი სიკეთითვე დაუბრუნებს. ასე რომ, თუ მოწყალების გასაცემად თანხა ყოველთვის გექნებათ გადანახული, ამით არაფერი დაგაკლდებათ, პირიქით. ადამიანს ყოველთვის შეუძლია, გაიღოს მოწყალება – ზოგმა თანხით, ზოგმა სხვა რაიმე სიკეთით. ვისაც არ გააჩნია სამოწყალო თანხა, შეუძლია, ღვთისთვის სათნო სხვა საქციელით გაიღოს მოწყალება. იმ შემთხვევაში, თუ ფული არ გაქვთ, შეგიძლიათ, მათხოვრებს მშვიდად ჩაუაროთ და დალოცოთ – ღმერთმა გიშველოთო.
კითხვა: რა დანიშნულება აქვს სახლის კურთხევას?
პასუხი: სახლის (ოჯახის) კურთხევისას მღვდლის ლოცვით ოჯახზე გადმოდის ღვთის მადლი, მაგრამ ღვთის შეწევნა ოჯახის იმ წევრებზე მოდის, რომლებიც ქრისტეს წმიდა მცნებებით იცხოვრებენ. ეს ძალიან კარგად ჩანს თვით სახლის კურთხევის ლოცვებშიც. ამიტომ, აუცილებელია სახლის კურთხევა, მაგრამ, უმთავრესია საკუთარი სულის განწმენდა, ანუ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება.
კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ, საიდან იღებს სათავეს ხარების დღესასწაულზე თევზის მიღების და შობის დღესასწაულზე ღორის დაკვლის ტრადიცია?
პასუხი: ხარება უდიდესი დღესასწაულია, მაგრამ ის დიდმარხვას ემთხვევა და ამიტომ ეკლესიამ ეს დღე თევზით გაახსნილა. რაც შეეხება შობის დღესასწაულს, ამ დღეს ღორის დაკვლა საეკლესიო კანონიკა არ არის. უბრალოდ, ჩვენი წინაპრები საგანგებოდ ემზადებოდნენ ამ დღისთვის, რადგან მარხვა ხსნილდებოდა და ზეიმობდნენ, რასაც ღორის ან სხვა პირუტყვის დაკვლით აღნიშნავდნენ.
კითხვა: რატომ გვიჭირს პატიების თხოვნა და ბოდიშის მოხდა მოყვასის წინაშე?
პასუხი: პატიების თხოვნა და ბოდიშის მოხდა მოყვასის წინაშე უჭირს პატივმოყვარე და ამპარტავან ადამიანს.

скачать dle 11.3