კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

სქემ-იღუმენი იოანე: ჩვენ, ცოდვილნი, იმდენად მივეჩვიეთ სხვების განკითხვას, რომ თვისებადაც კი გვექცა. აღარ გვახსოვს ღმერთის კრძალვა და ცოდვის სიმძიმე. განკითხვა მუდამ მიკერძოებულია, რამეთუ, არ ვუწყით ცოდვის მიზეზი, თუ რამ აღძრა შემცოდე. ჩვენ მხოლოდ მოყვასის ცოდვას ვხედავთ, ხოლო მისი სინანული მხოლოდ ღმერთმა უწყის. ღმერთო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვაი ძმისა ჩემისა!
ზოსიმე პალესტინელი: მოაშორე ქვეყანას განსაცდელები და აღარავინ იქნება წმიდა, რამეთუ, რომელიც გაურბის განსაცდელს, სულთა მარგებელს, იგი გაურბის საუკუნო ცხოვრებას. ვინ მიანიჭა წმიდა მოწამეებს გვირგვინი დიდებისა? – იმათმა მკვლელებმა. ვინ მოუბოძა სტეფანეს ესოდენი დიდება? – იმათ, ვინც იგი ქვებით ჩაქოლეს.
მარკოზ განშორებული: შეუძლებელია გონების დადუმება სხეულის გარეშე; არც მათ შორის შუაკედლის დანგრევა – დუმილისა და ლოცვის გარეშე.
იოსებ ისიხტასი: ყველაფერი გონების წარმოსახვითი ნაწილიდან იწყება. არ არსებობს ისეთი ცოდვა ან სათნოება, რომ მისი ამოსავალი არ იყოს გონების წარმოსახვითი ნაწილი. მაშასადამე, გადარჩენის წმიდა მიზანი ამ გონიერი საწყისის კეთილად დაცვით მიიღწევა. სულიერი სიფხიზლის მთავარი მნიშვნელობა ვნებიანი წარმოსახვებისგან გონების სუფთად დაცვასა და ეშმაკის ყოველი თავდასხმისას იესოს სახელითა და სიტყვებით შებრძოლებაში მდგომარეობს. სიფხიზლის გარეშე სულისა და ხორცის განწმენდა ვერ მიიღწევა, უამისოდ კი გონებითა და გულისხმიერი გრძნობით ღმერთის ხილვა შეუძლებელია.
იოანე სინელი: ჭეშმარიტი გლოვა ყოველივე ხორციელი ნუგეშის მოკვეთაა მწუხარების გარეშე.
ტიხონ ზადონელი: თუ ცოდვებს განვაგდებთ, ცოდვასაც ამოვძირკვავთ. ზრახვებიდან წარმოიშობა ცოდვა, როგორც ფესვიდან – ხე, ანდა თესლიდან – ნაყოფი. ამოძირკვე ფესვი და ხე არ იქნება; გაანადგურე თესლი და ნაყოფი არ გაიზრდება.
ანტონ ჭყონდიდელი: რომლისამე სასოწარკვეთილებას რომ ვხედავ, აქ სხუა იჭვი და შიში შემოდის ჩემის უღირსებისა შორის: ვაი ჩემს უღირსებას თუ ცოდვისაგან გამოსვლა და ხსნა არ გენებებოდეს! თუკი ცოდვისგან განშორება გნებავს, სასოწარკვეთის მიზეზი რა უნდა გაქუნდეს? – ვერას მიზეზს ჰპოებ. მაგრამ ცოდვისგან გამოსვლა არ გნებავს და რადგან არ გნებავს, ხსნაც შეუძლო არის.
თეოფანე დაყუდებული: ლოცვა მაშინაა კარგი, როცა თავს კარგად გრძნობ და ვერაფერი გიშლის ხელს ვერც ტაძარში და ვერც სახლში. თუმცა ტაძარში ლოცვა უკეთესია, იქ ლოცვის სული ტრიალებს. კარგია, რომ მუდამ ტაძრისკენ მიილტვით, მაგრამ, თუ ტაძარში წასვლა შეუძლებელია, რას იზამ, შინ ილოცეთ. სახლში, როგორც გინდა, ისე ილოცებ. თავად განსაჯეთ, ამ დროს სრული თავისუფლება გაქვთ, ოღონდ კი გონებითა და გულით ღმერთს ადიდებდეთ, მადლობდეთ და ევედრებოდეთ.

 

скачать dle 11.3