კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აგიჟებს ქალს ვნება და როდის ერევა ის გრძნობაში

მოეთხოვება თუ არა პასუხი ქალს, რომელიც ცოტა ხნით აჰყვა გრძნობებს და დაივიწყა თავისი მოვალეობები? შეიძლება, საკითხი სხვანაირადაც დაგვესვა: აქვს კი გრძნობების აყოლის უფლება გათხოვილ ქალს?! რეალურად მას გრძნობა საკუთარი ქმრის მიმართ უნდა ჰქონდეს – მაშინ ყველაფერი წესრიგში იქნება და არც არავინ დაზარალდება. ადამიანი არ არის შეუმცდარი და ვერავინ მოგცემთ იმის პირობას, რომ ნებისმიერი შემთხვევითობისგან იქნება დაზღვეული. ყოველთვის შეიძლება, რაღაც მოხდეს. მთავარია, როგორ გამოვალთ სიტუაციიდან, რომელიც აუცილებლად შეგვიქმნის სერიოზულ პრობლემას. პატიება ყველაფრის შეიძლება და შანსსაც, ალბათ, მოგცემს ის, ვისაც უყვარხარ. მთავარია, თვითონ შანსი არ დაუკარგო საკუთარ თავს. არაფრისთვის არ ღირს ბედნიერების სასწორზე დადება.

скачать dle 11.3