კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ სექსუალურ სკანდალში გაეხვია რუსი მილიარდერი ვალერი კოგანი და რით არის გამორჩეული მოსკოვის ექსმერის ცოლის, ელენა ბატურინას ლონდონური რეზიდენცია

„ფორბსის” პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგიდან, სავარაუდოდ, მხოლოდ რუს მილიარდერებს, რომელთაც ხალხში „ოლიგარქებს” უწოდებენ, აქვთ მიდრეკილება იცხოვრონ ყველაზე ფეშენებელურ, ძვირად ღირებულ და ფუფუნების საგნებით გავსებულ სასახლეებში, ვილებსა და პენტჰაუსებში. რუსი მილიარდერები სწორედ ფუფუნების სიყვარულით გამოირჩევიან მსოფლიოს სხვა მილიარდერებისგან, რომელთა დიდი ნაწილი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ სახლებში ცხოვრობს და ძველი ავტომობილებით გადაადგილდება. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ რუსი ოლიგარქების საცხოვრებელ სახლებს, რომელთა გრანდიოზულობა გაოცებას იწვევს.
რომან აბრამოვიჩი – სასახლე „ლინდსი ჰაუსი” ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
რომან აბრამოვიჩმა ლონდონის უბან ჩელსიში. 25 მილიონ ფუნტ-სტერლინგად იყიდა არა უბრალოდ სასახლე, არამედ 1674 წელს აგებული ისტორიული შენობა, რომელიც ბრიტანული ფონდ „ტრასტის” დაცვის ქვეშაა. ჩელსი არისტოკრატების უბნად ითვლება და იქ მხოლოდ მილიონერები ცხოვრობენ, მაგალითად, ინდოელი  ფოლადის მაგნატი ლაქშმი მიტალი ან თუნდაც საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი.  „ტრასტი” ინგლისის ისტორიული შენობების იერსახის  შენარჩუნებასა და შენახვაზე მზრუნველი ორგანიზაციაა და ამ უნიკალური შენობის წილის მფლობელი, რომელსაც არ ყიდის. „ტრასტს” უფლება აქვს, რომ წელიწადში რამდენიმე დღით სასახლის კარი დამთვალიერებლისთვის გახსნას. მართალია, აბრამოვიჩს საჯარო ცხოვრება არ უყვარს, მაგრამ ამასთან შეგუება  უწევს.
დმიტრი რიბოლოვლიევი – სასახლე „მაისონ დე ლ’ამიტიე” პალმ-ბიჩი, ფლორიდა, ამერიკის შეერთებული შტატები
ეს სასახლე დიმიტრი რიბოლოვლიევმა ამერიკელი მილიარდერის დონალდ ტრამპისგან 2008 წელს, 100 მილიონ დოლარად შეიძინა. საცხოვრებელი ფართი 3000 კვადრატული მეტრია. სასახლეს აქვს საკუთარი 140 მეტრი სიგრძის „პლაჟი”, 18 საძინებელი და ორი სასტუმრო ფლიგელი. ყიდვა-გაყიდვის გარიგებამ ფლორიდის შტატის უძრავი ქონების რეკორდი მოხსნა, ხოლო თავად ტრამპმა განაცხადა, რომ არასდროს მანამდე ამხელა თანხა არ გადაუხდია კერძო საცხოვრებელში.
ტელმან ისმაილოვი – სასტუმრო „მარდან პალასი”, ანტალია თურქეთი
1,4 მილიარდი დოლარის ღირებულების სასტუმროს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მილიარდერმა ტელმან ისმაილოვმა მამის პატივსაცემად „მარდანი” უწოდა. შიდა ინტერიერის მოწყობაზე ისმაილოვმა 10 000 კვადრატული მეტრი მოოქრული ლითონი გამოიყენა, ხოლო კიბის დეკორზე – ნატურალური ბროლი. გარდა ამისა, სასტუმროს აქვს საკუთარი ზოოპარკი, მომღერალი შადრევნები და ეგვიპტიდან ჩამოტანილი ოქროს ქვიშიანი „პლაჟი”. სასტუმროს გახსნის შემდეგ რამდენიმე პრობლემა წარმოიშვა და მათ შორის, კლიენტურის ნაკლებობის პრობლემაც მწვავედ იდგა. 2010 წელს სასტუმროს ელექტროენერგია გაეთიშა, რადგან რამდენიმე მილიონი დოლარის გადასახადი იყო დაგროვილი. არადა, სასტუმროს გახსნის ცერემონიამ დიდი პომპეზურობით ჩაიარა. გახსნაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ მოსკოვის მაშინდელი მერი იური ლუჟკოვი, იოსიფ კობზონი, იტალიელი დივა  მონიკა ბელუჩი და სხვები.
ვალერი კოგანი – სასახლე გრინვიჩის რაიონში, ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები
რამდენიმე წელია მილიარდერი ვალერი კოგანი ცდილობს, რეკონსტრუქცია ჩაუტაროს ნიუ-იორკის გარეუბანში მდგარ შენობას. 18 მილიონ დოლარად ნაყიდ შენობას 1 700 კვადრატული მეტრის ფართობი უკავია და კოგანი, რომლის მფლობელობაშია მოსკოვის „დომოდედოვოს” აეროპორტი გაფართოებას გეგმავს და სასახლის 2 500 კვადრატული მეტრის ფართობზე გაშენებას. ამჟამად მილიარდერი კოგანი, რომელსაც 2011 წლიდან პედოფილიაში ედება ბრალი (ინტერნეტში გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელზეც კოგანი ორ მცირეწლოვან ბიჭთან არის დაფიქსირებული და რგოლს უკვე მაინიჭეს „პორნოგრაფიის” იარლიყი) სპეციალურ ნებართვას ელოდება შესაბამისი სამსახურიდან. თუმცა, ამერიკელებმა უკვე რამდენჯერმე შეაცვლევინეს პროექტი, რადგან თავდაპირველად წარმოდგენილ პროექტს ნიუ-იორკელებმა „ტოილეტგეიტი” უწოდეს. წარმოდგენილი პროექტის თანახმად სასახლეში 26 საპირფარეშო და აბაზანა უნდა ყოფილიყო.
მიხაილ პროხოროვი – ვილა
„ლეოპოლდი”, ლაჟვარდოვანი
სანაპირო, საფრანგეთი
1902 წელს, ბელგიის მეფე ლეოპოლდის მიერ აშენებული ვილა, რუსეთის აწ უკვე პრეზიდენტობის ექსკანდიდატს, მიხაილ პროხოროვს 2008 წელს მოეწონა და გადაწყვიტა ბანკირის, ედმონდ საფრის ქვრივისგან 370 მილიონ ევროდ გამოესყიდა. გარიგების განხორციელებას ხელი მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა შეუშალა. პროხოროვმა გადაიფიქრა ვილის შეძენა და უკან მოითხოვა წინასწარ გადახდილი 39,4 მილიონი ევრო. ლილი საფრამ უარი განუცხადა პროხოროვს თანხის დაბრუნებაზე და სასამართლოც მის მხარეს აღმოჩნდა.
ალიშერ უსმანოვი – „ბიჩვუდი”, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
 გაზეთ „სანდი თაიმზის” ცნობით, „ბიჩვუდის” სასახლე ალიშერ უსმანოვმა 2011 წლის იანვარში შეიძინა ყატარელი ემირისგან, რომელსაც სასახლე საუდის არაბეთის სამეფო ოჯახისგან, ჯერ კიდევ 70-იან წლებში ჰქონდა ნაყიდი. 1840 წელს აშენებული შენობა ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და არქიტექტორ ჯორჯ ბესევის პროექტითაა აგებული. მისი დაპროექტებულია ლონდონის ბელგრეივ-სკვერიც. გარიგების დეტალები ისევე როგორც სასახლის შიდა ინტერიერი, გასაიდუმლოებულია. ცნობილია სასახლის მხოლოდ ერთი ფოტო, მასზეც კადრში, მხოლოდ გარე ფასადი ჩანს, რომელსაც ხეები ეფარება.
ოლეგ დერიპასკა – „რეჯენსი”,
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
„რუსული ალუმინის მეფედ” წოდებულმა ოლეგ დერიპასკამ ჯერ კიდევ 2004 წელს იყიდა შენობა ლონდონის ისტორიულ ნაწილში. „რეჯენსი” ლონდონის ბელგრეივის მოედანზე მდებარეობს და მის მახლობლად არის დიდი ბრიტანეთის სიმბოლო, უძველესი პაბი „სტარ ტავერნი”. ოფიციალურად, სასახლის მფლობელია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია „რაველოტია”. თუმცა, ფაქტიური მფლობელი ოლეგ დერიპასკაა. რუსი ოლიგარქის მეზობლების თქმით, დერიპასკა ლონდონში კვირაში ერთხელ ჩადის.
ელენა ბატურინა – „უიტანჰერსტი”, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მოსკოვის ექსმერის, იური ლუჟკოვის მეუღლის, ელენა ბატურინას მიერ 2008 წელს შეძენილი „უიტანჰერსტი”, ბუკინგემის სასახლის შემდეგ, სიდიდით მეორე ყველაზე დიდი კერძო რეზიდენციაა ლონდონში. მეთვრამეტე საუკუნის 90-ოთახიანი სასახლე იმით არის ცნობილი, რომ იქ რამდენიმე ისტორიული კინოფილმია გადაღებული – „ნიკოლას ნიკლბი“, „ხავერდოვანი ფეხები”, „სიკვდილზე მშვენიერი” და ასევე „ვარსკვლავების აკადემიის” ბრიტანული ანალოგი, შოუ „ფეიმ აკადემი”. აღსანიშნავია, რომ თავად ელენა ბატურინა და მისი გარემოცვა კატეგორიულად უარყოფენ სასახლის ყიდვის ფაქტს.
ლევ ლევაევი – „პალადიო”, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
კარგად ცნობილმა რუსმა მილიარდერმა ლევ ლევაევმა ლონდონის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე „პალადიოს” სასახლე 70 მილიონ დოლარად 2008 წელს შეიძინა. სასახლეს საკუთარი ღამის კლუბი, საუნა, აუზი, სილამაზის სალონი, სპა-ცენტრი, კინოთეატრი და მოოქრული, მოზაიკით მოპირკეთებული იატაკი აქვს. ბრიტანული მასმედიის ცნობით, მარტო შესასვლელი კარების ფასი 100 ათასი ფუნტი სტერლინგია, ხოლო უნიკალური ქვებით მოპირკეთებული ბუხრის ფასი 200 ათასი ფუნტია. სასახლე მეთვრამეტე საუკუნის არქიტექტურის შედევრად ითვლება და თანამედროვე მოთხოვნებს სრულად პასუხობს. აღსანიშნავია, რომ სასახლის ყველა ფანჯარა და სარკმელი ტყვიაგაუმტარი ნივთიერებისგან არის დამზადებული.

скачать dle 11.3