კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ინფორმაციას შეიცავს მობილური ტელეფონი პატრონის შესახებ, რა შემთხვევაში უნდა ამოიღოთ მობილური ტელეფონიდან ელემენტი და როდის უნდა ჩადოთ ის თავდახურულ ქვაბში

არცთუ ისე დიდი ხნის წინათ „თელიასონერა“, რომელიც, ასევე, ჩვენს „ჯეოსელსაც“ ფლობს, დიქტატორულ რეჟიმებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს, მათ შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნის ხელისუფლებებთანაც. თანამშრომლობის მიზანი მარტივია – ფიჭური კავშირგაბმულობის ხსენებული კომპანია ადგილობრივ ხელისუფლებებს თითქოს თავისი აბონენტების პირად ინფორმაციასთან წვდომას უადვილებს. ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, მართლაც იყენებს თუ არა „თელიასონერა“ ბოროტად საკუთარ შესაძლებლობებს, მაგრამ, სამაგიეროდ, იმის გარკვევას კი შევეცდებით, რა  ინფორმაციის მიღების საშუალება აქვს დაინტერესებული პირს ამა თუ იმ ადამიანის შესახებ მისივე მობილური ტელეფონის მეშვეობით, რაშიც ბესო ალადაშვილი დაგვეხმარება.

– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საქმე ძალიან მარტივადაა. თავიდანვე უნდა ვთქვათ, თუმცა ამან შესაძლოა, გააკვირვოს მკითხველი, რომ ეს კრიმინალი არ არის. როგორც წესი, უკვე ყველა ქვეყანაში მოქმედებს კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ ფიჭური ოპერატორი თუ ჩვეულებრივი ქალაქის ტელეფონების ოპერატორი ვალდებულია, ხელისუფლებას მისცეს შესაბამისი ინფორმაცია. თუმცა კანონშივეა შეზღუდვები, თუ რა უნდა წარადგინოს შესაბამისმა უწყებამ ინფორმაციის მისაღებად. სხვათა შორის, „თელიასონერას“ რამდენიმე წლის წინათ ფინეთშიც ჰქონდა პრობლემა, რომ თითქოს კანონის გადახვევით უსმენდა პოლიტიკურ მოღვაწეებს და ინფორმაციას გადასცემდა სპეცსამსახურებს. საერთოდ, მოსმენები ყველა ქვეყანაში მტკივნეული თემაა, მაგრამ პოლიტიკოსებს ამაზე თავიდან უნდა ეფიქრათ, როდესაც კანონში შეჰქონდათ ისეთი ცვლილებები, რომლებმაც კანონიერი გახადა ასეთი მოსმენები.
– იმას გარდა, რომ ჩემი მობილური ტელეფონით შესაძლებელია ჩემი ადგილსამყოფლის დადგენა, ტექნიკურად როგორ ხორციელდება მოსმენა?
– ინფორმაციის მიღების უფართოესი არეალია. თუკი ტელეფონს გამორთავთ, ხომ მაინც დაგაფიქსირებენ, სად გამორთეთ?! რაც მთავარია, ჩვენი მობილური ტელეფონი ყოველ 50-10 წუთში თვითონ გადასცემს სიგნალს დედა-პლატას, ანუ დედა-ფიჭას, აქ და აქ ვარო. ტექსტური შეტყობინების კონტროლი საერთოდაც უმარტივესია: თავდაპირველად, ტექსტი მიდის დედა-პლატაზე და იქიდან – ადრესატამდე. ჩვენ ადრეც გვითქვამს, რომ, რაც უფრო განვითარდა კომუნიკაციების ტექნოლოგიები, მით უფრო მარტივი გახდა პირადი ინფორმაციის მოპოვება კანონიერი თუ უკანონო გზით. როდესაც ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია შედის ქვეყანაში, ის ქვეყანა მას უბრალოდ არ მისცემს ლიცენზიას, თუ კომპანია კანონს არ დაემორჩილება და არ აიღებს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ვალდებულებას.
– ყველა ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ეკუთვნის ამა თუ იმ ქვეყანას, ანუ მათ დედასამშობლოს ხელისუფალსაც აქვს წვდომა იმ ქვეყნის აბონენტების პირად ინფორმაციაზე, სადაც ეს კომპანია მუშაობს?
– ბუნებრივია, არა. მაგრამ, მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: ვინმე არის დაცული იმისგან, რომ თვითონ იმ ფიჭურ კომპანიაში არ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც არიან დაინტერესებული პირადი ანგარიშსწორებით?! მაგალითად, მოსკოვში, ჩემდა გასაკვირად, დაიჭირეს მოსკოვის ერთ-ერთი რაიონული კრიმინალური პოლიციის ტექნიკური დანაყოფის უფროსი ოფიცერი, რომელიც, თუ არ ვცდები, თვეში 50 000 დოლარის საფასურად უსმენდა ერთ-ერთ ბიზნესმენს: იწერდა მის საუბრებს, გადაადგილების კოორდინატებს და გადასცემდა მის კონკურენტ ბიზნესმენს. არ ვიცი, რატომ დაიჭირეს, ზემოთ აღარ მიჰქონდა ფული თუ მეორე ბიზნესმენსაც გამოუჩნდნენ პატრონები, მაგრამ ეს საფრთხე რეალურია ნებისმიერ ქვეყანაში.
– სპეცსამსახურების მუშაობაზე როდესაც ვფიქრობ, ძალიან განვიცდი ერთ საკითხს: ამბის მიმტანსაც ჭკუა უნდა, რომ მართებულად გაიგოს მოსმენილი და ადეკვატურად გაიაზროს. ამ ინფორმაციის გადამუშავება და დალაგება როგორ ხდება?
– ყველაზე რთულია არა ინფორმაციის მოპოვება, არამედ მისი გადამუშავება. მოსმენა სამი ეტაპისგან შედგება: მოპოვება, ანალიზი და რეალიზაცია, ანუ გამოყენება. არ არის საკმარისი, რომ ინფორმაცია შენს კონკურენტზე ადრე გქონდეს, უნდა მოასწრო მისი გაანალიზება: ინფორმაციის უზარმაზარი მასიდან ამოიღო მთავარი და დროულად მოახდინო რეაგირება, თორემ ერთი საათის შემდეგ იმ ინფორმაციას ფასი აღარ აქვს, ისევე, როგორც, ვთქვათ, ყოველდღიურ გაზეთს, რომელიც მეორე დღეს კვდება.
– ტექნიკურად შესაძლებელია მასობრივი მოსმენები?
– უხეშად ვთქვათ, რომ საქართველოში არის მილიონი აბონენტი, ზოგს ორი კომპანიის ბარათი აქვს, ზოგს –  სამისაც, რომლებსაც აქვთ მობილური ტელეფონები, ამ მილიონიდან 15 ათასიც რომ იყოს პოლიტიკურად აქტიური, მათი ყოველდღიური მოსმენა და მოსმენილის გადამუშავება შეუძლებელია. ალბათ, გამოიყოფა ცალკეული ჯგუფები დროისა და კონკრეტული სიტუაციის მიხედვით. თუმცა არის მეორე მომენტიც: თუ არ ვცდები, ჩინეთში შექმნეს აპარატი, რომელიც ერთდროულად უსმენს 50 აბონენტს.
– თვითონვე ხომ არ აანალიზებს კიდეც?!
– ვერ გააანალიზებს, აპარატმა შეიძლება, საუბრის რაღაც მონაკვეთები ჩაგიწეროს, იმისდა მიხედვით, რა დავალებასაც მისცემ, რადგან აპარატის მეხსიერება შეზღუდულია. ამიტომაც ძალიან საინტერესო თემაა ლინგვისტიკა და სპეცსამსახურები, რადგან ლინგვისტები ძალიან აქტიურად არიან ჩართული ამ საკითხში. მაგალითად, რუსეთის „ეფესბემ“ ტენდერი გამოაცხადა კავკასიური და ჩრდილოკავკასიური ენების სპეციალისტებისთვის სპეციალური პროგრამების შექმნაზე, რომლებიც ავტომატურ რეჟიმში ინტერნეტიდან ამოკრებდა იმ დედა-სიტყვებს, რასაც დაავალებდი. ვთქვათ, ქართულენოვანი პროგრამა სიტყვა „პუტინს“ ამოაგდებდა ქართული საუბრებიდან თუ ქართული მიმოწერიდან. შეიქმნება ამ სიტყვის ბაზა, ის გაანალიზდება და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მუშაობა მიდის, იმიტომ რომ ეს აიოლებს ინფორმაციის ამოკრეფასაც და ანალიზსაც. ინფორმაციის დიდ წრეს ასუფთავებ და იტოვებ, რაც გჭირდება.
– თუ მე პუტინს რაღაც კნინობითი სახელი დავარქვი, მაგალითად, „ვარდი“. რას იზამს პროგრამა?
– თუ კნინობითად მოიხსენიებთ, ესე იგი, ხდებით გადაბირების კანდიდატი.
– კახური ანეკდოტის არ იყოს, რაიკომის მდივანმა რომ გააფრთხილა, პარტმუშაკებს თქვენებურად არ მიმართოთ, „ვარდო“ დაუძახეთო. ასეთ კნინობითობას ვგულისხმობ.
– თუ იტყვით, რომ რუსეთში ვარდმა გაიმარჯვა, უკვე ჩანს, რომ „ვარდი“ პუტინია. ანუ პროგრამა გათვლილია ასეთ ნიუანსებზეც. გააჩნია, ამ პროგრამაში რა ხარისხით გამოიყენებენ თანამგზავრული და ელექტრონული დაზვერვის ელემენტებს და, ამას გარდა, სულ ვარდს ხომ არ იტყვის ადამიანი?!
– ანუ, თეორიულად, თუ ადგილობრივ მოსახლეობას უსმენს თავისი სპეცსამსახური, იმ სპეცსამსახურს უსმენს სხვა ქვეყნის სპეცსამსახური, იმას –  კიდევ სხვა და, ვინც განვითარების მწვერვალზეა, ის უსმენს ყველას?
– ბუნებრივია.
– კანონში არის დათქმა, რა შემთხვევაში უნდა მომისმინონ, მაგრამ, თუ მე ვერ გავიგე, რომ მისმენდნენ, როგორ დადგება საკითხი, კანონიერად მისმენდნენ თუ უკანონოდ?
– ვერასდროს დადგება ეს საკითხი. კანონში ბევრჯერ შეიცვალა ჩანაწერი, მაგრამ ბოლო რედაქციით, არის დათქმა, რომ პირადი და კომერციული ინფორმაცია, რომელიც არ ეხება კონკრეტულ საქმეს, უნდა განადგურდეს, მაგრამ ვინ აკონტროლებს, განადგურდა თუ არა? აქ ხომ დიდია შანტაჟის ცდუნება?! ამას გარდა, როგორც წესი, მოსმენა ზეპირი ბრძანებით ხდება, ანუ დოკუმენტი არ არსებობს და ამიტომ ვერც გავიგებთ, გვისმენდნენ თუ არა.
– როდესაც მობილური ტელეფონი ჩართულია, მას თავისთავად აქვს მოსასმენი აპარატის ფუნქცია თუ მასში ჩამონტაჟებულია მოსასმენი?
– თუ „ჟუჩოკია“ ჩამონტაჟებული, ეს უკვე სულ სხვა საუბრის თემაა, რადგან ნიშნავს, რომ ვიღაცამ აიღო თქვენი ტელეფონი და შიგ მოსასმენი ჩაამონტაჟა, რაც არის შეღწევა. მაგრამ მეორე მომენტია, როდესაც თქვენს მობილურ ტელეფონზე შემოდის ზარი, იგივე სქემაა ქალაქის ღილაკიან ტელეფონებზეც, ხმა არ გესმით, მაგრამ სპეციალური პროგრამა თქვენს ტელეფონს აიძულებს, გადავიდეს მოსმენის რეჟიმზე და ტელეფონი ხდება მიკროფონი.
– როდესაც მობილური ტელეფონი უბრალოდ დევს თუ უნდა ვლაპარაკობდე ტელეფონით?
– არა, როდესაც ჩართული ტელეფონი დევს, გამტეხი ზარი შემოდის ისე, რომ ვერ იგებთ და თქვენი ტელეფონი გადადის მიღების რეჟიმში. იგივე ხდება ქალაქის ღილაკიან ტელეფონზე და კომპიუტერშიც, როდესაც ინტერნეტში ხართ.
– თუ ტელეფონი გამორთული მაქვს?
– როდესაც ტელეფონი გამორთულია, რჩება ერთადერთი შანსი, „ჟუჩოკი“, ოღონდ მას კვების წყარო უნდა ჰქონდეს.
– აქედან მოდის ის რჩევა, ელემენტი უნდა ამოიღო მობილური ტელეფონიდანო. ეს „ჟუჩოკის“ გაუვნებელყოფისთვისაა?
– მაგრამ, თუ „ჟუჩოკს“კვების თავისი წყარო აქვს, მაშინ ტელეფონი უნდა დატოვო და ისე წახვიდე.
– ოღონდ უტელეფონოსთან?
– ან პალტოში უნდა შეახვიო ტელეფონი.
– ანუ ისიც ახლოს არის ჭკუასთან, როდესაც ამბობენ, ტელეფონი ქვაბში უნდა ჩადოო?
– ჩვენ ვსაუბრობთ მოსმენებზე, მაგრამ მოსმენისას მთავარია ხარისხი, საიდან მოდის ხმა: ახლოდან თუ შორიდან.
– თქვით, რომ ქალაქის ღილაკიანი ტელეფონებიც ამავე რეჟიმით იმართება, მაგრამ, თუ საბჭოთადროინდელი დისკიანი ტელეფონი მაქვს?
– რაც თანამედროვეა აპარატი, მით უფრო იოლად იხსნება. ყველაზე დაცული დისკიანი ტელეფონია, ის, თავში თუ არ ჩაარტყი ადამიანს, ინფორმაციას ვერ მიიღებ.
– ძალოვანებს, კანონით, აქვთ ელექტრონული მიმოწერის სასამართლოს ნებართვის გარეშე ნახვის უფლება. ლეგალურად ხსნიან სისტემას თუ ტეხენ?
– ეს უფრო მარტივია, ვიდრე მოსმენა. „ფეისბუქსა“ თუ სხვა სოციალურ ქსელებს, ელექტრონულ ფოსტას უკვე საშუალო დონის ჰაკერიც კი ტეხავს და, მით უმეტეს: პროფესიონალისთვის, რომელიც ამაში ხელფასს იღებს, არანაირად არ არის რთული.
– აბა, თითქოს „იაჰუ“ დაცული სისტემააო?
– როგორც ამბობენ, არ არსებობს სუპერდამცავი სისტემა, იმიტომ რომ ყველას თავისი გამტეხი გამოუჩნდება ხოლმე, რადგან ეს ორი სისტემა ერთმანეთის პარალელურად ვითარდება. კაცმა არ იცის რომელიც რომელს უსწრებს: ბლოკირება თუ გატეხაა, გატეხა თუ ბლოკირება. ამდენად, თუ ადამიანი პოლიტიკურად აქტიურია ან ბიზნესს ეწევა, ძალიან მარტივი წესები უნდა დაიცვას, რომ პირადი ინფორმაცია თვითონვე შეინახოს. თავისი აქტიურობა არ უნდა წარმართოს ერთი საინფორმაციო არხით.
– უნდა დაქსაქსოს?
– ამას ჰქვია პოლიტიკური თუ ბიზნესსაქმიანობის დაგეგმვა. ჩვენ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ არანაკლები პრობლემები ექმნება მოსმენების გამო ბიზნესს და დასავლეთისთვის ეს უფრო აქტუალური და პრობლემატურია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დადო ინფორმაცია, რომ ყოველწლიურად 200 თუ 300 მილიარდი დოლარი ეკარგება კომპანიებს, იმიტომ რომ რუსები, ჩინელები და ფრანგები ამერიკულ კომპანიებს ჰპარავენ ინფორმაციას. ასე რომ, კონტრდაზვერვა ბიზნესსაც სჭირდება. წესით, პოლიტიკოსებსაც და ბიზნესმენებსაც უნდა ჰყავდეთ ისეთი ხალხი, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ საინფორმაციო უსაფრთხოებას.
– მათ ჩემ მიერ მოფიქრებული პაროლის გამოცნობა სჭირდებათ თუ სხვა დონის გატეხა იგულისხმება?
– აქ არ არის არანაირი დიდი სირთულე. როდესაც  იმ სისტემაში შედიან, სისტემა თვითონ ეუბნება თქვენს პაროლს. თქვენ ხომ ორჯერ წერთ პაროლს, გაქვს საკონტროლო შეკითხვა, არის სხვა დათქმები. ერთი სიტყვით, ეს არც ისე რთულია, რომ ვერ შევიდნენ.
– მე არ ვიცი, როგორ იცავენ თავს ჩვენი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები, მაგრამ გამოდის, რომ ყოფით დონეზე კერძო ინფორმაციის დამალვა შეუძლებელია?
– რა თქმა უნდა, არა. ადამიანი დილით იღვიძებს და გეგმავს თავის საქმეებს. გააჩნია, რამდენი ადამიანია ჩართული ამ გეგმებში: რაც მეტი, მით მეტია რისკის ფაქტორი. ამიტომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია კოდირება. თუ ჩვენ, თანამშრომლებს, გვაქვს დათქმული ფარული კოდი, რომ პეკინი ნიშნავს ფალიაშვილს, ათი საათი კი თორმეტ საათს, ეს სხვა რამაა. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ადამიანური ფაქტორია, აუცილებელია სანდო ხალხი. მხოლოდ მას შემდეგ უნდა იფიქრო პოლიტიკურ აქტივობაზე, როდესაც სანდო ადამიანებს შემოიკრებ გარშემო. გავიხსენოთ, რა ხდება სარკოზისთან დაკავშირებით: ის, ფაქტობრივად, განწირულია მეორე ტურში.
– კადაფის კომპრომატის გამო?
–  დიახ. მართალია, ეს ინფორმაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტრიალებდა, მაგრამ დრო შეურჩიეს და არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ამოუგდეს. ასე რომ, ახლა სარკოზიმ ერთ კვირაში უნდა დაამტკიცოს, რომ არ არის ჟირაფი, თუმცა, როგორც გითხარით, კადაფი და მისი შვილები სარკოზისა და ბერლუსკონიზე იმთავითვე ამბობდნენ ამას. იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკა არ არის იოლი საქმე და ბევრი რამაა გასათვალისწინებელი.
– ყველაზე ნაღდი ძველი მეთოდი ყოფილა: ფურცელზე უნდა დაწერო, შემდეგ დაანაკუწო, დაწვა ან შეჭამო?
– მთავარია, ალბათ, სანდო ხალხი შეარჩიო და ამის შემდეგ ყველაფერი გამოვა, მაგრამ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მის შესახებ ინფორმაციას ვერავინ მიიღებს.

скачать dle 11.3