კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იმედჩასახული

„აღსდექ კრულვითა დაღდასმულო“

 

ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინათ გაისმა, თუ მთლად ტკბილი არა, მოტკბო ხმა, რომ შესაძლოა, საქართველოს „შრომის კოდექსი“ შეიცვალოს, ოღონდ, თავდაპირველად, არ დაკონკრეტებულა, სახელდობრ, რა მიმართულებით, თუმცა, გასულ კვირას ორიენტირები მატ-ნაკლებად გამოიკვეთა.

კერძოდ, როგორც გაირკვა, კოდექსის გადახედვის პროცესში ჯანდაცვის მინისტრი ერთვება (ეტყობა, ბ-ნ ჭიაბერაშვილს, „რაც მამამ პარიზში წაგიღო“, თავისი დაღი დაასვა). უფრო მეტიც, მას საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელიც შეხვედრია და ამ შეხვედრას ბ-ნი პეტრიაშვილისთვის იმედიც ჩაუსახავს.

მე ვერ გეტყვით, რისი იმედი მიეცა ჩვენი პროფკავშირების ჩვენებურ ხელმძღვანელს, რამეთუ, უმალ სრულიად დასაქმებულებს დაგვხოცავს ჩვენი მთავრობა, ვიდრე ინვესტორს აწყენინებს (მოგეხსენებათ, ჩვენი პრემიერ-მინისტრი მოქმედი „შრომის კოდექსით“ ფრიად კმაყოფილია, რაკი დამქირავებელს დაქირავებულის გათავისუფლება და დანიშვნა ოდენ საკუთარი ახირებითა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეუძლია).

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელისუფლება მხოლოდ ერთ რამეზეა ყაბულს: სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პირს წერილობით ახსნა-განმარტებას მისცემენ. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, დუელზე მიმავალი დარტანიანი იმითაც იყო ბედნიერი, რომ, თუ მოკვდებოდა, მუშკეტერის ხელით მაინც მოკვდებოდა, ამიერიდან საქართველოს გათავისუფლებული მოქალაქეებიც იქნებიან ბედნიერნი, რადგან, ჯერ ერთი, გათავისუფლების მიზეზები წერილობით ეცოდინებათ და, რაც მთავარია, ამ ახსნა-განმარტების, სადაც გაუხარდებათ, იქ აწებება შეეძლებათ!

 

скачать dle 11.3