კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იმპორტდამოკიდებული რეკორდსმენები

„პატარძლის დაკრეფილი კიტრები და მწვანილი“

 

საქსტატის მონაცემებით, 2011 წელს საქართველოში ბოსტნეულის იმპორტმა საკუთარი მაჩვენებელი არა მხოლოდ გააუმჯობესა, არამედ რეკორდებიც მოხსნა. სახელდობრ, 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით კარტოფილის იმპორტი 19,4-ჯერ გაზრდილა (მაშინ, როდესაც, სპეციალისტების მტკიცებით, საქართველოში კარტოფილის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 100 პროცენტს აღწევდა). იგივე ბედი გაიზიარა სიმინდმაც (თუმცაღა, აწ უკვე ბრწყინვალების ორდენოსანი ნამინისტრალი ბაკურ კვეზერელი 2011 წელს ჰიბრიდული სიმინდის ისეთ მასშტაბურ ექსპორტს გვპირდებოდა, შინ მოყვარეს გასკდომოდა გული ბედნიერებისგან, გარეთ – მტრებს შურნარევი სიმწრისგან). პომიდვრის უმეტეს ნაწილს თურქეთიდან ვეზიდებით, უფრო მცირეს – ირანიდან, მეტიც, თვით ხახვის იმპორტიც კი 1,2-ჯერ გაგვიზრდია (თურქულ-ჩინურის). არც დანარჩენი მონაცემებია იმედის მომცემი: სტაფილოს იმპორტი 3,4-ჯერ გაზრდილა, კიტრის – 1,6-ჯერ და, ისიც სათქმელია, რომ 2011 წელს სიმინდის ექსპორტი 2,6-ჯერ შეგვიმცირდა.

ამის პარალელურად, გაირკვა, რომ კახეთში გოლფის მასშტაბური პროექტი ხორციელდება. კერძოდ, კაჭრეთში გოლფის მოედანი 35 ჰექტარზე განთავსდება და, განა მხოლოდ გოლფის?! იქვე საფრენი ბილიკიც მოეწყობა, რათა გოლფის მოყვარულებს მთელი კავკასიის მასშტაბით ვუმასპინძლოთ. წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ გოლფის მოედანში 7 მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო).

ხოლო, თუ კახეთის ნაყოფიერ მიწას გავიხსენებთ, ზედაც იმპორტში რეკორდს დავამატებთ, სავარაუდოდ, მალე პრასიც სანატრელი გაგვიხდება, სამაგიეროდ, გოლფის მოედანი გვექნება!

 

скачать dle 11.3