კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცვლილებანაკრავნი

ანუ „სანეხვის“ კონკურენტი

რაკი ჩვენს კანონებს ისე დაებედათ, რომ ცვლილებების ხელი წელიწადში რამდენჯერმე უნდა მოხვდეთ, გამონაკლისი ვერც პარლამენტის რეგლამენტი იქნებოდა. ვერ იქნებოდა და ცვლილებანაკრავიც გახდა. ამჯერად ცვლილებების შინაარსი შემდეგნაირია: პარლამენტის წევრებს ფიქსირებული დახმარებები მიეცემათ (ისინი რომ დაუცველნი დარჩნენ, ხომ ჩამოგვექცა ქვეყანა თავზე?!).  სახელდობრ, ახალი პროექტით, პარლამენტის წევრზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვისას დაღუპულის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით; ხოლო პარლამენტის წევრს, რომელიც აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ან დასახიჩრდა, მიეცემა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით (მაგალითად, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მაღაროელის ოჯახს სახელმწიფომ, ჰა და ჰა, მიცვალებულს მიწის ზემოთ არდატოვებისთვის საჭირო თანხა გამოუყოს).
ჯერჯერობით მოქმედი რეგლამენტი კი შემდეგს ღაღადებს: პარლამენტის წევრზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვისას, დაღუპულის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ხოლო, პარლამენტის წევრს, რომელიც დაინვალიდდა, ეძლევა დახმარება: შრომისუნარიანობის ნაწილობრივ დაკარგვისას – 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, ხოლო შრომისუნარიანობის სრულად დაკარგვისას – 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
ჩვენ არ ვიცით, ვისგან ელიან თავდასხმას ჩვენი რჩეულები ან (პირი ქვისკენ მიქნია) რა პროცესში უნდა დასახიჩრდნენ (არც ისაა გამორიცხული, კანონების კითხვისას ამოიგდონ ბეჭი), სამაგიეროდ, ვიცით, რომ ყოველწამიერად მტკიცდება რწმენა: ბედი მომეც, პარლამენტში დამაგდეო (ერთი სიტყვით, ამ კონკრეტულ ანდაზაში სანეხვეს ერთობ ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა).

скачать dle 11.3