კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის რუსეთის ნომერ პირველი ქართველი თამადა და როგორ მოიყვანა მან ცოლად ცნობილი მსახიობი ოლგა არნტჰოლცი

ვახტანგ ბერიძე რუსეთში ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანია. შესაძლებელია მის შესახებ ქართველებმა ბევრი არაფერი იციან, მაგრამ რუსეთში მას კარგად იცნობენ. პეტერბურგში როგორც პროფესიონალი მოცურავე, ისე წავიდა და მერე იქ თეატრალურში ისწავლა, პეტერბურგშივე იყო სამი ტელეგადაცემის წამყვანი. შემდეგ იქ გადავიდა, სადაც რუსული ბომონდის, შოუ-ბიზნესის, თეატრის ვარსკვლავები ცხოვრობენ – მოსკოვში. მისი მეუღლე ასევე ცნობილი მსახიობი, ოლგა არნტჰოლცია.
– ვახტანგ, ძალიან დიდხანს გეძებდით და მიხარია, რომ, როგორც იქნა გიპოვეთ. დიდი ხანია, რაც რუსეთში ცხოვრობთ?
– ჩემი მშობლები პეტერბურგში სწავლობდნენ, ექიმები არიან, მამა ქართველი მყავს, დედა – რუსი. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ბევრი ქართველი მიდიოდა სასწავლად რუსეთში, უკრაინაში.. მე პეტერბურგში გავჩნდი. დაახლოებით 4 თუ 5 წლის ვიყავი, თბილისში რომ ჩამოვედი პირველად. სკოლა თბილისში დავამთავრე და ენაც იქ ვისწავლე კარგად – მაგ ასაკში ენას ყველა იოლად სწავლობს. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ისტორია მაქვს: საქმე ისაა, რომ მოცურავე ვიყავი და პეტერბურგში წავედი, როგორც სპორტსმენი. თუ არ ვცდები, ეს იყო, 1999 წელი. ისე მოხდა, რომ იქ მომიწია დარჩენა და აქ მარტო შეჯიბრებებზე ჩამოვდიოდი. შემდეგ ჩავაბარე თეატრალურ აკადემიაში და ვსწავლობდი. დაახლოებით ექვსი წელი ვცხოვრობდი პეტერბურგში, აქედან ორი წელი – მთელ რუსეთში საუკეთესო დიდ ოლიმპიურ ცენტრში, სადაც ნაკრებისთვის ამზადებდნენ რეზერვებს. 2006 წელს მოსკოვიდან მომივიდა მოწვევა და გადავედი.
14 წელია, მანდ აღარ ვცხოვრობ და, ისე მოხდა, რომ უკვე ექვსი წელია საქართველოში არ ვყოფილვარ, რადგან ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ყოველ წელს ვგეგმავ და ვერ ვახერხებ.
– გურამ ბაბლიშვილს როგორ დაუმეგობრდით?
– მოსკოვში რომ ჩამოვედი, საერთოდ არავის ვიცნობდი. ნებისმიერ სამსახურს, რომელსაც სამსახიობო სფეროში მთავაზობდნენ, ვიღებდი – არ ჰქონდა მნიშვნელობა, ჰონორარი მცირე იყო თუ დიდი, მთავარი იყო, ხალხს გავეცანი. გავიცანი ქართველი აგენტი, სახელს და გვარს არ დავასახელებ, თუ შეიძლება. მან მითხრა, რომ იღებდნენ ფილმს საბჭოთა საქართველოზე. ერთი სიტყვით, მოქმედება ხდებოდა საქართველოში, სადაც ჩადიოდნენ რუსები და სჭირდებოდათ ახალგაზრდა ქართველი ბიჭები, რომლებიც ითამაშებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. სწორედ იქ გავიცანი გურამი, ქასთინგზე. დავმეგობრდით და, ისე დავახლოვდით, რომ გურამი ჩემი მეჯვარე გახდა. მიმუშავია დათო ხუჯაძესთან და სოსო პავლიაშვილთან – მათი კონცერტების წამყვანი ვიყავი.
– თქვენ და გურამი ერთმანეთს ქართულად ესაუბრებით?
– ორივე ენაზე. იდეა ისეთია, რომ გვინდა ქართულად ვიკონტაქტოთ, რადგან, გვავიწყდება ენა, მაგრამ, ხშირად ჩვენთან ერთად რუსებიც არიან და ვერ ვილაპარაკებთ ქართულად, ზრდილობის მომენტია. ჩვენ კიდევ ერთი მეგობარი გვყავს, ისიც მსახიობია, დათო წიგნაძე. ვცდილობთ, ქართული ტრადიციები, ენა შევინარჩუნოთ. თავისთავად, სუფრასთან ქართულ სიმღერებს ვმღერით, სადღეგრძელოებს ქართულად ვამბობთ. დათო წიგნაძე უკრავს სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე. მოსკოვში ხალხი იშვიათად ხვდება ერთმანეთს. ვცდილობთ, კვირაში ერთხელ შევიკრიბოთ – ყველა ქართული კერძი მიყვარს, ერთი ეგაა, ბავშვობიდან მაწვნის სუპს ვერ ვიტან (იცინის). მშობლები სულ მიგზავნიან ტყემალს, ჩურჩხელას, ხაჭაპურს, ღვინოს...
– სახლში რა ენაზე ლაპარაკობდით?
– რუსულადაც, ქართულადაც. ბევრი სკოლა გამოვიცვალე. ორი წელი რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, მერე ქართულში გადამიყვანეს. ორივე ენაზე მელაპარაკებოდნენ, ბიძაჩემი – ინგლისურად. ინგლისურის სპეციალისტია და უნდოდა, კარგად მცოდნოდა.
– გავიგე, რომ მოსკოვში ცნობილი თამადა ხართ.
– მთლად მართალი არ არის ეგ ამბავი. რუსეთში „ტამადა” ნიშნავს წამყვანს ქორწილში, სუფრის წამყვანს. მე არ მომწონს ამ სიტყვის რუსული ვარიანტი. სმით მე არ ვსვამ – ყოფილი სპორტსმენი ვარ, მაგრამ, თუ მამაჩემს ჩამოაქვს, არ შემიძლია, არ გავსინჯო – „ხვანჭკარა“, „ქინძმარაული“. თუ კარგ ხასიათზე ვარ, დიდი სიამოვნებით ვთამადობ და სადღეგრძელოებსაც ვამბობ. ნომერ პირველი „ტამადა“ ივან ურგანტია მოსკოვში.
– იცნობთ ივანს?
– შორიდან. დიდი სიამოვნებით გავიცნობდი. ერთ თეატრალურ აკადემიაში ვსწავლობდით, არც მაშინ არც მერე შეხება არ გვქონია, არსად არ შევხვედრივართ ერთმანეთს. ივანი ჩემზე უფროსია.
– პროფესიულ სპორტს როდის დაანებეთ თავი?
– 6 წლიდან დავიწყე და დავანებე 21 წლის ასაკში, მაგრამ, მუდმივად ვვარჯიშობ, ცურვის ვეტერანების კლუბი არსებობს და ტურნირებიც ტარდება. შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო, ტრენაჟორებზე ვვარჯიშობ – სულ ფორმაში უნდა იყო, მით უმეტეს, მოსკოვში. პეტერბურგში არ შევხვედრივარ ეგეთ მომენტებს. ჩემი ამპლუა არის გმირი და, თუ მოვეშვი ან ღიპი დამედო, ამ „ობრაზში” ვეღარაფრით ვერ ჩავჯდები, თან, პროფესიონალი შოუმენისთვის ეს აუცილებელია. კლიენტიც გარეგნობის მიხედვით აფასებს შოუმენს.
– მსახიობობა რატომ მოგინდა სპორტსმენ კაცს?
– მიდრეკილება მქონდა. ქართველს, მით უმეტეს – მამაკაცს, ქართული ტემპერამენტიდან გამომდინარე, ყველას აქვს მსახიობის ნიჭი. იუმორიც არ მაქვს ცუდი (იცინის). ქართულად არ გამომდის, ქართული იუმორი ცოტა სხვანაირია, რუსულ იუმორზე ვმუშაობდი, ეს არის აბსოლუტურად ტექნიკის საგანი. მე ვფიქრობ, ისეთი სტუდენტობა, როგორიც მსახიობს აქვს, არავის ექნება – ცეკვას, ფარიკაობას, ეტიკეტს, სამსახიობო ხელოვნებას გასწავლიან... პედაგოგებს ძალიან დიდ პატივს ვცემდით – როგორ გინდა, რომ, ადამიანს, რომელმაც „ფან-ფან ტულპანში” ფარიკაობის სცენა დადგა, რომელიც ჟერარ ფილიპთან მუშაობდა, პატივი არ სცე?! ხულიგნობით, ყოველთვის ვხულიგნობდი. იყო საგნები, რომლებიც ნაკლებად მიყვარდა, მაგალითად, ინგლისური.
– ინგლისური კარგად იცით?
– ადრე უფრო კარგად ვიცოდი. ისე, რუსებს ინგლისური მაინცდამაინც არ ეხერხებათ, რუსული აქცენტით ძალიან სასაცილოდ ლაპარაკობენ და ინგლისურენოვან წამყვანებზე დიდი მოთხოვნაა. ვცდილობ, გავიუმჯობესო ცოდნა. ცოტა ესპანურიც ვიცი – თბილისში ვსწავლობდი. წინა ზაფხულს მე და ჩემს მეგობარს მიგვყავდა ქორწილი, სიძე ესპანელი იყო და მისი მეგობრებიც. მოგვიწია ესპანური ფრაზების თქმა და ხალხს ეგონა, კარგად ვიცოდით ენა (იცინის). ჩემი თანაწამყვანი სომეხია გრძელი თმით; ამბობს, ესპანელს ვგავარო – იქ ცხოვრობდა რაღაც პერიოდი.
– პეტერბურგის თეატრზე მოგვიყევით.
– პეტერბურგის თეატრ „კუნძულში” ვიმუშავე სამი სეზონის განმავლობაში, პატარა თეატრია და პატარა თეატრს თავისი მუდმივი მაყურებელი ჰყავს. ვგიჟდები თავისუფალ თეატრზე. იქ ყოველთვის მაკლდა კომედიური როლები, სულ დრამატული და ფილოსოფიური სპექტაკლები იდგმებოდა, ხანდახან არც კი გვესმოდა ეს ფილოსოფია. მოსკოვში კი სულ კომიკურ როლებს ვთამაშობ და ძალიან მენატრება დრამატულ სპექტაკლებში თამაში. მოსკოვსა და პეტერბურგს შორის ფინანსებში ძალიან დიდი სხვაობაა; თან, პეტერბურგი უფრო ხელოვნების კუთხით მიდის, მოსკოვში კი ყველაფერი აბსოლუტური კომერციაა. მოსკოვში ხუთი სპექტაკლი ვითამაშე, მაქვს ანტრეპრიზები. განსაკუთრებით მიყვარს ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება”, რომლისთვისაც თეატრალური პრემია მივიღე. ახლა სპექტაკლი მაქვს სტანისლავ სადალსკისთან, რომელმაც ქართული მოქალაქეობა მოითხოვა.
– „ხანუმაში” თამაშობდით...
– ჰო, ვცეკვავდით.. უკვე ოთხი წელია, „ხანუმაში” აღარ ვთამაშობ. მთელი სპექტაკლის დასი ვარსკვლავებით იყო სავსე, მაგრამ, მაყურებელი დღემდე იმ კინტოს ცეკვებს იხსენებს. დათო წიგნაძემ დადგა ეს ცეკვები, მე გურამი და დათო ვცეკვავდით, მერე არმენ პეტროსიანი დაგვემატა, მაგრამ, ის ვერ ცეკვავდა, არ გამოსდიოდა (იცინის).
– თქვენი პაპარაცული ფოტოები ვნახე ინტერნეტში – პრესას ვიღაც ქალბატონთან ერთად დაუფიქსირებიხართ ფოტოობიექტივით.
– რა სისულელეა, სრული აბსურდია. ძალიან ბევრს აქვს დაწერილი ეგეთი რაღაცეები, ჩვენს პირად ცხოვრებაზე რუსულ პრესას ინტერვიუს არ ვაძლევთ და ამიტომ გვიგონებენ. ჩემი პირადი ძალიან პირადია და, არ მინდა, ამაზე საქვეყნოდ ვილაპარაკო. თან, ოლგამ დამირეკა აეროპორტიდან – ჟურნალის ყდაზე ხარო. სათაურის მიხედვით, თითქოს ვიღაცასთან ვღალატობდი, არადა, ეს გოგო ჩვენი მეგობარია, ღონისძიებების ორგანიზატორი, სამსახურში მეხმარებოდა და ოლგაც ძალიან კარგად იცნობს. სულ რაღაცას მაბრალებენ.
– ერთმანეთზე არ ეჭვიანობთ ხოლმე?
– ალბათ, კავკასიური ბუნებიდან გამომდინარე, შედარებით უფრო ეჭვიანი ვარ, მაგრამ, ჩვენ ორივე ვფიქრობთ, რომ, თუ ადამიანს ცუდის გაკეთება და ღალატი უნდა, მაინც გააკეთებს. კონტროლს რა აზრი აქვს. ჩვენ ერთმანეთს სცენებს არ ვუწყობთ – ეს ნორმალურ ოჯახებში არ ხდება. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ქართველ მამაკაცს აქვს განსაკუთრებული უნარი, ნებისმიერ გოგოს მოაწონოს თავი.
– ოლგას როგორ შეხვდით?
– ჩვენ „ხანუმაში” ვთამაშობდით ორივე. მაგრამ, ერთმანეთისთვის დიდხანს „გამარჯობაც” არ გვითქვამს, ხმას არ ვცემდით ერთმანეთს. ოლგა თამაშობდა სონას. მართლა გეუბნებით, მთელი სპექტაკლის დასიდან ოლია იყო ერთადერთი მსახიობი, რომელთანაც ორი წლის განმავლობაში საერთოდ არ მიკონტაქტია. უბრალოდ, ოლგა არ თამაშობდა ისე ხშირად, არ ვემთხვეოდით ხოლმე ერთმანეთს, თან, ჩვენ მაინც მოცეკვავეები ვიყავით და სხვა სასტუმროში, უფრო ცუდ პირობებში ვცხოვრობდით, ვიდრე ვარსკვლავები. ასე რომ, ერთ სასტუმროშიც არ გვიცხოვრია. მოკლედ, „ეს მოხდა პეტერბურგში”. რაღაც სერიალი გადიოდა და მეგობარმა მთხოვა, მიდი რა, ოლგას ჰკითხე, როგორ მთავრდება ის სერიალიო (იცინის). მივედი, მივესალმე, ვკითხე და იმანაც მიპასუხა. მერე ნელ-ნელა დავახლოვდით და. მშობლებს გავაცანი თბილისში. გაგიჟდა თბილისზე, სულ მეხვეწება, კიდევ წამიყვანეო. ულამაზესია თბილისი ზაფხულში. იმედია, მომავალში კიდევ შევძლებთ ჩამოსვლას, მცხეთაში მყავდა კიდევ. სულ ორი დღით იყო და ბევრი ადგილი ვერ ვაჩვენე. ქართულ სიმღერებს ვასწავლი, „თბილისოს” მღერის ხოლმე, ცდილობს, რა! შეცდომებს კი უშვებს, მაგრამ, მაინც ერთად ვმღერით.
– ოლგა და ანფისა თუ იცნობენ ერთმანეთს?
– არა, კარგად არა. ერთხელ იყო ანფისას გადაცემაში ოლგა და იქ შეხვდნენ. ჩვენ უფრო „მალჩიშნიკებს” ვაწყობთ, მეუღლეების გარეშე ვიკრიბებით, რომ კარგად, გემრიელად ჩავუსხდეთ, ქართულად ვილაპარაკოთ, მანქანებზე, მშვენიერ ქალბატონებზე და ქალებმა ხელი არ შეგვიშალონ (იცინის). ჩემი აზრით, ქალი მაშინ არის ჭკვიანი, როცა ამას ხვდება. აბა, მამაკაცები თუ იკრიბებიან და პოეზიასა და ყვავილებზე საუბრობენ, იქ რაღაც ვერაა კარგად.

скачать dle 11.3