კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე არ იტყვის მაშო მელქაძე არასდროს უარს და რატომ შეცვალა მან მამაკაცის შეფასების კრიტერიუმები

მსახიობი მაშო მელქაძე, ფართო საზოგადოებამ „რუსთავი 2-ის” პროექტ, „ქლაბ შოუში” გაიცნო, სადაც ის ეკა აფშილავასთან ერთად სხვადასხვა ხუმრობით ახალისებდა მაყურებელს. მართალია, მას ეს საქმე კარგად გამოსდიოდა, მაგრამ, მაინც თეატრი არჩია. ბოლო დროს კი მაშომ ტელემაყურებელს კვლავ შეახსენა თავი და გამოჩნდა სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები”, სადაც ოფისის ერთ-ერთი თანამშრომლის – ნინის როლს ასახიერებს. ჩვენს რესპონდენტს „მარჯანიშვილის სხვენში” შევხვდით, სადაც ის რეჟისორთან ერთად ახალ სპექტაკლზე მუშაობდა.
– ვმუშაობთ ახალ პიესაზე, რომელიც ექსპერიმენტივით იქნება, რასაც ძალიან საინტერესოდ აკეთებენ რეჟისორები ბუბა ბასიშვილი და გოგა ქაჩიბაია. დაკავებული ვართ ორი მსახიობი – მე და ეკა აბშილავა. ჯერჯერობით მუშაობის პროცესში ვართ და, დიდი იმედი მაქვს, როგორი ენთუზიაზმითაც ვმუშაობთ, ისეთი კარგი გამოვა.
– ასევე, მონაწილეობ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები.” კიდევ რით ხარ დაკავებული?
– „თავისუფალ თეატრში” ვარ ერთ სპექტაკლში. ეს არის „მექანიკური ფორთოხალი,” რომლის რეჟისორიც ავთო ვარსიმაშვილია.
– როგორ ასწრებ ამდენ რამეს ერთად?
– საკმაოდ კარგად და ბევრი დროც მრჩება. სერიალის გადაღება ხშირად არ მაქვს, „თავისუფალ თეატრში” კი კვირაში ერთხელ მაქვს სპექტაკლი. ასე რომ, რეპეტიციებისთვის საკმარისი დრო მრჩება.
– როგორ აღმოჩნდი სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები”?
– საქართველოს ჰყავს ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი, – ეკა მჟავანაძე, რომელიც პროდიუსერია და რამდენიმე წლის წინ ქასთინგზე გავიცანი. მას მერე, თუ რამე საჩემო როლია, სულ მეხმიანება. მარტო მე არ ვარ მისი მადლიერი, ბევრი მსახიობისგან მოისმენთ იმავეს. ძალიან კარგი ადამიანია, რომელიც მსახიობებს ეხმარება, რომ ამა თუ იმ პროექტში დაკავდნენ.
– როგორ გრძნობ თავს სერიალში?
– სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები” თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რადგან, იქ ძალიან კარგი შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობს. რომ მივდივარ, მართლა მიხარია – კარგად ვერთობი, არ ვიღლები და მსიამოვნებს იქ ყოფნა. როლს რაც შეეხება, არ დავმჯდარვარ და არ მიფიქრია, როგორი ტიპაჟი უნდა შემექმნა. ძალიან მარტივად გასაკეთებელი როლია. ხანდახან ვბრაზდები კიდეც ტელევიზიის სპეციფიკაზე. მაგალითად, თეატრში ძალიან ბევრს მუშაობ რეპეტიციებზე, ბევრს ფიქრობ, ბოლომდე იხარჯები ფსიქოლოგიურად. სპექტაკლი რომ გამოვა, ნახავს, ვთქვათ, 500 კაცი და, სამწუხაროდ, იმ 500 კაცის გარდა არავინ იცის ამის შესახებ. აი, ტელევიზიას რაც შეხება, ერთს პატარას წაიპრანჭები, ტუჩს ცუდად გაამოძრავებ და – ყველა გცნობს. ეს ცოტა გულსატკენია.
– შენსა და ნინის შორის თუ არის რაიმე მსგავსება?
– არ ვიცი. ყველა გოგო იპრანჭება, ისევე, როგორც ნინი, ყველა გოგოს აინტერესებს ზოგადად მამაკაცი და ყველა გოგოა რაღაც მომენტში თავქარიანი.
– წარმოგიდგენია მსგავს სამსახურში რომ მუშაობდე?
– არ ვიცი. სხვათა შორის, მქონდა მცდელობა, ისეთ სამსახურში მემუშავა, სადაც ოფისში ვიჯდებოდი, მაგრამ, მივხვდი, რომ ეს ფიზიკურად არ შემიძლია. როგორც კი გავიარე ტრენინგები, როგორც კი ამიყვანეს გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე, ზუსტად სამ დღეში წამოვედი. მართალია, პარალელურად სპექტაკლებიც დაემთხვა ამ ყველაფერს, მაგრამ, მაინც არ შემიძლია ასეთ სამსახურში მუშაობა. როცა ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ თეატრში დაკავებული არ ვყოფილვარ, გული მტკენია ან ამცრუებია, ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, სხვა რამეს გავაკეთებ-მეთქი, მაგრამ, მაინც არ შემიძლია, არ ვიცი, მსახიობობის გარდა, სხვა რა უნდა ვაკეთო, მართლა არ ვიცი.
– მაყურებელმა რამდენიმე წლის წინ „ქლაბ შოუთი” გაგიცნო. იქ როგორ მოხვდი?
– „ქლაბ შოუში” სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი, ნიძლავივით იყო. ჩვენი ჯგუფელი, ვახო ბიჭიკაშვილი (თაგვი), წლებია მუშაობს „რუსთავი 2-ში.” თეატრალური რომ დავამთავრეთ, მე და ეკა აბშილავას მართლა არაფერი საქმე არ გვქონდა. ვახომ ესემესი მოგვწერა – ქასთინგია და, თუ გინდათ, გამოიარეთო. დიდხანს ვიფიქრეთ მივსულიყავით თუ არა, ბევრჯერ შევიცვალეთ აზრი, მაგრამ, საბოლოოდ, მივედით დასკვნამდე, რომ, თუ ქასთინგზე მივიდოდით, ორივე ერთად მივსულიყავით. როცა თეატრალური გაქვს დამთავრებული, მით უმეტეს, შალვა გაწერელიას ჯგუფი, ეტიუდების გაკეთება ნამდვილად არ გაგიჭირდება. მოკლედ, ქასთინგი ძალიან მარტივად გავიარეთ და, შედეგად, ორივე ერთად აგვიყვანეს. მერე ისე მოხდა, რომ „კომედი შოუში” გადაგვიყვანეს და ცოტა ხანს იქ ვიყავით ერთად. მერე მე წამოვედი და ეკა დარჩა.
– ნიძლავი ახსენე...
– უბრალოდ, მე და ეკა ყველგან ერთად ვიყავით: თეატრალურში ერთ ჯგუფში ვსწავლობდით, სპექტაკლებს ერთად ვთამაშობდით და, თუ  „ქლაბ შოუში” წავიდოდით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, ერთად თუ ვიმუშავებდით. რაღაც მუღამივით გვქონდა ეს ყველაფერი. სადმე მუშაობის მარტო დაწყებას, ალბათ, ვერც ერთი ვერ გავრისკავდით.
– მიუხედავად ყველაფრისა, როგორც ვხვდები, „ქლაბ შოუში” საკუთარი თავი მაინც ვერ იპოვე.
– დიახ, ასეა. მე ვფიქრობ, ამ ყველაფერს დრო და კიდევ უფრო სხვა ნიჭი სჭირდება. ბიჭები, რომლებიც „კავეენშჩიკები” არიან, ბევრად უფრო კარგად და თავისუფლად ასრულებენ იუმორისტულ ნომრებს. ხანდახან იმასაც ხუმრობდნენ, სპექტაკლის დადგმას 6 თვე რად უნდა, ასე რატომ წვალობთო. იქ ერთ დღეში აკეთებენ მონახაზს და მეორე დღეს უკვე ძალიან მარტივად გადიან რეპეტიციას. სხვათა შორის, ეს ძალიან საინტერესო პროცესია და ბევრ რამეში გეხმარება. ძალიან რთულია იდგე სცენაზე, გიყურებდეს მაყურებელი და გააცინო ხალხი – ეს უფრო სხვა განზომილებაა.
– ცხოვრებაში ჭარბად თუ გაქვს იუმორის გრძნობა და თუ შეგიძლია ხალხის გაცინება.
– კი, მაგრამ, ჩემებური იუმორი მაქვს. ვფიქრობ, მე და ეკას რომ გვქონოდა საშუალება, სცენარი თავად გვეწერა, ბევრად გაგვიადვილდებოდა და მაყურებელს უფრო მეტად გავაცინებდით. ცოტა ძნელია, სხვისი დაწერილი ხუმრობით გააცინო ხალხი.
– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?
– უარს არასდროს ვიტყვი თეატრზე და სცენაზე დგომაზე.
– როგორია შენი სასურველი მამაკაცი, რომელიც შენს ყურადღებას მიიპყრობს?
– ბოლო დროს ცოტა შემეცვალა ბიჭების შეფასების კრეტერიუმები. ადრე, შეიძლება, ბიჭი ვიზუალურად მომწონებოდა და სხვა არაფერი მაინტერესებდა. ამ ეტაპზე კი ვაფასებ მამაკაცის შინაგან მხარეს. ვაფასებ კაცს, რომელიც საკუთარ თავს სცემს პატივს, რადგან, დავიღალე ფასეულობების გადაფასებით. შეიძლება, ეს არ ჩანს უცხო თვალისთვის, მაგრამ ყველაფერი გულთან მიმაქვს, განვიცდი და მტკივა. აქედან გამომდინარე, მთავარია, ადამიანი საკუთარ თავს სცემდეს პატივს.
– ისიც ხომ შეიძლება, მამაკაცი თავის თავს დიდ პატივს სცემდეს, მაგრამ, შენ არ გცეს პატივი?
– რა თქმა უნდა. მაგრამ, ეს უკვე მერე და მერე მოდის, პირველ ყოვლისა აუცილებლად „დასტოინი” უნდა იყოს ტიპი.
– ხშირად ხარ იმედგაცრუებული?
– იმედგაცრუებული ნამდვილად ვყოფილვარ, რადგან, ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს, ძირითადად, სულ პატარ-პატარა პრობლემებით დავდივარ. თუმცა, ვფიქრობ, თუ საერთოდ არ გაქვს პრობლემა, ცხოვრება საინტერესო აღარ არის.
– დეპრესიული ხარ?
– შეიძლება ვიყო დეპრესიული, მაგრამ ამას ნამდვილად არ გამოვხატავ. რა პრობლემაც არ უნდა მქონდეს, როგორ ცუდადაც არ უნდა ვგრძნობდე თავს ან ცუდ ხასიათზე ვიყო, ორ წამში აუცილებლად გავიღიმებ ან გულიანად გავაცინებ სხვას.
– შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ძირითადად, სულ მყავდა ყურადღების ობიექტი, მაგრამ, უკვე ერთი წელია, რაც სერიოზულად არავის მიუქცევია ჩემი ყურადღება.
– მიზეზი?
– არ ვიცი, ალბათ, არავინ გამოჩენილა ჩემთვის საინტერესო.
– მომთხოვნი ხარ ადამიანების მიმართ?
– საშინლად მომთხოვნი ვარ, რადგან, მინდა როგორც მე ვიხარჯები ბოლომდე, მათგანაც იგივე მივიღო.
– მაქსიმალისტი ხარ?
– დიახ, მაქსიმალისტი ვარ როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების მიმართაც.
– „მაშო” ფსევდონიმია?
– მარიამი მქვია, სახლში მარის მეძახიან. როცა დედაჩემი ბრაზდება, მარიკას მეძახის. ნათლია მეძახდა ბავშვობიდან მაშიკოს. თეატრალურში რომ ვაბარებდი, ნიკა წულუკიძე მამზადებდა თეატრის ისტორიაში და ის მეძახდა მაშოს. თეატრალურიდან მოყოლებული მაშო ვარ.

 

скачать dle 11.3