„თბილისელების“ სამზარეულო
სუპი „პრაღის ღამეები“
საჭირო ინგრედიენტებია: 1 ლიტრი ქათმის ბულიონი (შეიძლება, კუბიკის), 80 გრამი მდოგვი, 2 ცალი სტაფილო, 2 თავი ხახვი, 200 გრამი დაკონსერვებული, მწვანე ბარდა, 4 ცალი კარტოფილი, ოხრახუში, 1/2 ჭიქა ფქვილი, 60 გრამი კარაქი, 200 მილილიტრი სქელი არაჟანი, 1 შეკვრა ნივრიანი ჩიპსი, 1/2 ჭიქა თეთრი, მშრალი ღვინო, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ბოსტნეული გარეცხეთ და გაასუფთავეთ. სტაფილო, კარტოფილი, ხახვი დაჭერით წვრილად.
გაადნეთ კარაქი ქვაბის ძირში და მოშუშეთ მასში ფქვილი. ნელ-ნელა დაასხით 1 ჭიქა ბულიონი და ღვინო. თან ურიეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე ხუთი წუთი. ჩაყარეთ მასში დაჭრილი ბოსტნეული, დაასხით დარჩენილი ბულიონი და განაგრძეთ ხარშვა. ბოსტნეული უნდა ჩაიშალოს. გადმოიღეთ ცეცხლიდან და აქციეთ ერთგვაროვან მასად. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ბლენდერი. შეურიეთ მდოგვი და მარილი. გაანაწილეთ თეფშებზე, მოაყარეთ ჩიპსები და დაჭრილი ოხრახუში.