კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქერის ბურღულის („პერლოვკის“) დიეტა

 

პირველი დღე

მოხარშეთ ნახევარი კილოგრამი ქერის ბურღული უცხიმოდ და უმარილოდ. მიირთვით ყოველ 2 საათში ერთხელ, დღის განმავლობაში. ვახშმად – 1 ცალი მწვანე ვაშლი.

მეორე დღე

იმავე წესით მოხარშეთ ისევ ნახევარი კილოგრამი ბურღული. 3 ცალი მომცრო ზომის ბანანი გაყავით 6 ნაწილად. თითოეული ნაწილი ჩააჭერით თითო ჯერ ფაფას და ისე მიირთვით.

მესამე დღე

ბურღული – იმდენივე. თითოეულ ჯერს შეურიეთ ქიშმიშის 5 მარცვალი და ჩააჭერით ნიგვზის 3 ცალი ლებანი. ვახშმად ბურღულის ფაფის ნაცვლად მიირთვით 150 გრამი უცხიმო ხაჭო ან 1 ჩაის ჭიქა უცხიმო კეფირი (ან მაწონი).

მეოთხე დღე

ნახევარი კილოგრამი მოხარშული ბურღული და 5 ცალი ვაშლი გაყავით 5 ნაწილად და 5-ჯერად მიიღეთ. ვახშმად (მეექვსე ჯერზე) მიირთვით საქონლის 100 გრამი მოხარშული მჭლე ხორცი, 2-3 ცალი პომიდორი „ჩერი“, დაძინებამდე 1 საათით ადრე კი, დალიეთ 1 ჭიქა მელისას ნახარში ან მწვანე ჩაი.

მეხუთე დღე

ნახევარი კილოგრამი მოხარშული ბურღული და 200 გრამი ყურძენი გაყავით 5-6 ნაწილად. ძილის წინ დალიეთ თაფლიანი წყალი (1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი თაფლი).

მეექვსე დღე

დილით – 1 ჩაის ჭიქა თაფლიანი წყალი, 2 ცალი ლეღვის ჩირი და 2 ლებანი ნიგოზი. დღის განმავლობაში – ბურღულის ფაფა, ვახშმად – 1 ცალი მოხარშული კვერცხი და 1 ჭიქა უცხიმო მაწონი.

მეშვიდე დღე

დილით – ისევ თაფლიანი წყალი, 2 ცალი კურაგა (გარგარის ჩირი) და 2 ლებანი ნიგოზი. დღის განმავლობაში – ბურღულის ფაფა. ვახშმად – 2 ცალი მწიფე ბანანი.

მერვე დღე

დილით – კვლავ თაფლიანი წყალი, 2 ცალი გარგარის ჩირი და 2 ლებანი ნიგოზი. ამ საუზმის შემდეგ კი, შეგიძლიათ, ჩვეულებრივ კვებაზე გადახვიდეთ.

თუ ამ დიეტას ზუსტად დაიცავთ, 1 კვირაში 3-დან 5 კილოგრამამდე დაიკლებთ.

დღის განმავლობაში მიიღეთ 2 ლიტრამდე სითხე.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული დიეტის განმეორება შეგიძლიათ ერთთვიანი შუალედებით.

 

скачать dle 11.3