კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არავითარი ეშმაკობა

 

 

არსებობენ ქალები, რომლებსაც მამაკაცის დარწმუნება ორი სიტყვით შეუძლიათ. ფიქრობთ, ისინი რაიმე განსაკუთრებულ უნარს ფლობენ ან ეშმაკობაში ბადალი არ ჰყავთ?! – არც ერთი და არც მეორე. მათ იციან საუბრის წარმართვის რამდენიმე აუცილებელი წესი, სულ ეს არის. თუ მოინდომებთ, თქვენც გამოგივათ. მთავარია, არ იხელმძღვანელოთ ემოციების კარნახითა და გაითვალისწინოთ:

1. არასოდეს აუწიოთ ხმას საუბრისას და აცადეთ, იმანაც თქვას სათქმელი. ანუ, ნუ შეაწყვეტინებთ. მით უმეტეს, არაფერი უთხრათ დამამცირებელი, ან შეურაცხმყოფელი. თქვენ რა გინდათ, მისი აგრესია გამოიწვიოთ თუ საუბრით კონსენსუსს მიაღწიოთ?!

2. განსახილველი პრობლემა კონკრეტული უნდა იყოს და ნუ განავრცობთ მას წარსულზე. ანუ, ნუ აჰყვებით ცდუნებას „გაამრავალფეროვნოთ“ კამათის თემა, ანალოგიური სიტუაციებით, რომლებზეც უკვე გქონდათ საუბარი.

3. არგუმენტები მოსაუბრის დარწმუნების საუკეთესო საშუალებაა. თუ არგუმენტები არ გაქვთ, მხოლოდ საყვედურების ამარა კამათს ნუ დაიწყებთ. ეს გააღიზიანებს მოსაუბრეს და „მოლაპარაკებებს“ ჩიხში შეიყვანს. კამათისას საკუთარ ტრიუმფზე კი არ უნდა იფიქროთ, არამედ, შეთანხმების მიღწევაზე.

4. მთავარია, საყვარელი ადამიანი თქვენს მხარეს გადმოიბიროთ. „ითამაშეთ“ მის გრძნობებზე. შეიძლება, მან ხმის ჩახლეჩვამდე გიმტკიცოთ, რომ გარდერობის განახლება არ გჭირდებათ. მაგრამ, ვერაფრით უარყოფს ფაქტს, რომ გინდათ, ეფექტურად გამოიყურებოდეთ, მხოლოდ მისთვის, რათა მან თავი მოიწონოს სიმპათიური, გემოვნებიანი ქალით. ეს ხომ მისი პრესტიჟიც არის. ნუ მოგერიდებათ აჩვენოთ, როგორ ზრუნავთ მასზე ყოველთვის და ყველაფერში. რომ კამათის დროსაც კი ფიქრობთ საყვარელ მეუღლეზე და გინდათ არა ჩხუბი, არამედ მშვიდობიანი გარიგება. ეს ყოველთვის ჭრის.

 

ჩხუბის გარეშე

ყველაზე მოყვარული და ერთმანეთზე „გადარეული“ ცოლ-ქმარიც კი ჩხუბობს პირველობისთვის. ეს შეუცნობლად ხდება. მით უმეტეს, თუ ორივე შინაგანად ლიდერია და ამას კარგად ვერ აცნობიერებს.

ვინ არის ოჯახში უფროსი?! – ეს მარადიული კითხვაა და მარადიული თემა პოლემიკისთვის. ერთი შეხედვით, საკამათო არაფერი უნდა იყოს. ტრადიციას თუ მივყვებით, ოჯახის უფროსი მამაკაცია და ამაზე ქალმა აღარ უნდა იდავოს. მაგრამ, როცა ქალი კაცის ფუნქციებსაც იტვირთებს, მას ნელ-ნელა პრეტენზიებიც უჩნდება. „რატომ უნდა იყოს საბოლოო სიტყვა ქმარზე, თუ ოჯახის ბიუჯეტს მე ვავსებ?! ან რატომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმან, როცა მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა?!“ – სიტუაცია გართულდა. შეიძლება, აქ ჩხუბის გარეშე „გადარჩეთ?“ – შეიძლება. თუკი გააცნობიერებთ რეალობას.

* პირველობისა და ლიდერობისთვის ბრძოლა ოჯახში მხოლოდ ნეგატივს შობს. ჯობია, პასუხისმგებლობა თავიდანვე სწორად და თანაბრად გადანაწილდეს. ავტორიტეტი საკუთარ „მოედანზე“ უნდა იყოთ. არ არის აუცილებელი, მეუღლის კომპეტენციებში „შეიჭრათ“. აცადეთ, თავისი საქმე აკეთოს და იქ „ილიდეროს“. თუ რაღაც არ გამოსდის, წაახალისეთ და წააქეზეთ. იმის ნაცვლად, რომ ავტორიტეტი საბოლოოდ დაუკარგოთ.

* ურთიერთგაგებისთვის კარგი ფრაზაა: „თუ სწორად მესმის შენი...“ –  ერთი შეხედვით ამ სიტყვებში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ კარგად „მუშაობს“.

ჩხუბი თუ არ გინდათ, უნდა მოუსმინოთ და გაუგოთ პარტნიორს, ან აჩვენოთ, რომ ამის სურვილი გაქვთ. საკუთარი აზრი კი, მკაფიოდ და ყოველგვარი აგრესიის გარეშე გამოხატეთ.

 

სიმამაცე ფასდება

მამაკაცებს შეიძლება მოსწონთ სულელი ქალები, მაგრამ ნამდვილად აფასებენ მამაცებს. ამიტომ, თუ კაცი მოგეწონათ და თქვენ შორის არსებულ ბარიერებს ვერ ხედავთ, მაშინ ნუ მოგერიდებით, რომ მის გასაცნობად პირველი ნაბიჯი თავად გადადგათ. ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ, სულ ცოტა სითამამე სჭირდება. „ინიციატივა კაცისგან უნდა წამოვიდეს!“ – მსჯელობს ქალების უმრავლესობა და მერე უკვირთ, ურთიერთობები რომ არ გამოსდით. ვინ იცის, რამდენი კარგი ოჯახი არ შეიქმნებოდა, ქალებს რომ არ ეაქტიურათ.

ვინ დაწერა ურთიერთობის ეს „სცენარი“? ვინ დაადგინა, რომ პირველ „აქტში“ მოქმედება მამაკაცმა უნდა დაიწყოს და პირველი სიტყვაც მას ეკუთვნის?! იქნებ, მას ჯერ კიდევ არ შეუმჩნევიხარ, მამაკაცები ხომ უყურადღებოები არიან. მით უმეტეს, თუ ქალს თამამი „მინი“ და დეკოლტე არ მოსავს. ასეთ თვალშისაცემ ჩაცმულობასაც სითამამე სჭირდება და, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს მზადყოფნას ურთიერთობის დასაწყებად.

თავდაჯერებულობა, მოქმედების სიმსუბუქე და თავისუფლება, ძალდაუტანებლობა და ბუნებრიობა, ღიმილი და სიარულის ლამაზი მანერა, – აი, ის, რასაც მამაკაცები ამჩნევენ. მერე ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. სითამამე დასაძრახი არ არის. სითამამე ფასდება!

 

მადლიერება... აუცილებელია...

უყვარხარ ვინმეს? – თუ სიყვარულითვე არ უპასუხებ, მადლიერი მაინც იყავი და გამოხატე ეს. იმიტომ, რომ მან შენ ამოგარჩია და უდიდესი გრძნობით დაგაჯილდოვა. მადლიერება ნიჭია და ნუ გაწირავთ საკუთარ თავს უნიჭობისთვის. ისწავლეთ იმის დაფასება, რაც კომფორტს გიქმნით და სიხარულს გაჩუქებთ.

თუ ცდილობ, ვინმეს დაუმტკიცო, რომ ყოვლისშემძლე ხარ და არავინ გჭირდება იმისთვის,  რამეს მიაღწიო: იფიქრე იმაზე, რომ მარტოსულობა არავის წასდგომია სახეიროდ. ნუ იქნები უმადური... ცხოვრება უამრავ ბედნიერ წუთს და წამს გჩუქნის. წუწუნიც საკუთარ უბედობაზე უკვე უმადურობაა, რომელიც მომავალში ნეგატიურად აისახება ისევ შენზე.

იყავი მადლიერი სამუშაოსთვის... იყავი მადლიერი სახლისთვის, რომელიც გაქვს... იყავი მადლიერი ახლობლების ღიმილისა და ზრუნვისთვის... ნურასოდეს გაგაყოყოჩებს წარმატება. ის მარტო შენი დამსახურება არ არის.

იყავი მადლიერი და აუცილებლად იქნები ბედნიერიც. ჩათვალე, რომ ეს ბედნიერების ფორმულის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია...

 

ენდე შენს „მეს“...

ადამიანს აქვს უნარი, ინსტინქტურად აარიდოს თავი საფრთხეს და დისკომფორტს. მას ეს ბუნებისგან აქვს კოდირებული. უბრალოდ, ადამიანებმა დაივიწყეს, როგორ უნდა მოუსმინონ თავის „მეს“.

პრობლემა ძირითადად სტერეოტიპებსა და იმ აკრძალვებშია, რომლებსაც საკუთარ თავს ვუწესებთ. არარეალიზებული მოქმედება ან ამ მოქმედების სურვილი, დიდხანს რჩება სხეულში. მას „იმახსოვრებენ“ კუნთები და ფუჭდება, როგორც განწყობა, ასევე ვიღებთ სერიოზულ სტრესსაც.

გაგეცინებათ, მაგრამ, როცა საკუთარ „მეს“  იმის გაკეთების საშუალებას არ მისცემთ,  რისი დიდი სურვილიც გექნებათ, მოგვიანებით, წაიცეკვეთ მაინც, ან წაივარჯიშეთ.

ცხოვრება არის ის, რაც კონკრეტულ მომენტში შენს თავს ხდება. არ არის საჭირო, გონებასა და მეხსიერებაში ყოველ წუთს „ატრიალოთ“ კადრები ნეგატიური ინფორმაციით და მოვლენებით. რატომ უნდა იფიქროთ ცუდზე. მით უფრო, თუკი ეს თქვენს „მეს“ არ უნდა.

დაიწესეთ თქვენთვის დღეში ერთხელ უბრალოდ გააანალიზოთ ის მიღწევები, რაც ცხოვრებაში გაქვთ. წარმოუდგენელია, ბედნიერი მომენტები არ გქონდეთ. თქვენს „მეს“ ყველაფერი კარგი ახსოვს. მოუსმინეთ მას, ენდეთ და დაუჯერეთ...

 

скачать dle 11.3