კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დააკვირდით საკუთარი კანის ფერს

 

 

თუ კარგად დააკვირდებით თქვენი კანის ფერს, შესაძლო ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ და მკურნალობის კურსს დროულად ჩაიტარებთ, კერძოდ:

თუ კანმა მოყვითალო ფერი მიიღო, გამოიკვლიეთ ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, რადგან, შესაძლოა, ანთებითი პროცესი უკვე დაწყებულია.

თუ ფერმკრთალი ხართ, სავარაუდოდ, ანემია გაქვთ და ეს ან რკინის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული, ან სასუნთქი პრობლემები გაწუხებთ. გამოიკვლიეთ ფილტვები და ბრონქები.

თუ სიმკრთალეს მოლურჯო ფერი გადაჰკრავს ტუჩებსა და ცხვირზე, ეს იმაზე მიგანიშნებთ, რომ გულის პრობლემა გაქვთ.

ფერმკრთალი კანი, მოლურჯო ლაქებით, იმაზე მეტყველებს, რომ სუსტი სისხლძარღვები გაქვთ და ორგანიზმს C და E ვიტამინები სჭირდება.

ადრეულ ასაკში დანაოჭებული კანი ქრონიკული დაავადებების გარეგანი გამოხატულებაა და მიანიშნებს, რომ ადამიანს დიაბეტი, ენდოკრინული და სხვა დარღვევები აღენიშნება.

მშრალი და დაჭიმული კანი კუჭის მოქმედების დარღვევაზე, კერძოდ კი, ქრონიკულ გასტრიტზე, კუჭის წყლულზე მიგანიშნებთ.

არათანაბარი და დატალღული კანის ფერი მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმში ტოქსინები და წიდებია დაგროვილი.

მოშავო ფერის კანი კი იმაზე მიანიშნებს, რომ თირკმელების უკმარისობა გაქვთ.

გამომშრალი კანი, რომელიც იქერცლება, იმუნიტეტის დაქვეითებასა და ავიტამინოზზე მიგანიშნებთ. ამ დროს მიიღეთ A და B ჯგუფის ვიტამინები.

ჩაშავებული და მოდუნებული კანი თვალების გარშემო თირკმელების ფუნქციის დარღვევაზე მეტყველებს.

ცხიმიანი კანი ლიპიდური მიმოქცევის დარღვევის ნიშანია და ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას.

თუ კანზე დროდადრო ჩნდება ცხიმიანი ლაქები, ეს ალერგიის ბრალია.

კისერზე ან მკერდზე კანის გაწითლება ჰიპერტონიაზე მიუთითებს.

ხოლო, თუ ტანზე ან სახეზე მუწუკები გიჩნდებათ, ესე იგი, კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაქვთ და დროულად მიხედეთ.

 

აუცილებლად ჩართეთ საკვებ რაციონში ზღვის კომბოსტო

ერთფეროვანი საკვები მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ამ დროს ტვინი არ იღებს სასარგებლო ნივთიერებებს, ორგანიზმში კი გროვდება მავნე ნივთიერებები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს თავის ტვინსა და გულზე.

საკვებ რაციონში ზღვის კომბოსტოს კვირაში ერთჯერადი შეტანაც კი, ისევე იცავს ფარისებრ ჯირკვალს, როგორც ერთი თვის განმავლობაში მულტივიტამინების მიღება. ეს პროდუქტი ჩიყვის განვითარებასაც აგაცილებთ თავიდან. ზღვის კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით იოდსა და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს იოდის ათვისებაში. გარდა ამისა, მისი რეგულარულად მიღება სისხლში ქოლესტერინს ამცირებს და ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. ზღვის კომბოსტო, ასევე, სასარგებლოა იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევისას.

 

მოამარაგეთ ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებით და დაამსხვრიეთ შეხედულება კალორიული საკვების მავნებლობის შესახებ

ყველა ადამიანი ცდილობს, რაციონში ისეთი პროდუქტები ჩართოს, რომლებიც მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებით. სამწუხაროდ, ბევრს ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ არასწორი შეხედულება აქვს. მაგალითად:

საღამოს კვება ასუქებს – ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან წონაში მომატებაზე მოქმედებს არა ის, თუ დღის რომელ მონაკვეთში იკვებებით, არამედ ის, თუ რას მიირთმევთ და რა რაოდენობით.

ახალი ხილი და ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის კარგია – დიდი რაოდენობით ახალი ხილისა და ბოსტნეულის მიღებით კუჭს ძალიან ტვირთავთ, რასაც შედეგად მოსდევს მუცლის შებერვა და კუჭის აშლა. ბოსტნეულის დიდი ნაწილი ცოცხალი სახით უნდა ჭამოთ, ნაწილი კი – მოშუშული. მოშუშულ სტაფილოსა და პომიდორში არსებული ბეტა-კაროტინი ორგანიზმის მიერ უკეთ შეითვისება.

ცხიმი ცხიმად გარდაიქმნება – ცხიმი საკმაოდ მაღალი ენერგეტიკული ღირებულების ნაერთია და ამიტომ ის დიდი რაოდენობით კალორიებს შეიცავს – გრამ ცხიმში 9 კილოკალორიაა. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის საერთოდ უნდა ამოიღოთ რაციონიდან. ყველა ცხიმი ერთნაირად საზიანო არ არის. მაგალითად, ზეითუნის ზეთი არის ცხიმი, რომელსაც ზღვისა და მდინარის თევზი შეიცავს, საჭიროა და მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იმ შემთხვევაში, თუ რეგულარულად მიიღებთ ზეითუნის ზეთს, სისხლში ქოლესტერინის შემცველობა მკვეთრად შემცირდება.

ახალ გამომცხვარი პური მავნებელია – ეს არ შეეფერება სინამდვილეს. მისი ერთადერთი უარყოფითი თვისება ის არის, რომ ახალი პურის დიდი რაოდენობით ჭამას მოჰყვება გაზების დაგროვება ნაწლავებში. ასევე, მატულობს სხეულის მასა. ამიტომ, ის მცირე რაოდენობით უნდა ჭამოთ.

კარტოფილი გასუქებას იწვევს – ეს მცდარი ინფორმაციაა. ერთი ულუფა კარტოფილი, როგორც მოხარშული, ისე შემწვარი, მხოლოდ 12 კილოკალორიას შეიცავს, ხოლო, ამავე რაოდენობის კარტოფილის ჩიპსი – 368 კილოკალორიას. ამიტომ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის მომზადებული ეს ბოსტნეული.

გაყინული ბოსტნეული არ არის სასარგებლო – ეს არ შეეფერება სიმართლეს. კარგად და სწორად გაყინული პროდუქტები ისეთივე სასარგებლოა, როგორც ახალი. გაყინული ბოსტნეული ვიტამინებსაც ინარჩუნებს.

ასევე, წონაში ვერ მოიკლებთ საკვებზე უარის თქმით. თუ ორგანიზმს საკვები მოაკელით, ის ეკონომიურ რეჟიმზე გადავა. იმისთვის, რომ ორგანიზმმა ერთი კილოგრამი ცხიმი დაწვას, საშუალოდ ათი ათასი კალორიის ეკონომია უნდა მოახერხოს. ამიტომ, შიმშილის ნაცვლად, ჯობია გადახედოთ საკვებ რაციონს და შესაბამისად დააბალანსოთ ის. გადაანაწილეთ ყოველდღიური რაციონი ისე, რომ ის თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს და არა ზიანის მომტანი.

 

სახსრების ტკივილს არყის ხის კვირტები შველის, თირკმელებს კი იასამნის ყვავილის ნაყენი უხდება

არყის ხის კვირტები შეიცავს ოფლმდენ და შარდმდენ ნივთიერებებს, არომატულ ეთერზეთებსა და ფისს. არყის კვირტების წყალობით, შარდმდენი ეფექტი აღინიშნება თირკმელების გაღიზიანების გარეშე, ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს. 1 ჩაის კოვზ არყის კვირტს დაასხით ნახევარი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. დაახურეთ თავზე დაახლოებით 5 წუთით, შემდეგ გადაწურეთ მიიღეთ თბილი ნაყენი. ის, ასევე, ეფექტურია გაციების დროსაც.

კუჭის მოქმედების მოსაწესრიგებლად და სახსრების ტკივილის დროს რეკომენდებულია ღვინისა და არყის კვირტების ნაზავის ნაყენის დალევა. ის იმუნიტეტსაც აძლიერებს.

არყის ხის კვირტების ნაყენი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება გულის მიზეზით გამოწვეული შეშუპების, ეგზემისა და ნიკრისის ქარის დროს. ნაღველმდენი თვისებების გამო კი ის კარგია მათთვის, ვისაც ღვიძლისა და ნაღვლის სადინარების დაავადებები აწუხებს.

სამკურნალოდ გამოიყენება, ასევე, იასამნის ყვავილები. მის ნაყენს სვამენ კენჭოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ.

მალარიით დაავადების შემთხვევაში, უნდა დალიოთ შემდეგი ნაყენი: აიღეთ იასამნის 20 ცალი ნედლი ფოთოლი, 0,2 გრამი აბზინდა და ერთი გრამი ევკალიპტის ზეთი. ნარევს დაასხით 1 ლიტრი წყალი და დადგით ოთახის ტემპერატურაზე 4 დღე. ნაყენი დალიეთ პატარა ჭიქით დღეში ერთხელ, ჭამის წინ.

იასამნის ყვავილები თირკმელებისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროსაც გამოიყენება. აიღეთ 1 ჩაის ჭიქა იასამნის ყვავილი და დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი. რევმატიზმის დროს გამოგადგებათ ეს ნაყენი კომპრესის სახით. ასევე, სასარგებლოა ბრონქული ასთმის საწინააღმდეგოდ.

 

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება საკვების მიღების დროს

საჭმლის მონელებაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ კერძის გემო და სუნი, არამედ, მისი ვიზუალური მხარეც. ლამაზად გაწყობილი სუფრა, ჭურჭელი და ხელსახოცები დამატებითი სტიმულია საჭმლის მომნელებელი წვენის გამოსაყოფად. საჭმლის კარგად მონელებისთვის, ასევე, აუცილებელია განწყობაც. ჭამის დროს ტელევიზორის ყურება, კითხვა ან ლაპარაკი არ არის მიზანშეწონილი, რადგან, ასეთი ორგვარი სიამოვნების შედეგად, საკვების ყლაპვის პროცესი ავტომატური ხდება, ავტომატურად ჭამა კი უკონტროლოა და საზიანო. ჭამის დროს, თქვენი აზრები და ფიქრები მხოლოდ საკვებისკენ უნდა იყოს მიმართული.

საჭმლის მონელებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს ისიც, თუ როგორი განწყობით ჭამთ. საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფის შემცირებას წუხილი, უკმაყოფილება და გაღიზიანება იწვევს. ხშირად, სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვსხდებით მაგიდასთან და ვიწყებთ ჭამას. თუ დაიღალეთ ან ინერვიულეთ, ნუ იჩქარებთ დანაყრებას, ჯობია, ნახევარი საათი მოიცადოთ. ნუ შეეცდებით სადილის დროს ოჯახური პრობლემების ან სამსახურებრივი საკითხების გარკვევას.

 

скачать dle 11.3